რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« ივლისი 2026 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ახალი ამბები
ქვეითებზე შეჯახების ფაქტების შესაძლო მიჩქმალვის ფაქტები გორში
გორში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაღუპული ოჯახის ახლობელი, ირმა ამბარდნიშვილი, აცხადებს, რომ მათი ტრაგედიის დროს, გამოიკვეთა სხვა შემთხვევებიც, რომლებიც, მისი თქმით, ქვეითებზე შეჯახების ფაქტების შესაძლო მიჩქმალვაზე მიუთითებს.

ამბარდნიშვილის განცხადებით, კასპის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა მძღოლმა მანქანით შშმ პირი მოკლა, თუმცა, მისი მტკიცებით, მძღოლი გამოაფხიზლეს,, რათა ალკოტესტით სიმთვრალე არ დაფიქსირებულიყო.

ის ასევე ამტკიცებს, რომ მოგვიანებით მძღოლის ახლობელი სოფელსა და პოლიციაში დადიოდა და საქმის „მოგვარებას“ ცდილობდა, რომ თითქოს ეს იყო უბედური შემთხვება და რომ ეს შეიძლებოდა მოსვლოდა შშმ პირს და დაღუპულიყო:

„აქედანვე მივმართავ სამხარეო პოლიციის უფროსს. კასპის ერთ-ერთ სოფელში გალეშილი მძღოლი დაეჯახა შშმ პირს. ეს მძღოლი იქვე გამოაფხიზლეს, რომ ალკოტესტზე სიმთვრალე არ დაფიქსირებულიყო. შემდეგ მისი ბიძა დადიოდა სოფელში და პოლიციაში და საქმეს აგვარებდა. აი, ასეთი რამ ხდება ქვეყანაში. ჩვენი ოჯახი ასეთ გარიგებაზე არ წავა, გამორიცხულია. საქმეს ბოლომდე მივიყვანთ“, – განაცხადა ირმა ამბარდნიშვილმა „ფორმულას“ ეთერში.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
გორში 2024 წელს, ყოფილი მერის ვლადიმერ ხინჩეგაშვილის მერობის
პერიოდში, დახაზული ქვეითთა გადასასვლელები („ზებრები“) დღეს თითქმის
ყველგან წაშლილია.
გორში 2024 წელს, ყოფილი მერის ვლადიმერ ხინჩეგაშვილის მერობის პერიოდში, დახაზული ქვეითთა გადასასვლელები („ზებრები“) დღეს თითქმის ყველგან წაშლილია.
20:14 / 20.07.2026
ხაშურის მერი ვარაუდობს, რომ ,,ღარიბაღელეს არხი'' კომპანიებს
შორის კარტელური შეთანხმების საფუძველი გახდა.
ხაშურის მერი ვარაუდობს, რომ ,,ღარიბაღელეს არხი'' კომპანიებს შორის კარტელური შეთანხმების საფუძველი გახდა.
18:33 / 20.07.2026
ხაშურის სასამართლომ ნარკოტიკების გასაღების ფაქტზე დაკავებულ
პირს 3 წლითა და 6 თვის ვადით პატიმრობა მიუსაჯა.
ხაშურის სასამართლომ ნარკოტიკების გასაღების ფაქტზე დაკავებულ პირს 3 წლითა და 6 თვის ვადით პატიმრობა მიუსაჯა.
15:14 / 20.07.2026
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეოთხე კორპუსში სწავლება
საფრთხის შემცველი აღმოჩნდა.
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეოთხე კორპუსში სწავლება საფრთხის შემცველი აღმოჩნდა.
13:25 / 20.07.2026
76 წლის ქალს ეუბნებიან, რომ 58 წლის წინ სახელი ,,ქეთევანი
76 წლის ქალს ეუბნებიან, რომ 58 წლის წინ სახელი ,,ქეთევანი" შეცდომით დაარქვეს.
10:46 / 20.07.2026
ვიდეორეპორტაჟი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში

"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.