მათი განცხადებით, დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააკრიტიკა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (ECHR) გადაწყვეტილება, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის მოვლენებს ეხება. ე.წ უწყების განცხადებაში ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება შეფასებულია, როგორც „პოლიტიკურად მოტივირებული“ და „მიკერძოებული“.
საუბარია ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, რომლის
მიხედვითაც რუსეთმა დაარღვია რვა ქართველი პატიმრის უფლებები.
დე-ფაქტო უწყების განცხადებით, სასამართლოს დასკვნები არ
ითვალისწინებს კონფლიქტის ისტორიულ კონტექსტსა და მოვლენების მათეულ
ინტერპრეტაციას.
განცხადებაში ასევე ნახსენებია ჰაიდი ტალიავინის ხელმძღვანელობით
მომზადებული ევროკავშირის დამოუკიდებელი საგამოძიებო კომისიის
ანგარიში. სამინისტროს მტკიცებით, სასამართლომ სათანადოდ არ
გაითვალისწინა 2008 წლის აგვისტოში ცხინვალის დაბომბვისა და
მშვიდობიან მოსახლეობაზე ზემოქმედების საკითხები.
განცხადების ავტორები ასევე ამტკიცებენ, რომ საერთაშორისო ინსტიტუტები
არასაკმარის ყურადღებას უთმობენ ოსი მოსახლეობის მსხვერპლისა და
უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საქმეებს. დასასრულს, დე-ფაქტო უწყებამ
განაცხადა, რომ სამხრეთ ოსეთი გააგრძელებს პარტნიორულ ურთიერთობებს იმ
ქვეყნებთან, რომლებიც მასთან თანამშრომლობენ, პირველ რიგში კი რუსეთის
ფედერაციასთან.
გუნდები ფინალის საგზურისთვის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე ითამაშებენ.
ცხინვალის თვითგამოცხადებულმა გენერალურმა პროკურორმა და რუსეთის გენერალურმა პროკურორმა ერთმანეთთან თანამშრომლობაზე ხელი მოაწერეს.
“ეს იქნება მარაგი. 15 დროშა შადრევნის სკვერისთვის , 30 გორისციხისთვის."-აცხადებენ გორის კეთილმოწყობის სააგენტოში.
ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში
"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.














სტატიის გამოყენების პირობები