რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« ივლისი 2026 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ახალი ამბები
იპოვეს ყოფილი ზნაურის რაიონში დაკარგული პირები
ყოფილ ზნაურის რაიონის სოფელ ძაღინაში 72 და 67 წლის მამაკაცები დაიკარგნენ. ღამით მათ ფრონეს ხეობის სიღრმეში მიაგნეს.

დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის მედიის ცნობით, ერთი მათგანი მდინარეში იყო ჩავარდნილი, მეორე კი წყლით სავსე ორმოში.

გაუჩინარების შესახებ მათმა ახლობლებმა 4 ივლისს, დაახლოებით 23:00 საათზე აცნობეს შესაბამის სამსახურებს.

შეტყობინების მიღებისთანავე ადგილზე ოპერატიული ჯგუფი გაემგზავრა და მუხაურის ხეობაში სამძებრო სამუშაოები დაიწყო."

ოპერაციის დაწყებიდან დაახლოებით ორ საათში დაკარგულები ხეობის ძნელად მისადგომ ადგილზე იპოვეს. ერთ-ერთი მამაკაცი მდინარიდან ამოიყვანეს, ხოლო მეორე – წყლით სავსე ორმოდან, საიდანაც დამოუკიდებლად გამოსვლას ვერ ახერხებდა."

ორივე დაზარალებულს აღენიშნებოდა გადაცივება და სხვადასხვა სახის სხეულის დაზიანება. ისინი ზნაურის ცენტრალურ რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც საჭირო სამედიცინო დახმარება გაეწიათ."- წერს სააგენტო რესი.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
გორის მუნიციპალურ ავტობუსებში მგზავრები კონდიციონერების
ჩართვას ითხოვენ.
გორის მუნიციპალურ ავტობუსებში მგზავრები კონდიციონერების ჩართვას ითხოვენ.
15:18 / 10.07.2026
გზის საერთო მონაკვეთის დაახლოებით 4 კილომეტრი, მეფისქალაქიდან
ჭყოპიანამდე, კვლავ მოსაწყობი დარჩება.
გზის საერთო მონაკვეთის დაახლოებით 4 კილომეტრი, მეფისქალაქიდან ჭყოპიანამდე, კვლავ მოსაწყობი დარჩება.
13:15 / 10.07.2026
გორში, კვერნაკის დასახლებაში ენერგობლოკს ცეცხლი
გაუჩნდა.
გორში, კვერნაკის დასახლებაში ენერგობლოკს ცეცხლი გაუჩნდა.
22:34 / 09.07.2026
უეფას კონფერენს ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე გორის
„დილამ“ სან მარინოს „ვირტუსი“ 3:1 დაამარცხა.
უეფას კონფერენს ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე გორის „დილამ“ სან მარინოს „ვირტუსი“ 3:1 დაამარცხა.
21:58 / 09.07.2026
ვიდეორეპორტაჟი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში

"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.