რედაქტორის რჩევით
კალენდარი
ახალი ამბები
240 ათასი დოლარის გრანტი გორელ მოსწავლეს
გორელმა გიორგი პეტუაშვილმა, რომელიც კომაროვის სკოლის მოსწავლეა, 240 000-დოლარიანი სრული სასწავლო გრანტი მოიპოვა.

ის სწავლას გაერთიანებულ არაბთა საემიროებში, Mohamed bin Zayed University of Artificial Intelligence (MBZUAI)-ში, ხელოვნური ინტელექტის საბაკალავრო პროგრამაზე გააგრძელებს.

ინფორმაციას ამის შესახებ განათლების კონსულტანტი ნათია სირაბიძე სოციალურ ქსელში ავრცელებს.

მისი ინფორმაციით, გიორგი პეტუაშვილი გამოირჩევა მაღალი აკადემიური მიღწევებით. მისი GPA 4.0-ია, SAT-ის გამოცდაზე 1540 ქულა, ხოლო IELTS-ის საერთაშორისო გამოცდაზე – 8.0 ქულა მიიღო. ინტერესების სფეროებია ელექტროინჟინერია, მათემატიკა, ეკონომიკა და ხელოვნური ინტელექტი.

წელს გიორგი ასტროფიზიკის ეროვნული ნაკრების წევრი გახდა და საერთაშორისო ოლიმპიადაზე ვიეტნამში იასპარეზებს. 2025 წელს კი საქართველოს ფიზიკის ეროვნული ნაკრების წევრად შეირჩა. მანამდე საქართველოს სახელით ეკონომიკის საერთაშორისო ოლიმპიადაში მონაწილეობდა, სადაც საქართველოს ნაკრებმა მეოთხე ადგილი დაიკავა.

გიორგი ასევე მონაწილეობდა BTU-ის მიერ ორგანიზებულ Swift-ის პროგრამირების კურსსა და კონკურსში, სადაც საუკეთესო პროექტისთვის დაჯილდოვდა. გარდა ამისა, საკუთარ სკოლაში ეკონომიკის კლუბი დააარსა, რათა თანატოლებში ეკონომიკისადმი ინტერესი გაეღვივებინა.

,,MBZUAI ხელოვნური ინტელექტისა და რობოტიკის მიმართულებით ერთ-ერთი გამორჩეული უნივერსიტეტია, რომლის კურსდამთავრებულები კარიერას აგრძელებენ ისეთ საერთაშორისო კომპანიებში, როგორებიცაა Google, IBM და Claude."

,,თუმცა გიორგის განსაკუთრებულობას მხოლოდ მისი აკადემიური მიღწევები არ განსაზღვრავს. მიუხედავად შთამბეჭდავი წარმატებებისა, ის საოცრად ზრდილობიანი, თავმდაბალი და ოჯახზე მზრუნველი ახალგაზრდაა. სწორედ ეს თვისებები ხდის მის ისტორიას კიდევ უფრო ღირებულს."- წერს ნათია სირაბიძე.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
შიდა ქართლის საპატრულო პოლიციამ მთავარ დამნაშავედ ბოლო ავტომობილის
მძღოლი გამოაცხადა. სამართალდამრღვევად ცნობილი მოქალაქე აღნიშნავს,
რომ მხოლოდ ბოლო მანქანის მძღოლის დამნაშავედ გამოცხადება
უსამართლობაა.
შიდა ქართლის საპატრულო პოლიციამ მთავარ დამნაშავედ ბოლო ავტომობილის მძღოლი გამოაცხადა. სამართალდამრღვევად ცნობილი მოქალაქე აღნიშნავს, რომ მხოლოდ ბოლო მანქანის მძღოლის დამნაშავედ გამოცხადება უსამართლობაა.
21:50 / 20.10.2026
კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ცნობით, XII-XIII საუკუნეების
მიჯნაზე დაარსებული სამონასტრო კომპლექსის გალავანი მძიმე
მდგომარეობაშია.
კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ცნობით, XII-XIII საუკუნეების მიჯნაზე დაარსებული სამონასტრო კომპლექსის გალავანი მძიმე მდგომარეობაშია.
18:32 / 20.10.2026
მოსწავლეები, რომლებიც 6 წელია ახალ სკოლას ელოდებიან და მე-6 სკოლაში
არიან გადანაწილებულნი, დღეს გაიფიცნენ.
მოსწავლეები, რომლებიც 6 წელია ახალ სკოლას ელოდებიან და მე-6 სკოლაში არიან გადანაწილებულნი, დღეს გაიფიცნენ.
17:48 / 20.10.2026
მეწარმეების განცხადებით, გზის მოწესრიგება მათ სამეწარმეო
საქმიანობას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს.
მეწარმეების განცხადებით, გზის მოწესრიგება მათ სამეწარმეო საქმიანობას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს.
14:05 / 20.10.2026
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის წარმომადგენლის
მტკიცებით, მოქალაქეს სახლის წინ 5 საბურავი ჰქონდა განთავსებული.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის წარმომადგენლის მტკიცებით, მოქალაქეს სახლის წინ 5 საბურავი ჰქონდა განთავსებული.
12:24 / 20.10.2026
ვიდეორეპორტაჟი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში

"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.