რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« აგვისტო 2025 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ახალი ამბები
ღვლევიდან სოფელ გორიჯვრამდე 20 ტურბინიანი ქარის ელექტროსადგურის აშენებას გეგმავენ
თრიალეთის ქედზე, კერძოდ ქარელის სოფელ ღვლევიდან გორის სოფელ გორიჯვრამდე დაგეგმილია ქარის ელექტროსადგურის 20 ტურბინის დადგმა. ამის შესახებ პროექტი გარემოს ეროვნულ სააგენტოში შპს „ჯიდიეი დანრემ“ წარადგინა. 

საპროექტო ელექტროსადგური ითვალისწინებს 80.0 მგვტ დადგმულ სიმძლავრეს, 324.346 გიგავატსაათი წლიური გამომუშავებით. 20 ერთეული ტურბინის შეძენას და მონტაჟს, თითოეული 4.2 მგვტ. დადგმული სიმძლავრით. 

პროექტის დამტკიცების შემთხვევაში, მშენებლობა დაგეგმილია სამუშაოების დაწყებიდან 12-18 თვის ვადაში. პროექტის ფარგლებში დასაქმებული იქნება 70-80 ადამიანი, რომელთაგან დაახლოებით 50-60 % ადგილობრივი მოსახლეობის წარმომადგენელი იქნება. გამომუშავებული ელექტროენერგია ჩაერთვება სახელმწიფო ელექტროსისტემაში.

,,გორის მუნიციპალიტეტი, როგორც არსებული ენერგოინფრასტრუქტურით და ხელმისაწვდომი სატრანსპორტო ქსელით გამორჩეული ტერიტორია, განსაკუთრებით ხელსაყრელია ქარის ენერგიის პროექტების განსახორციელებლად. პროექტი ხელს შეუწყობს ადგილობრივი ეკონომიკის გააქტიურებას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას როგორც მშენებლობის, ისე ოპერირების ფაზაში, და გააღრმავებს კერძო ინვესტიციების მოზიდვას რეგიონში.'' წერია განაცხადში.

ქარის ელექტროსადგურის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის ქსელში მიწოდება დაგეგმილია ახალ ქვესადგურში „ურბნისი 220“, რისთვისაც განხორციელდება 35/220 კვ-ის ძაბვის ორჯაჭვა ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობა.

პროექტის მიხედვით, გორიჯვარი-ღვლევის ქარის ელექტროსადგურის მშენებლობის ეტაპზე დაგეგმილია სამოქალაქო და საინჟინრო სამუშაოების განხორციელება, რაც ორ ძირითად უბანს - გორიჯვარსა და ღვლევს მოიცავს.

,,მოსამზადებელი სამუშაოების ფარგლებში მოხდება არსებული გზების რეაბილიტაცია-მოწესრიგება; სამშენებლო ბანაკის, სამშენებლო მოედნების და სხვა დროებითი უბნების მომზადება (მცენარეული საფარის მოხსნა, შესაძლებლობის
შემთხვევაში ნიადაგის ნაყოფიერი ფენის მოხსნა) და მშენებლობისთვის საჭირო დანადგარ-მექანიზმების მობილიზაცია'' - წერია პროექტში.

ძირითადი სამშენებლო სამუშაოებში შედის: მიწის სამუშაოები, ქარის ტურბინების და ამწის საძირკვლების მომზადება, თხრილების გაყვანა;  მუდმივი კონსტრუქციების მშენებლობა; დროებითი ინფრასტრუქტურის დემობილიზაცია და სარეკულტივაციო სამუშაოები.

პროექტი ასევე მოიცავს მეტეოროლოგიური ანძების მონტაჟს და შიდა 35 კვ ძაბვის ელექტროგადამცემი ქსელის მოწყობას, რომელიც ტურბინებს მიაერთებს შიდა ტრანსფორმატორულ ქვესადგურს. აღნიშნული ქსელი ძირითადად სარემონტო გზებზე გაივლის, გარკვეულ მონაკვეთებში კი საჰაერო ხაზების გამოყენება იქნება საჭირო.

ანგარიში ეფუძნება 28 კმ-ის სიგრძის გზის დაგეგმარებას, საიდანაც დაახლოებით 2.9 კმ ასფალტით დაიფარება (რელიეფის ფერდობის გამო). გზის საშუალო სიგანე შეადგენს 7.5 მეტრს, რაც ქმნის დაახლოებით 210,000 მ² გზის ზედაპირს.

