რედაქტორის რჩევით
კალენდარი
ახალი ამბები
გორში 5-მეტრიანი სიმულაციური შადრევანი ჩინეთიდან ჩამოაქვთ
შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალების მიხედვით, გორში საახალწლოდ დასადგმელი სიმულაციური შადრევანი ჩინეთიდან ჩამოაქვთ. მისი ფასი 11 400 ლარია.

ჩინეთიდან ჩამოაქვთ ასევე 4 ცალი დეკორაციული ანგელოზიც, თითო ანგელოზის ფასი 5 500 ლარია. ჯამური ღირებულება 22 ათას ლარს შეადგენს.

შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდის მიხედვით, შადრევნის სიმაღლე 5 მ იქნება, ანგელოზის — 1.4 მ. შეძენილი იქნება ასევე სხვა აქსესუარებიც.

გორის მერია საახალწლო აქსესუარებსს კომპანია „დანდისგან“ ყიდულობს, რომელმაც ტენდერში გაიმარჯვა. წარმოდგენილი ნიმუშების მიხედვით, საახალწლო დეკორაციები შეძენილია ჩინურ კომპანიაში „Phoebus Lighting“.

გასული წლის დეკორაციები, რომლებიც ასევე იმავე კომპანიიდან იყო შეძენილი, ქალაქის სხვადასხვა უბანში გადანაწილდება. მაგალითად, მეორადი ნათურები უკვე დაკიდეს რკინიგზის სადგურის ტერიტორიაზე.

„დანდისთან“ ხელშეკრულება ქარელის მერიასაც აქვს გაფორმებული, სადაც საახალწლო განათებების განახლება იგეგმება. ქარელის მერია კომპანიას ჯამში 44 500 ლარს გადაუხდის.

შესყიდვების სააგენტოს მონაცემებით, საქართველოს ათზე მეტი მუნიციპალიტეტი, წელს, „დანდისთან“ აფორმებს ხელშეკრულებებს. ჯამური ღირებულება 1.3 მლნ ლარს აღწევს. კომპანია მუნიციპალიტეტებს ძირითადად, ჩინეთიდან ჩამოტანილ საახალწლო დეკორაციებს სთავაზობს.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
აგარა - ხაშურის მონაკვეთზე ერთმანეთს რამდენიმე მანქანა შეეჯახა,
დაშავდა 3 ადამიანი.

აგარა - ხაშურის მონაკვეთზე ერთმანეთს რამდენიმე მანქანა შეეჯახა, დაშავდა 3 ადამიანი.

13:30 / 28.08.2026
გადაწყდა, რომ ორთქლმავლისა და მუზეუმის საკითხი საჯარო განხილვაზე
გავიდეს.
გადაწყდა, რომ ორთქლმავლისა და მუზეუმის საკითხი საჯარო განხილვაზე გავიდეს.
11:12 / 28.08.2026
შეწყალებულთა შორის არიან 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის პროევროპული
აქციების მონაწილეები და 2025 წლის 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული
დემონსტრანტები.
შეწყალებულთა შორის არიან 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის პროევროპული აქციების მონაწილეები და 2025 წლის 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული დემონსტრანტები.
10:18 / 28.08.2026
ბრალდებას არგუმენტების გასამყარებლად მხოლოდ პოლიციელების ჩვენებები
დარჩა.
ბრალდებას არგუმენტების გასამყარებლად მხოლოდ პოლიციელების ჩვენებები დარჩა.
18:06 / 24.08.2026
გორის სოფელში მიწების უკანონო რეგისტრაციაზე გორის მერიის
წარმომადგენელი ხელს აწერდა
გორის სოფელში მიწების უკანონო რეგისტრაციაზე გორის მერიის წარმომადგენელი ხელს აწერდა
16:00 / 24.08.2026
ვიდეორეპორტაჟი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში

"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.