რედაქტორის რჩევით
ახალი ამბები
ნარკოტიკების გასაღების ფაქტი ხაშურში
ხაშურის სასამართლომ ნარკოტიკების გასაღების ფაქტზე
დაკავებულ პირს 3 წლითა და 6 თვის ვადით პატიმრობა მიუსაჯა. საქმე
ეხება პირს, რომელმაც ,,ჰეროინი" 2024 წლის თებერვალში თბილისში 4-ჯერ
გადასცა სხვა პირს.
მოსამართლემ.პროკურორ ბაჩანა ქარქუზაშვილს განუცხადა, რომ
ნარკოტიკის ხელიდან ხელში გადაცემა ავტომატურად არ ნიშნავს გასაღებას.
სასამართლოს შეფასებით, ეს კონკრეტული შემთხვება ნარკოტიკების
შეძენაში დახმარებას გულისხმობს.
,,საჭიროა დამტკიცდეს, რომ პირს ჰქონდა რეალიზაციის მიზანი
(ანუ გაყიდვის/გასაღების განზრახვა). ამ საქმეში მტკიცებულებებით
დადასტურდა მხოლოდ ის, რომ ბრალდებულმა მესამე პირს გადასცა ნარკოტიკი
თანხის სანაცვლოდ."
,,მაგრამ ფარული საგამოძიებო მასალები და ჩვენებები არ
აჩვენებდა, რომ ბრალდებული თვითონ ეძებდა მყიდველს, სთავაზობდა
ნარკოტიკს ან ჰქონდა გაყიდვის ინიციატივა." - აღნიშნულია სასამართლოს
გადაწყვეტილებაში.
სასამართლოს შეფასებით, უფრო ჩანდა, რომ ის ეხმარებოდა
ადამიანს ნარკოტიკის მოძიებაში, რადგან იცოდა სად და როგორ შეიძლებოდა
მისი შოვნა.
პროკურორმა ბაჩანა ქარქუზაშვილმა გადაწყვეტილება ზემდგომ
ინსტანციებში გაასაჩივრა და ითხოვდა 7-წლიან პატიმრობას, თუმცა ვერ
დაარწმუნა მოსამართლეები, რომ ბრალდებული ნარკოტიკების გამსაღებელი
იყო:
საკასაციო პალატამაც აღნიშნა, რომ საქმის მასალებით
დასტურდებოდა მხოლოდ ნარკოტიკული საშუალების გადაცემის ფაქტები, თუმცა
მტკიცებულებები არ მიუთითებდა ბრალდებულის მხრიდან რეალიზაციის
ინიციატივაზე ან ინტერესზე.
ამავე კატეგორიაში
გორში 2024 წელს, ყოფილი მერის ვლადიმერ ხინჩეგაშვილის მერობის
პერიოდში, დახაზული ქვეითთა გადასასვლელები („ზებრები“) დღეს თითქმის
ყველგან წაშლილია.
ხაშურის მერი ვარაუდობს, რომ ,,ღარიბაღელეს არხი'' კომპანიებს
შორის კარტელური შეთანხმების საფუძველი გახდა.
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეოთხე კორპუსში სწავლება
საფრთხის შემცველი აღმოჩნდა.
გორში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაღუპული ოჯახის ახლობელი,
ირმა ამბარდნიშვილი, აცხადებს, რომ მათი ტრაგედიის დროს, გამოიკვეთა
სხვა შემთხვევებიც.
76 წლის ქალს ეუბნებიან, რომ 58 წლის წინ სახელი ,,ქეთევანი"
შეცდომით დაარქვეს.
ვიდეორეპორტაჟი
ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში
"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"
თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად
ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
გასული თვის პოპულარული სიახლეები

საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.




ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.









სტატიის გამოყენების პირობები