დოკუმენტში წერია, რომ თეორიულად შესაძლებელია, რომ პროექტმა გამოიწვიოს ნიადაგის ეროზია, დაბინძურება ან მეწყრული პროცესები, რასაც მშენებლობისა და ექსპლუატაციის ეტაპზე გაითვალისწინებენ.

ჩატარდება ელექტროსადგურის საპროექტო ნაგებობების განთავსების ადგილების დეტალური საინჟინრო-გეოლოგიური შესწავლა, გრუნტების მახასიათებლების განსაზღვრითა და გეოდინამიკური ვითარების დეტალური შეფასებით. მიღებული შედეგების საფუძველზე განისაზღვრება შესაბამისი შემარბილებელი ღონისძიებები და მონიტორინგის პრინციპები.

ზემოქმედება ბიოლოგიურ გარემოზე - პროექტის განხორციელების შედეგად ბიოლოგიურ გარემოზე ზემოქმედება მოსალოდნელია რამდენიმე მიმართულებით, კერძოდ:

ქარის ფერმებს გავლენა აქვთ ფრინველთა და ღამურების სიკვდილიანობაზე. სიკვიდილი გამოწვეულია დაჯახებისა და ტურბინებთან წნევის დაცემის გამო, რაც ასევე შეჯახებას იწვევს.

,,კვლევების მიხედვით ფრინველთა კონკრეტული სახეობები შეიძლება უფრო მეტად დაზარალდეს, მაგალითად, მგალობელი ჩიტები და გადამფრენი ღამურები, თუმცა კონკრეტულ შემთხვევებში შეიძლება განსხვავებული შედეგები დადგეს. შემამსუბუქებელ ღონისძებად მოიაზრება ტურბინების განლაქების ადგილის შერჩევა. ასევე კვლევამ აჩვენა, რომ ღამურების შეჯახება ხდება ძირითადად ნელი ქარის დროს და თუ ამ პერიოდში ტურბინები გაჩერებული იქნება, შესაძლებელია ღამურების სიკვდილიანობის 50%-ით შემცირება, მაშინ როცა ელექტრო ენერგიის გამომუშავება მხოლოდ უმნიშვნელოდ მოიკლებს.'' - წერია დოკუმენტში.

საპროეტო ტერიტორიის სიახლოვის ფარგლებში ვხვდებით რამოდენიმე კულტურულ-არქეოლოგიურ, უძრავ ძეგლს. მათგან სამი - „კოშკი“, „წედისის ციხე“ და „წედისის ციხის წმ. გიორგის ეკლესია ეკლესია“მიუხედავად იმისა, რომ ძეგლები საპროექტო ტერიტორიის სიახლოვეს ექცევა, ისინი სცდებიან ტურბინების ზემოქმედების ბუფერულ ზონას და მანძილი მათ შორის დაახლოებით 700 მეტრი.

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
გასული წლის დასაწყისში კასპის მერმა ვახტანგ მაისურაძემ ოფიციალურ
ფეისბუქის

გასული წლის დასაწყისში კასპის მერმა ვახტანგ მაისურაძემ ოფიციალურ ფეისბუქის

20:12 / 12.08.2025
მოსახლეობა შესაბამის უწყებებს რეაგირებისკენ მოუწოდებს.
მოსახლეობა შესაბამის უწყებებს რეაგირებისკენ მოუწოდებს.
11:39 / 12.08.2025
ადგილობრივების თქმით, თავდაპირველად გასართობი ზონის მოწყობა
ადგილობრივების თქმით, თავდაპირველად გასართობი ზონის მოწყობა
18:37 / 11.08.2025
მოქმედი მერები იყრიან კენჭს ქარელსა და კასპში.
მოქმედი მერები იყრიან კენჭს ქარელსა და კასპში.
17:34 / 11.08.2025
გორის სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურორ ოთარ ხორგუაშვილის მოთხოვნა
გორის სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურორ ოთარ ხორგუაშვილის მოთხოვნა
16:24 / 11.08.2025
ვიდეორეპორტაჟი
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის ასაკს იყო მიღწეული.
"სოფელში არაფერია. აქ არავინ არის. მხოლოდ ერთი ბიჭი, მაგისი დედა და მე ვართ.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან, მიხარია,


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.