რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« აგვისტო 2025 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ახალი ამბები
,,ვიყიდეთ ჩეხური ეტიკეტებით, აღმოჩნდა - რუსული'' - სატენდერო სკანდალი გორის მომსახურების სააგენტოში
გორის მომსახურების სააგენტოში, მოქალაქეებისთვის ახლადაშენებულ შენობაში, გაკეთებიდან რამდენიმე კვირაში, დაზიანდა ხელასაბანები, წყლის მილები და უნიტაზები. როგორც აღმოჩნდა, სამშენებლო მასალები, რომელთაც ჩეხური ეტიკეტები ამშვენებდა, რუსული წარმოების აღმოჩნდა.

შსს-ს მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელმა მშენებელ კომპანიას საკუთარი ხარჯებით დაზიანებული ,,რუსული'' ინფრასტრუქურის აღდგენა მოსთხოვა.

სამშენებლო კომპანია ,,ნიუ ჯორჯიას'' წარმომადგენელმა ლერი მახარაძემ შს სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილეს, ვალერიან დათულიშვილს უპასუხა, რომ დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენა მათ მოვალეობაში არ შედიოდა, რადგან არ იყო ანაზღაურებული მომსახურების თანხა.

,,ჩვენთვის გაუგებარია, რის საფუძველზე ითხოვთ ფაქტიურად ჩვენგან უსასყიდლოდ დამონტაჟებულ ხელსაბანებზე ონკანების ან მილების შეცვლას.?'' - სწერს კომპანიის დირექტორი დამკვეთს.

მშენებელი კომპანია დამკვეთს ახსენებს მშენებლობის პროცესში 2024 წლის ოქტომბერში მომხდარ გაუგებრობას, როდესაც კომპანიას 15 000 ლარი არ აუნაზღაურეს:

,,მოთხოვნილი იყო ჩეხური წარმოების უნიტაზები და ხელსაბანები, ჩვენს მიერ ბაზარზე მოძიებული იქნა უნიტაზები, მხოლოდ და მხოლოდ, ,,JIKA”-ს სახელწოდებით და შეთანხმდა თქვენდამი რწმუნებულ ზედამხედველებთან, თუმცა როგორც აღმოჩნდა, აღნიშნული ფირმის პროდუქცია ბოლო წლებში მზადდება რუსეთის ფედერაციაში, ხოლო უშუალოდ ჩეხეთში ნაწარმოები პროდუქცია ვერ იქნა მოძიებული ქართულ ბაზარზე (ცნობილ მაღაზიათა ქსელებს როგორებიც არის ,,გორგია“, ,,მოდუსი“, ,,იდეალი“, ,,ნოვა“ მითითებული აქვთ რომ ,,JIKA“-ს ფირმის პროდუქცია არის ჩეხური , თუმცა ირკვევა, რომ შემოტანილია რუსეთის ფედერაციიდან). ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, უნიტაზებისა და ხელსაბანების ჩეხეთში წარმოებას ვერ ვადასტურებთ და მათი გათვალისწინება თქვენი გადასაწყვეტია.'' - სწერდა 2024 წლის ოქტომბერში კომპანია დამკვეთს.

შს მომსახურების სააგენტომ შესრულებულ სამუშაოებს ექსპერტიზა ჩაუტარა. სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნის მიხედვით, 15 000 ლარის ღირებულების სამშენებლო მასალები რუსეთში დამზადებული აღმოჩნდა. სააგენტომ თანხა არ აუნაზღაურა, თუმცა მოკლე დროში, დაზიანებული რუსული ინფრასტრუქტურის აღდგენა, როგორც წერილებიდან ირკვევა, სახელმწიფოს მოუწია.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
გასული წლის დასაწყისში კასპის მერმა ვახტანგ მაისურაძემ ოფიციალურ
ფეისბუქის

გასული წლის დასაწყისში კასპის მერმა ვახტანგ მაისურაძემ ოფიციალურ ფეისბუქის

20:12 / 12.08.2025
თრიალეთის ქედზე, კერძოდ ქარელის სოფელ ღვლევიდან გორიჯვრამდე
თრიალეთის ქედზე, კერძოდ ქარელის სოფელ ღვლევიდან გორიჯვრამდე
16:54 / 12.08.2025
მოსახლეობა შესაბამის უწყებებს რეაგირებისკენ მოუწოდებს.
მოსახლეობა შესაბამის უწყებებს რეაგირებისკენ მოუწოდებს.
11:39 / 12.08.2025
ადგილობრივების თქმით, თავდაპირველად გასართობი ზონის მოწყობა
ადგილობრივების თქმით, თავდაპირველად გასართობი ზონის მოწყობა
18:37 / 11.08.2025
მოქმედი მერები იყრიან კენჭს ქარელსა და კასპში.
მოქმედი მერები იყრიან კენჭს ქარელსა და კასპში.
17:34 / 11.08.2025
ვიდეორეპორტაჟი
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის ასაკს იყო მიღწეული.
"სოფელში არაფერია. აქ არავინ არის. მხოლოდ ერთი ბიჭი, მაგისი დედა და მე ვართ.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან, მიხარია,


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.