რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« ივლისი 2026 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ახალი ამბები
გიორგი ფარეხელაშვილი ევროპის ჩემპიონი გახდა
პარასპორტსმენისთვის დახმარების გარეშე ვარჯიში ძალიან ძნელია, ამიტომ სახლში მეგობრები და ოჯახის წევრები მეხმარებიან.რუმინეთში ქალაქ კლუჟში გამართულ, პარამკლავჭიდის ევროპის ჩემპიონატზე, გორელი სპორტსმენი გიორგი ფარეხელაშვილი ევროპის ჩემპიონი გახდა.

ამბობს, რომ სირთულეების მიუხედავად წარმატების მისაღწევად ძალიან ბევრს შრომობს. მოტივაციას კი ოჯახი და ახლო გარემოცვა აძლევს, ისინი ვინც მუდამ მის გვერდით დგანან.

„პარასპორტსმენისთვის დახმარების გარეშე ვარჯიში ძალიან ძნელია, ამიტომ სახლში მეგობრები და ოჯახის წევრები მეხმარებიან. ზოგადად ჩვენ გორში, ერთ-ერთ  სატრენაჟორო დარბაზში ვვარჯიშობთ, რადგან სამწუხაროდ  ჩვენს ნაკრებს არ აქვს საკუთარი დარბაზი და აქედან გამომდინარე მეტად გვიძნელდება ისეთი საერთაშორისო ტურნირებისთვის მომზადება, როგორიცაა ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატები. ახლა მსოფლიო ჩემპიონატისთვის ვემზადები, რომელიც ბულგარეთში, სექტემბრის თვეში გაიმართება.“-ამბობს გიორგი ფარეხელაშვილი

 

24 წლის სპორტსმენი, სათემოდან გორში ყოველ მეორე დღეს დადის. გიორგი საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილდება და წუხს, რომ მისთვის ასე სიარული მოუხერხებელია.

„ ძნელია როცა დარბაზიდან დაღლილი გამოდიხარ და ისევ სამარშუტო ტაქსით გიწევს სახლში დაბრუნება. მაგრამ მაინც არ ვნებდები. სირთულე ყოველთვის მეტ ძალას მაძლევს. სპორტით ბავშვობიდან ვიყავი დაინტერესებული. აქტიურად  2019 წელს ჩავერთე, როცა მკლავჭდზე მივედი. მალევე საქართველოს ჩემპიონატზე ვიასპარეზე, სადაც ოქროს მედალი ავიღე. ამ ყველაფერმა განაპირობა ჩემი პროფესიონალურ სპორტში ჩართვა. ძალიან დიდი სტიმული მომეცა და ვარჯიში უფრო შემართებით დავიწყე. შემდეგ კოვიდმა ყველაფერი გააჩერა, მათ შორის ჩვენი ნაკრებიც თუმცა მე ვარჯიში არასდროს შემიწყვეტია. დარბაზები, რომ დაიკეტა მე სახლში ვვარჯიშობდი, რაშიც მეგობრები და ოჯახისწევრები მეხმარებოდნენ.“-ამბობს გიორგი ფარეხელაშვილი

მკლავჭიდელი ფიქრობს, რომ პარასპორცმენები ხელშეწყობის პირობებში უფრო მეტ შედეგს დადებდნენ, რაც სამწუხაროდ ამ ეტაპზე არ აქვთ.

„ ვთვლი, რომ პარასპორტის განვითარებისთვის საჭიროა მეტი მონდომებული პარასპორტსმენი და რაც ყველაზე მთავარია პარასპორტსმენებისთვის განკუთვნილი ინვენტარი, რაც ნაკლებად არის გორის დარბაზში. არ გვაქვს მჯდომარე კატეგორიისთვის განკუთვნილი მაგიდები, ამიტომ ძალიან უჭირთ ვარჯიში ეტლით მოსარგებლე სპორტსმენებს.“-აღნიშნავს პარასპორტსმენი გიორგი ფარეხელაშვილი.


 

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
გორის მერიაში რუსეთის მოქალაქის მიერ წარდგენილი დიპლომი
უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი არ აღმოჩნდა.
გორის მერიაში რუსეთის მოქალაქის მიერ წარდგენილი დიპლომი უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი არ აღმოჩნდა.
16:47 / 21.07.2026
კასპის მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა ომის ვეტერანმა თავდაცვის
სამინისტროს დაუმტკიცა, რომ 1992-93 წლებში საომარ მოქმედებში
მონაწილეობდა.
კასპის მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა ომის ვეტერანმა თავდაცვის სამინისტროს დაუმტკიცა, რომ 1992-93 წლებში საომარ მოქმედებში მონაწილეობდა.
15:29 / 21.07.2026
კასპის გადმოსახედზე სკვერის მოსაწყობად გამოცხადებული ტენდერი
არ შედგა.
კასპის გადმოსახედზე სკვერის მოსაწყობად გამოცხადებული ტენდერი არ შედგა.
12:36 / 21.07.2026
ზაალ დუგლაძის 2025 წლის ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით,
დეპუტატმა Audi S8 მარკის ავტომობილი 341 750 ლარად შეიძინა.
ზაალ დუგლაძის 2025 წლის ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, დეპუტატმა Audi S8 მარკის ავტომობილი 341 750 ლარად შეიძინა.
11:30 / 21.07.2026
გორში 2024 წელს, ყოფილი მერის ვლადიმერ ხინჩეგაშვილის მერობის
პერიოდში, დახაზული ქვეითთა გადასასვლელები („ზებრები“) დღეს თითქმის
ყველგან წაშლილია.
გორში 2024 წელს, ყოფილი მერის ვლადიმერ ხინჩეგაშვილის მერობის პერიოდში, დახაზული ქვეითთა გადასასვლელები („ზებრები“) დღეს თითქმის ყველგან წაშლილია.
20:14 / 20.07.2026
ვიდეორეპორტაჟი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში

"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.