რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« დეკემბერი 2025 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31 1234
ახალი ამბები
,,ეს არ არის პოლიციელზე თავდასხმა'' - კასპში პოლიციის უფროსის მოადგილეს სანადირო თოფი დაუმიზნეს და ჩაცხრილვით დაემუქრნენ
პროკურატურამ თავდასხმად არ ჩათვალა ფაქტი, რომელიც კასპში, 2023 წლის 25 ივლისს მოხდა.

პროკურორ ოთარ დოხნაძემ სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ კასპში, პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფმა პირმა, მანქანაში მყოფ პოლიციელებს, სანადირო თოფი დაუმიზნა, ლულა საქარე მინას მიადო და დაუყვირა, რომ არ გადმოსულიყვნენ მანქანიდან, თორემ ჩაცხრილავდა.

აღნიშნული საქმის განხილვა უზენაეს სასამართლოში 2025 წლის 28 აპრილს დასრულდა. მსჯავრდებულს, რომელსაც წაყენებული ჰქონდა პოლიციის მიმართ წინააღმდეგობის გაწევის მუხლი, 3 წლით თავისუფლების აღკვეთა ჯერ გორის, შემდეგ თბილისის სააპელაციო სასამართლოებმა მიუსაჯეს. დარჩენილი პირობითი მსჯავრი კი 2024 წლის სექტემბრის ამნისტიით (6 თვე) მოეხსნა.

რა მოხდა კასპში?

ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, 2023 წლის ივლისში კასპის პოლიციის უფროსის მოადგილის პოსტს გოგიტა ბერიშვილი იკავებდა. ის უბნის ინსპექტორთან ერთად ღამის საათებში შემოვლას ახორციელებდა. პროკურორმა ოთარ დოხნაძემ სასამართლოს ამბავი ასე მოახსენა:

,,2023 წლის 25 ივლისს, ღამის საათებში, ქალაქ კასპში, პოლიციის განყოფილების უფროსის მოადგილე და ამავე განყოფილების უბნის ინსპექტორი სამსახურებრივი ავტომანქანა ,,ტოიოტა ჰაილუქსით" ახორციელებდნენ ტერიტორიის შემოვლას. ამ დროს, შემოესმათ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის ხმა, რის გამოც გაემართნენ ამ ქუჩისაკენ. პოლიციელებმა დაინახეს, რომ გასროლის ხმის მიმართულებიდან ჩქარი ნაბიჯით მოდიოდა ახალგაზრდა მამაკაცი. იგი ცდილობდა, გადასულიყო გზიდან და არიდებოდა პოლიციელებს, რითაც, უფრო მიიქცია პოლიციელების ყურადღება. როდესაც მას მიუახლოვდნენ, პოლიციის ავტომანქანის შუქზე, რომელსაც ჩართული ჰქონდა სპეციალური ციმციმები და მაშუქებიც, ასევე ჩართული იყო ქუჩის გარე განათებაც, პოლიციელებმა იცნეს ზ. ბ–ი (რომელსაც პოლიციელები იცნობდნენ თავიანთი სამსახურებრივი საქმიანობიდან გამომდინარე). გამოკითხვის მიზნით, პოლიციელებმა შეაჩერეს ავტომანქანა, ხოლო როდესაც უფროსის მოადგილემ მანქანის კარი გამოაღო, დააპირა მანქანიდან გადასვლა და მამაკაცს დაუძახა სახელით, ამ დროს მამაკაცმა ხელი მოარტყა კარს, ამოიღო ქამარში ჩადებული, გადაჭრილი სანადირო ცეცხლსასროლი იარაღი, მიადო ავტომანქანის მარცხენა საქარე მინას და დაემუქრა უფროსის მოადგილეს და უბნის ინსპექტორს, რომ არ გადმოსულიყვნენ მანქანიდან, თორემ ორივეს ჩახოცავდა. პოლიციელებმა ვეღარ შეძლეს ავტომანქანიდან გადმოსვლა. ბერაშვილმა დაძრა მანქანა და, დაახლოებით, 10-15 მეტრით გასცდა მამაკაცს, რის შემდეგაც გადმოვიდნენ, ამოეფარნენ ავტომანქანას და მოუწოდეს მას, რომ შეჩერებულიყო, თუმცა იგი გაიქცა და მიიმალა.'' - განაცხადა ოთარ დოხნაძემ სასამართლო პროცესზე.

მამაკაცი 5 დღის შემდეგ 2023 წლის 31 ივლისს დააკავეს.

მსჯავრდებულის ადვოკატმა სასამართლოს მოახსენა, რომ განაჩენი უკანონოა:

,,განაჩენი უკანონო და დაუსაბუთებელია, ვინაიდან, არ ემყარება საქმეში არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას; ბრალდება ეფუძნება მხოლოდ ორი პირის – მოწმე პოლიციელების ჩვენებებს, ხოლო სხვა რაიმე ნეიტრალური მტკიცებულება, საქმის მასალებში არ მოიპოვება; პოლიციელები არ ასრულებდნენ სამსახურებრივ მოვალეობებს და არ გეგმავდნენ რაიმე საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებს; თუ მოწმე პოლიციელებმა მხოლოდ მეგობრულად დაუძახეს მისი დაცვის ქვეშ მყოფს, რომელიც იარაღით თავს დაესხა მათ, მაშინ იკვეთება სსკ-ის 353 პრიმა მუხლის შემადგენლობა'' - განაცხადა ადვოკატმა.

უზენაესმა სასამართლომ არ გაითვალისწინა ადვოკატის არგუმენტები და ძალაში დატოვა ქვედა ინსტაციის სასამართლოს გადაწყვეტილება. ძალაში დარჩა 3-წლიანი პატიმრობა, რომლის ათვლა 2023 წლის 31 ივლისიდან დაიწყო.

 

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
25 ნოემბრიდან 1 დეკემბრის ჩათვლით
25 ნოემბრიდან 1 დეკემბრის ჩათვლით "თეგეტა მოტორსი" მომხმარებელს განსაკუთრებული შეთავაზებებით მასპინძლობს.
15:01 / 26.11.2025
სამართალმცოდნეობის მიმართულებით მიღებული განათლებისა და
მრავალფეროვანი სამუშაო გამოცდილების გარდა
სამართალმცოდნეობის მიმართულებით მიღებული განათლებისა და მრავალფეროვანი სამუშაო გამოცდილების გარდა
16:56 / 17.11.2025
ჩეხეთის განვითარების სააგენტოს დაფინანსებით, პროექტის ბიუჯეტი
დაახლოებით 937,288 ევროს შეადგენს
ჩეხეთის განვითარების სააგენტოს დაფინანსებით, პროექტის ბიუჯეტი დაახლოებით 937,288 ევროს შეადგენს
13:51 / 14.11.2025
სათემო შეხვედრებისას მოსახლეობამ დაასახელა თემისთვის სანდო პირები,
რომლებსაც ისინი ენდობოდნენ და
სათემო შეხვედრებისას მოსახლეობამ დაასახელა თემისთვის სანდო პირები, რომლებსაც ისინი ენდობოდნენ და
21:17 / 11.11.2025
საპროექტო ტერიტორია მდებარეობს ქალაქ გორის ადმინისტრაციულ
საზღვრებში,

საპროექტო ტერიტორია მდებარეობს ქალაქ გორის ადმინისტრაციულ საზღვრებში,

12:29 / 10.11.2025
ვიდეორეპორტაჟი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში

"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.