რედაქტორის რჩევით
ახალი ამბები
საკონრინთლოში ბავშვებს სკვერი უკონტროლო ზონაში გაუკეთეს
საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ საკორინთლოში სკვერი იმ ადგილას
მოაწყვეს, სადაც ბავშვები თითქმის არ დადიან — დასასვენებელი სივრცე
გდდ-ს საგუშაგოს წინ არის, რომელიც სოფლის ბოლოში მდებარეობს. იქ
მისასვლელად მოგვთხოვეს უსაფრთხოების სამსახურის ნებართვა.
ადგილობრივების თქმით, თავდაპირველად გასართობი ზონის მოწყობა შედარებით უსაფრთხო ადგილზე, ძველ სტადიონზე იგეგმებოდა, თუმცა მოსახლეობამ უკმაყოფილება გამოთქვა და ტერიტორია არ დაუთმო. შედეგად, სკვერისთვის სხვა ადგილი მოძებნეს, თუმცა ახალი სივრცე მიტოვებულია და ბალახით არის დაფარული.
„ძველ სტადიონზე უნდოდათ გასართობის გაკეთება, მაგრამ მოსახლეობა წინააღმდეგი წავიდა. ახლა იქ ბალახებია ამოსული და ბავშვები არ დადიან,“ — გვითხრეს ადგილობრივებმა.
სტადიონიც ამჟამად მოუწესრიგებელია, რის გამოც სოფლის ბავშვები ძირითადად დასახლების ცენტრში იკრიბებიან.
„ბოლო პერიოდში ბევრი დამსვენებელი ჩამოდის ოჯახებიანად. ახლა სოფელში ბევრი ბავშვია და ყოველ საღამოს ცენტრში იკრიბებიან. სკვერი შორსაა, სტადიონიც დასამთავრებელია. რომ დასრულდეს, იქ უფრო წავლენ,“ — ამბობენ ადგილობრივები.
გდდ-ს საგუშაგოს წინ სკვერის მოსაწყობად ბიუჯეტიდან თანხა 2023 წელს დაიხარჯა.

ამავე კატეგორიაში

გასული წლის დასაწყისში კასპის მერმა ვახტანგ მაისურაძემ ოფიციალურ ფეისბუქის

თრიალეთის ქედზე, კერძოდ ქარელის სოფელ ღვლევიდან გორიჯვრამდე

მოსახლეობა შესაბამის უწყებებს რეაგირებისკენ მოუწოდებს.

მოქმედი მერები იყრიან კენჭს ქარელსა და კასპში.

გორის სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურორ ოთარ ხორგუაშვილის მოთხოვნა
ვიდეორეპორტაჟი
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის
ასაკს იყო მიღწეული.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან,
მიხარია,
გასული თვის პოპულარული სიახლეები
საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
სტატიის გამოყენების პირობები