რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« სექტემბერი 2026 »»
31 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 1234
ახალი ამბები
,,დემონტაჟი" თუ ,,აღდგენა?" - ვეზირიშვილების სასახლე
განათლების სამინისტროს ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებას, რომლის ფრაგმენტი ,,ქართლის ამბებმა'' გამოაქვეყნა, ეხმაურებიან ხაშურში.

საქმე სოფელ ოსიაურის საჯარო სკოლის ეზოში მდებარე, ვერიზიშვილების სასახლეს ეხება. ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებით, დანგრევის პირას მდგარი შენობა საფრთხეს უქმნის მოსწავლეთა უსაფრთხოებას, ხოლო ასეთ მდგომარეობაში მყოფი ობიექტის არსებობა გავლენას ახდენს სკოლის ავტორიზაციაზე.

გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ სკოლამ დაიწყო ,,დემონტაჟის პროცედურების'' განხორციელება, რაც იმაში გამოიხატება, რომ სახელმწიფომ ან უნდა დაანგრიოს, ან აღადგინოს შენობა. აღდგენითი სამუშაოები კი არ იგეგმება არც ადგილობრივი ბიუჯეტით, არც - მთავრობის.

ხაშურელი ისტორიკოსი, ფეისბუქგვერდის ,,ხაშურის მუნიციპალიტეტის'' ადმინისტრატორი გიორგი ჩუბინიძე იხსენებს, რომ სასახლის დანგრევა პრაქტიკულად გადაწყვეტილი იყო 2015 წელს:

2015 წელს ვეზირიშვილების სასახლის დანგრევა პრაქტიკულად გადაწყვეტილი იყო. მაშინ ამ პროცესის შეჩერებაში პირადად ჩავერთე, საზოგადოებრივი ყურადღების შედეგად მიენიჭა სასახლეს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი და მისი სრული განადგურება შეჩერდა.️ სამწუხაროდ, ძეგლისთვის სტატუსის მინიჭება მისი გადარჩენა არ აღმოჩნდა.'' - წერს გიორგი ჩუბინიძე.

გიორგი ჩუბინიძე ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ვეზირიშვილების სასახლე მხოლოდ ავარიული შენობა არ არის:

ეს არის ადგილი, სადაც ერთმანეთს უკავშირდება რამდენიმე უნიკალური ისტორია: ვეზირიშვილების საგვარეულო;️ ნიკოლოზ ბარათაშვილის ოჯახი და მისი და ბარბარე (ბაბალე) ბარათაშვილი;️ მელიტონ ბარათაშვილი, რომელმაც სიცოცხლის ბოლო წლები სწორედ აქ გაატარა;️ გიორგი მაჩაბელი, ქართველი დიპლომატი, საზოგადო მოღვაწე და მსოფლიოში ცნობილი პარფიუმერული იმპერიის დამფუძნებელი;️ მარია კარმი, ევროპული თეატრისა და კინოს ვარსკვლავი;️ და თანამედროვე ეპოქაში ამავე საგვარეულო კავშირის ხაზით პოლად ბიულბიულოღლუ, გამოჩენილი მუსიკოსი, დიპლომატი, კულტურის მოღვაწე და საერთაშორისო ურთიერთობების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფიგურა აზერბაიჯანში.️ თუ სასახლე აღდგება, აქ შეიძლება შეიქმნას სრულიად უნიკალური სამუზეუმო და კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრი.'' - აღნიშნავს გიორგი ჩუბინიძე.

საკითხს ეხმაურება ხაშურის საკრებულოს წევრი ,,ლელოდან'' მაია ახალკაცი.

ვიღაცისთვის, შესაძლოა, ეს მხოლოდ ნაგვის ბუდეა, რომელიც მას დისკომფორტს უქმნის, მაგრამ ხაშურელთა უმეტესობისთვის ეს სასახლე ნიშნავს ჩვენი ქვეყნის ისტორიას... მე, როგორც საკრებულოს რიგითი წევრი, ამ საკითხს აუცილებლად დავსვამ საკრებულოს სხდომაზე, მოვითხოვ ქალაქის მერთან არსებული მრჩეველთა საბჭოს გაფართოებულ შეხვედრას ამ თემაზე, მოვითხოვ ყველა შესაძლებლობის და რესურსის გამოყენებას, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს აქტიურ ჩართულობას, რომ ეს საქმე სასახლის და საბოლოოდ ჩვენი მუნიციპალიტეტის სასარგებლოდ დამთავრდეს.'' - აღნიშნავს ,,ლელოს'' წარმომადგენელი მაია ახალკაცი.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ წრომში ავარიული სკოლის შენობა 3 წელია
ხელუხლებელია. მოსწავლეები სწავლას ხცისის საჯარო სკოლაში
განაგრძობენ, ადგილობრივები კი პასუხს ელოდებიან.
ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ წრომში ავარიული სკოლის შენობა 3 წელია ხელუხლებელია. მოსწავლეები სწავლას ხცისის საჯარო სკოლაში განაგრძობენ, ადგილობრივები კი პასუხს ელოდებიან.
20:22 / 11.09.2026
პროკურატურის თანამშრომლებმა გიორგი ბარამიძე დააკავეს. საქმე ეხება
მის მიერ გადაცემაში გაკეთებულ განცხადებას აფხაზეთის ომის შესახებ,
რასაც უწყება საბოტაჟად მიიჩნევს.
პროკურატურის თანამშრომლებმა გიორგი ბარამიძე დააკავეს. საქმე ეხება მის მიერ გადაცემაში გაკეთებულ განცხადებას აფხაზეთის ომის შესახებ, რასაც უწყება საბოტაჟად მიიჩნევს.
18:53 / 11.09.2026
ახალბაღის ტერიტორიაზე უსაფრთხოებისა და ნაკადების კონტროლისთვის 360
000 ლარის ღირებულების ტენდერი გამოცხადდა. 252 კამერის მონტაჟი ახალ
წლამდე უნდა დასრულდეს.
ახალბაღის ტერიტორიაზე უსაფრთხოებისა და ნაკადების კონტროლისთვის 360 000 ლარის ღირებულების ტენდერი გამოცხადდა. 252 კამერის მონტაჟი ახალ წლამდე უნდა დასრულდეს.
18:33 / 11.09.2026
გორის IV საჯარო სკოლაში სარეაბილიტაციო სამუშაოები 2026 წელსაც არ
დაიწყება. მოსწავლეები, რომლებიც 2024 წლიდან I სკოლაში არიან
გადაყვანილები, სწავლას ისევ ალტერნატიულ ფართში განაგრძობენ.
გორის IV საჯარო სკოლაში სარეაბილიტაციო სამუშაოები 2026 წელსაც არ დაიწყება. მოსწავლეები, რომლებიც 2024 წლიდან I სკოლაში არიან გადაყვანილები, სწავლას ისევ ალტერნატიულ ფართში განაგრძობენ.
14:23 / 11.09.2026
დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის მედიის ცნობით, აგვისტოში ე.წ. სასაზღვრო
რეჟიმისა და საზღვრის კვეთისთვის 40 ადამიანი დააკავეს. ჯარიმების
სახით 31 ათასი რუბლი ამოიღეს.
დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის მედიის ცნობით, აგვისტოში ე.წ. სასაზღვრო რეჟიმისა და საზღვრის კვეთისთვის 40 ადამიანი დააკავეს. ჯარიმების სახით 31 ათასი რუბლი ამოიღეს.
13:20 / 11.09.2026
ვიდეორეპორტაჟი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში

"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.