რედაქტორის რჩევით
კალენდარი
ახალი ამბები
მცირე დოზებით ნარკოტიკების რეალიზაციის საქმე გორში
მცირე დოზებით გორში ნარკოტიკების რეალიზაციის ფაქტზე დაკავებული 5 პირის სასამართლო პროცესი დასრულდა.

მთავარი ბრალდებული დამნაშავედ იქნა ცნობილი და 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. მისი ქმედება ჯგუფურად გასაღებიდან ჩვეულებრივ გასაღებაზე გადაკვალიფიცირდა

სასამართლოს განაჩენის მიხედვით:

  • მე-2 ბრალდებული ნარკოტიკის ჯგუფურად შეძენა-გასაღების ბრალდებაში სრულად გამართლდა.
  • მე-3 ბრალდებული ნარკოტიკის ეპიზოდებში გამართლდა.
  • მე-4 ბრალდებული ნარკოტიკის ეპიზოდებში გამართლდა, თუმცა საბრძოლო მასალის უკანონო შენახვისთვის 5 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
  • მე-5 პირის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი უცვლელად დარჩა.
გამოძიების ვერსიით, მთავარი ბრალდებული 2022 წლის ივლისიდან აგვისტომდე უკანონოდ იძენდა და ინახავდა ნარკოტიკულ საშუალებას „ბუპრენორფინს“, რომელსაც შემდეგ 0.0014-დან 0.004 გრამამდე ოდენობებით ყიდდა.

ბრალდების მიხედვით, ნარკოტიკული საშუალება იყიდებოდა გორში სხვადასხვა ლოკაციაზე – გ.... ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, მომსახურების სააგენტოსთან, ს–ს გამზირზე, ავტოსამრეცხაოებთან, ასევე გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მ-სა და სოფელ ბ-ში.

მთავარი მოწმე იყო პირი, რომელიც გამოძიებასთან თანამშრომლობდა და, მისი ჩვენებით, სამართალდამცავების კონტროლის ქვეშ მთავარი ბრალდებულისგან ნარკოტიკული საშუალება არაერთხელ შეიძინა.

დაცვის მხარე სწორედ ამ პირს აგენტ-პროვოკატორად მიიჩნევდა. ადვოკატის მტკიცებით, მას მთავარ ბრალდებულთან პირადი კონფლიქტი ჰქონდა, შურისძიების მოტივით მოქმედებდა.

სასამართლოებმა ადვოკატის არგუმენტები არ გაიზიარეს და მიიჩნიეს, რომ მოწმის ჩვენებას ადასტურებდა ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული ჩანაწერები, ამოღების ოქმები, ქიმიური ექსპერტიზის დასკვნები და სხვა მტკიცებულებები.

სხდომაზე პოლიციის თანამშრომელთა მხრიდან საპროცესო მოქმედების დარღვევის ფაქტიც გამოვლინდა, მაგალითად პოლიციის შენობაში, გამომძიებელმა, იმ პირს, რომელიც გამოძიებასთან თანამშრომლობდა, ამოუღო ორი აბი, სავარაუდოდ ნარკოტიკული საშუალება „სუბოქსინი“, რომელიც, ბრალდების ვერსიით, მან ცოტა ხნით ადრე მთავარი ბრალდებულისგან შეიძინა. თუმცა, როდესაც სასამართლოში ნივთმტკიცება გამოიკვლიეს, აღმოჩნდა, რომ დალუქულ პაკეტზე არ იყო ხელმოწერა. ეს ეპიზოდი მთავარი ბრალდებულის სასარგებლოდ გადაწყდა.


Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
შიდა ქართლის საპატრულო პოლიციამ მთავარ დამნაშავედ ბოლო ავტომობილის
მძღოლი გამოაცხადა. სამართალდამრღვევად ცნობილი მოქალაქე აღნიშნავს,
რომ მხოლოდ ბოლო მანქანის მძღოლის დამნაშავედ გამოცხადება
უსამართლობაა.
შიდა ქართლის საპატრულო პოლიციამ მთავარ დამნაშავედ ბოლო ავტომობილის მძღოლი გამოაცხადა. სამართალდამრღვევად ცნობილი მოქალაქე აღნიშნავს, რომ მხოლოდ ბოლო მანქანის მძღოლის დამნაშავედ გამოცხადება უსამართლობაა.
21:50 / 20.10.2026
კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ცნობით, XII-XIII საუკუნეების
მიჯნაზე დაარსებული სამონასტრო კომპლექსის გალავანი მძიმე
მდგომარეობაშია.
კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ცნობით, XII-XIII საუკუნეების მიჯნაზე დაარსებული სამონასტრო კომპლექსის გალავანი მძიმე მდგომარეობაშია.
18:32 / 20.10.2026
მოსწავლეები, რომლებიც 6 წელია ახალ სკოლას ელოდებიან და მე-6 სკოლაში
არიან გადანაწილებულნი, დღეს გაიფიცნენ.
მოსწავლეები, რომლებიც 6 წელია ახალ სკოლას ელოდებიან და მე-6 სკოლაში არიან გადანაწილებულნი, დღეს გაიფიცნენ.
17:48 / 20.10.2026
მეწარმეების განცხადებით, გზის მოწესრიგება მათ სამეწარმეო
საქმიანობას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს.
მეწარმეების განცხადებით, გზის მოწესრიგება მათ სამეწარმეო საქმიანობას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს.
14:05 / 20.10.2026
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის წარმომადგენლის
მტკიცებით, მოქალაქეს სახლის წინ 5 საბურავი ჰქონდა განთავსებული.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის წარმომადგენლის მტკიცებით, მოქალაქეს სახლის წინ 5 საბურავი ჰქონდა განთავსებული.
12:24 / 20.10.2026
ვიდეორეპორტაჟი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში

"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.