რედაქტორის რჩევით
კალენდარი
ახალი ამბები
გოჩა ბზიშვილი - ევროპული მომავლისთვის მებრძოლი ვეტერანი
გორელი გოჩა ბზიშვილი ომის ვეტერანია. ახალგაზრდა იყო, როდესაც რეგიონის სარდლად დაინიშნა. 1992 წელს მიღებული მედალი დღემდე აქვს შენახული. იხსენებს, რომ ომში ძმებთან — პაატა და ხვიჩა ბზიშვილებთან — ერთად მონაწილეობდა.

ორივე, მისი თქმით, საომარი მოქმედებების დროს მიღებული ჭრილობების გამო გარდაიცვალა, თავად კი დაინვალიდდა.

გოჩა აქტიურად მონაწილეობს საპროტესტო აქციებში, სადაც უკანონო პატიმრობაში მყოფი ახალგარზდების გათავისუფლებას, ხელახალ არჩევნებს და მოძალადე სამართალდამცველების დასჯას ითხოვენ.

ერთ-ერთ აქციაზე ყოფნის გამო, ვეტერანი 5 ათასი ლარით დააჯარიმეს, რასაც ახლა სასამართლოში ასაჩივრებს.

„ვუცქერი იმ გულანთებულ ახალგაზრდებს, რომლებიც ციხეში ტყვედ არიან გამოკეტილები, პატარა ბიჭები. მე ყოველთვის მივდივარ მათ სასამართლოებზე და კიდევაც წავალ, რომ ეს ბიჭები გამოუშვან იქიდან.“ ვეტერანის თქმით, განსაკუთრებით მძიმეა ჟურნალისტ მზია ამაღლობელის საქმე, რომელსაც რეჟიმი პოლიციელისთვის სილის გაწვნის გამო განსაკუთრებული სიმკაცრით სჯის.



„ქალბატონი, რომელიც ერთი გარტყმის გამო ციხეში ზის; ქალბატონი მზია ამაღლობელი ერთი გარტყმის გამო 6-დან 9 წლამდე უნდა გამოამწყვდიონ. ეს ჩემთვის ძალიან დიდი დაუფასებლობაა.“

იგი იხსენებს 2008 წლის ომის დროს განვითარებულ მოვლენებს და რუსი სამხედროების მიერ მოკლულ ბავშვს, რომელიც, მისი თქმით, მის მეზობლად ცხოვრობდა და შემთხვევის ადგილზე დაიმარხა.

“აგერ ჩემი მაგიდა მაქვს აივანზე, გამოვალ ხოლმე, ვუცქერ გორისციხეს; ვფიქრობ ხოლმე, რამდენმა ადამიანმა იბრძოლა და დღესაც ამ უბედურებაში ვართ. 2008 წელს ჩემი მეზობელი, აგერ იქ ცხოვრობს, ბავშვი რომელიც რუსებმა მოკლეს და მაშინ იქვე დაიმარხა” ბზიშვილი მონაწილეობს საპროტესტო აქციებში და აცხადებს, რომ საჭიროა ახალი არჩევნების ჩატარება. სწორედ ახალი არჩევნების დროს უნდა გააკეთოს ქართველმა ხალხმა არჩევანი ოკუპანტ რუსეთსა და ევროპულ მომავალს შორის. „აქციებზე გავალ, იმიტომ რომ ეს ახალგარდები გამოუშვან და უნდა ჩატარდეს ახალი არჩევნები. რუსეთი გვინდა თუ ევროპა გვინდა — იქ გამოჩნდება ყველაფერი.“
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
შიდა ქართლის საპატრულო პოლიციამ მთავარ დამნაშავედ ბოლო ავტომობილის
მძღოლი გამოაცხადა. სამართალდამრღვევად ცნობილი მოქალაქე აღნიშნავს,
რომ მხოლოდ ბოლო მანქანის მძღოლის დამნაშავედ გამოცხადება
უსამართლობაა.
შიდა ქართლის საპატრულო პოლიციამ მთავარ დამნაშავედ ბოლო ავტომობილის მძღოლი გამოაცხადა. სამართალდამრღვევად ცნობილი მოქალაქე აღნიშნავს, რომ მხოლოდ ბოლო მანქანის მძღოლის დამნაშავედ გამოცხადება უსამართლობაა.
21:50 / 20.10.2026
კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ცნობით, XII-XIII საუკუნეების
მიჯნაზე დაარსებული სამონასტრო კომპლექსის გალავანი მძიმე
მდგომარეობაშია.
კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ცნობით, XII-XIII საუკუნეების მიჯნაზე დაარსებული სამონასტრო კომპლექსის გალავანი მძიმე მდგომარეობაშია.
18:32 / 20.10.2026
მოსწავლეები, რომლებიც 6 წელია ახალ სკოლას ელოდებიან და მე-6 სკოლაში
არიან გადანაწილებულნი, დღეს გაიფიცნენ.
მოსწავლეები, რომლებიც 6 წელია ახალ სკოლას ელოდებიან და მე-6 სკოლაში არიან გადანაწილებულნი, დღეს გაიფიცნენ.
17:48 / 20.10.2026
მეწარმეების განცხადებით, გზის მოწესრიგება მათ სამეწარმეო
საქმიანობას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს.
მეწარმეების განცხადებით, გზის მოწესრიგება მათ სამეწარმეო საქმიანობას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს.
14:05 / 20.10.2026
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის წარმომადგენლის
მტკიცებით, მოქალაქეს სახლის წინ 5 საბურავი ჰქონდა განთავსებული.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის წარმომადგენლის მტკიცებით, მოქალაქეს სახლის წინ 5 საბურავი ჰქონდა განთავსებული.
12:24 / 20.10.2026
ვიდეორეპორტაჟი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში

"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.