რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« ივლისი 2026 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ახალი ამბები
გამომარილება ერთაწმინდის ტაძრის ფრესკებზე
სპეციალისტების ცნობით, ერთაწმინდის ტაძრის ფრესკები მძიმე მდგომარეობაშია.

,,მიმდინარე პერიოდში ინტერიერში, ფრესკებზე შეინიშნება ინტენსიური გამომარილება. კედლებსაა მოცილებული ფერწერის ფენა. მხატვრობის ძირითადი ნაწილი ამჟამად დაფარულია ზედაპირული მტვრისა და ჭუჭყის ნადებით.''

,,იქ, სადაც აღინიშნება მხატვრობის ძლიერ დაზიანებული არეები, მრავლად ვხვდებით ფერწერული ფენის დეგრადაციას, აქერცვლასა და გაფხვიერებას. მხატვრობა დაფარულია ფრინველთა და მწერთა ექსკრემენტებით.'' - აღნიშნულია დასკვნაში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს წარუდგინეს.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში აღნიშნავენ, რომ არსებული რთული ვითარების გამოსწორების მიზნით, დაგეგმილია კედლის მხატვრობის კონსერვაცია.

ერთაწმინდა კასპის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. წმინდა ევსტათეს სახელობის ეკლესია XIII საუკუნის მეორე ნახევრით თარიღდება. ფრესკული წარწერის საფუძველზე ირკვევა, რომ ტაძარი 1654 წელს იერუსალიმის ჯვრის მონასტრის მამას, მელეტიოსს, მოუხატავს. ტაძრის ქტიტორი კი გიორგი სააკაძის ვაჟი იორამ სააკაძე ყოფილა. წარწერაში მოხსენიებულია მეფე როსტომი და დედოფალი მარიამი.

ერთაწმინდის ეკლესიის მოხატულობამ შემოგვინახა წმ. ევსტათე პლაკიდას ცხოვრების ციკლი, რომელსაც ქართულ ხელოვნებაში ანალოგი არ გააჩნია.

პლაკიდას ცხოვრების ციკლი ასეთია: პლაკიდა რომის იმპერიის მხედართმთავარი იყო. გადმოცემის მიხედვით, ნადირობის დროს ირემის რქებს შორის ჯვარი იხილა და ღვთის ხმა მოესმა, რის შემდეგაც ქრისტიანობა მიიღო. ნათლობის შემდეგ ევსტათე ეწოდა.
დაკარგა ქონება, ოჯახი და მრავალი ტანჯვა გადაიტანა, მოგვიანებით ოჯახს დაუბრუნდა, მაგრამ საბოლოოდ იმპერატორ ადრიანემ ქრისტიანობის უარყოფა მოსთხოვა. უარის თქმის გამო, პლაკიდა (ევსტატე), მეუღლესა და შვილებთან ერთად, აწამეს.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
13 ივლისს დედას და მის 3 წლის შვილს ავტომანქანა გორის ცენტში
დაეჯახა. ორივე დაიღუპა.
13 ივლისს დედას და მის 3 წლის შვილს ავტომანქანა გორის ცენტში დაეჯახა. ორივე დაიღუპა.
22:03 / 14.07.2026
გორში მომხდარი ტრაგიკული ავარიის შემდეგ, სოციალურ ქსელში
მოქალაქეები ითხოვენ სპეციალური პლატფორმის შექმნას, რომელზეც
მოძრაობის წესების დარღვევის ფაქტები გასაჯაროვდება.
გორში მომხდარი ტრაგიკული ავარიის შემდეგ, სოციალურ ქსელში მოქალაქეები ითხოვენ სპეციალური პლატფორმის შექმნას, რომელზეც მოძრაობის წესების დარღვევის ფაქტები გასაჯაროვდება.
20:42 / 14.07.2026
გასულ წელს, შიდა ქართლში ავარიების შედეგად 34 ადამიანი დაიღუპა
გასულ წელს, შიდა ქართლში ავარიების შედეგად 34 ადამიანი დაიღუპა
15:11 / 14.07.2026
შინაგან საქმეთა სამინისტრო პირველი კვარტლის მონაცემებს
ავრცელებს
შინაგან საქმეთა სამინისტრო პირველი კვარტლის მონაცემებს ავრცელებს
13:28 / 14.07.2026
შსს-ს ცნობით, მძღოლი იმ მანქანას, რომელიც 2026 წლის 13
ივლისს, გორის ცენტრში, დედა-შვილს დაეჯახა, არაფხიზელ მდგომარეობაში
მართავდა.
შსს-ს ცნობით, მძღოლი იმ მანქანას, რომელიც 2026 წლის 13 ივლისს, გორის ცენტრში, დედა-შვილს დაეჯახა, არაფხიზელ მდგომარეობაში მართავდა.
12:23 / 14.07.2026
ვიდეორეპორტაჟი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში

"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.