რედაქტორის რჩევით
ახალი ამბები
გორის მერი ახალ ,,ზებრებს" 3 წლიან გამძლეობას ჰპირდება
გორში 2024 წელს, ყოფილი მერის ვლადიმერ ხინჩეგაშვილის
მერობის პერიოდში, დახაზული ქვეითთა გადასასვლელები („ზებრები“) დღეს
თითქმის ყველგან წაშლილია. შესრულებულ სამუშაოებზე 1-წლიანი
საგარანტიო ვადა ვრცელდებოდა.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე
გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, გორში ქვეითთა გადასასვლელები,
ვლადიმერ ხინჩეგაშვილის მერობის პერიოდში, დაიხაზა. მაშინ სამუშაოები
შპს „გზაჯვარედინმა“ 150 000 ლარად შეასრულა, ბოლო მიღება-ჩაბარების
აქტი გაფორმებულია 2024 წლის დეკემბერში.
მოქმედი მერი კონსტანტინე ბუზალაძე მოქალაქეებს ჰპირდება,
რომ ახალი, 2026 წელს გაკეთებული „ზებრები“ უფრო გამძლე იქნება და
მინიმუმ 3 წელს გაძლებს.
ქვეითთა გადასასვლელების ხელახლა დახაზვაზე ბიუჯეტიდან 550
000 ლარს დაიხარჯება. ტენდერში გამარჯვებული კომპანია უკვე შერჩეულია,
თუმცა ხელშეკრულების გასაფორმებლად ჯერ არ მიუწვევიათ.
ტენდერში მონაწილეობა მხოლოდ ერთმა კომპანიამ, შპს „ელიტ
ტექნოლოჯიმ“ მიიღო. მერია მის დოკუმენტაციას თითქმის ორი თვის
განმავლობაში ამოწმებს. შემოწმება 2026 წლის 4 ივნისს დაიწყო და
დღემდე გრძელდება.
ტენდერის საწყისი ღირებულება 750 000 ლარი იყო, თუმცა
კომპანიამ შეთავაზებული ფასი თითქმის 20%-ით შეამცირა და საბოლოოდ 550
000 ლარად გაიმარჯვა.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, ახალ ქვეითთა
გადასასვლელებს მინიმუმ 3-წლიანი ექსპლუატაციის ვადა უნდა ჰქონდეს.
სამუშაოები სავარაუდოდ აგვისტოდან დაიწყება და 90 დღეში უნდა
დასრულდეს.
ამავე კატეგორიაში
პატიმრობაში მყოფმა ირაკლი ღარიბაშვილმა ციხიდან წერილი გაავრცელა,
სადაც აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილის დავალებით კორუფციული
ბრალდების აღიარება შესთავაზეს და ხვალ ვრცელ განცხადებას გააკეთებს.
„ქართული ოცნების“ ყოფილ დეპუტატ და გორის რაიონის ყოფილ გამგებელ
სოსო მუმლაძეს თაღლითობის ბრალდება წაუყენეს მშენებლობასთან
დაკავშირებული თანხების სავარაუდო მითვისებისთვის.
ლომოურის ქუჩაზე სასმელ წყალში კანალიზაციის წყლის მოხვედრის შემდეგ,
რასაც ბავშვების მოწამვლა მოჰყვა, მოქალაქეები ხელმოწერებს აგროვებენ
და რეაგირებას ითხოვენ.
მარშრუტკის მძღოლმა თბილისი-სურამის
მიმართულებით მიმავალი მგზავრები, მათ შორის შშმ
ბავშვი და ხანდაზმული ქალი, ცუდი გზის
მიზეზით ხაშურში ჩამოსვა.
მერიტოკრატიული სისტემის დამყარების მიზნით მერმა კონსტანტინე
ბუზალაძემ მერიის შტატი 269-დან 223-მდე შეამცირა, გათავისუფლებულები
ერთთვიან კომპენსაციას მიიღებენ.
ვიდეორეპორტაჟი
ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში
"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"
თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად
ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
გასული თვის პოპულარული სიახლეები

საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.




ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.









სტატიის გამოყენების პირობები