რედაქტორის რჩევით
კალენდარი
ახალი ამბები
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის კორპუსში სწავლება საფრთხის შემცველი აღმოჩნდა
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეოთხე კორპუსში სწავლება საფრთხის შემცველი აღმოჩნდა. ეს ის შენობაა, სადაც სტუდენტები პროფესიულ განათლებას.ეუფლებიან და სადაც მოწყობილია ლაბორატორიები და ა.შ.

სახანძრო-ტექნიკური შემოწმების აქტის მიხედვით, დადგინდა, რომ შენობის მეორე სართულიდან საევაკუაციო გასასვლელი (კიბე) არ არსებობს. ცეცხლის გაჩენის რისკი კი მაღალია, რადგან მაგალითად სხვენზე ისეთი კაბელებია გაყვანილი, რომელიც არაა დაფარული უწვი მასალით.

სახანძრო შემოწმების შედეგად უნივერსიტეტის მეოთხე კორპუსში სხვა ხარვეზებიც გამოვლინდა. არ არსებობს ავტომატური სახანძრო სიგნალიზაციის სისტემა, ასევე არ არსებობს ხანძრის დროს ადამიანთა მაუწყებლობისა და ევაკუაციის მართვის სისტემა, ავარიული განათებისა და საევაკუაციო ნიშნები.

აქტში ასევე საუბარია ელექტროსადენების მოუწესრიგებლობაზე, სხვენის ხის კონსტრუქციები არაა დამუშავებული ცეცხლსაწინააღმდეგო მასალით, ერთ-ერთი ყველაზე ვრცელი შენობა არ არის უზრუნველყოფილი ცეცხლმაქრებით და შენობის გარე ტერიტორიაზე არ არსებობს სახანძრო წყლის აღების საშუალებები.

დასკვნა გორის უნივერსიტეტს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა უკვე გაუგზავნა.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
შიდა ქართლის საპატრულო პოლიციამ მთავარ დამნაშავედ ბოლო ავტომობილის
მძღოლი გამოაცხადა. სამართალდამრღვევად ცნობილი მოქალაქე აღნიშნავს,
რომ მხოლოდ ბოლო მანქანის მძღოლის დამნაშავედ გამოცხადება
უსამართლობაა.
შიდა ქართლის საპატრულო პოლიციამ მთავარ დამნაშავედ ბოლო ავტომობილის მძღოლი გამოაცხადა. სამართალდამრღვევად ცნობილი მოქალაქე აღნიშნავს, რომ მხოლოდ ბოლო მანქანის მძღოლის დამნაშავედ გამოცხადება უსამართლობაა.
21:50 / 20.10.2026
კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ცნობით, XII-XIII საუკუნეების
მიჯნაზე დაარსებული სამონასტრო კომპლექსის გალავანი მძიმე
მდგომარეობაშია.
კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ცნობით, XII-XIII საუკუნეების მიჯნაზე დაარსებული სამონასტრო კომპლექსის გალავანი მძიმე მდგომარეობაშია.
18:32 / 20.10.2026
მოსწავლეები, რომლებიც 6 წელია ახალ სკოლას ელოდებიან და მე-6 სკოლაში
არიან გადანაწილებულნი, დღეს გაიფიცნენ.
მოსწავლეები, რომლებიც 6 წელია ახალ სკოლას ელოდებიან და მე-6 სკოლაში არიან გადანაწილებულნი, დღეს გაიფიცნენ.
17:48 / 20.10.2026
მეწარმეების განცხადებით, გზის მოწესრიგება მათ სამეწარმეო
საქმიანობას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს.
მეწარმეების განცხადებით, გზის მოწესრიგება მათ სამეწარმეო საქმიანობას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს.
14:05 / 20.10.2026
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის წარმომადგენლის
მტკიცებით, მოქალაქეს სახლის წინ 5 საბურავი ჰქონდა განთავსებული.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის წარმომადგენლის მტკიცებით, მოქალაქეს სახლის წინ 5 საბურავი ჰქონდა განთავსებული.
12:24 / 20.10.2026
ვიდეორეპორტაჟი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში

"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.