შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურას მიმართა რუსეთის ფედერაციის მოქალაქემ, რომელმაც განაცხადა, რომ მის კუთვნილ 38 630 აშშ დოლარს უკანონოდ დაეუფლნენ. აღნიშნულ ფაქტზე დააკავეს საქართველოს მოქალაქე დ. წ., რომელსაც ბრალი წარედგინა მითვისების მუხლით, საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც დიდი ოდენობით სხვისი ქონების მითვისებას გულისხმობს.
პროკურორი გიორგი კრავეიშვილი სასჯელის მაქსიმალურ ოდენობას ითხოვდა. სასამართლომ საქმის განხილვის შედეგად ქმედება გადააკვალიფიცირა და დაადგინა, რომ საქმე ეხებოდა არა მითვისებას, არამედ დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით მიღებას.
პროკურორი გიორგი კრავეიშვილის ცნობით, რუსეთის ფედერაციის მოქალაქემ თავის ნაცნობს თანხა გადაურიცხა საქართველოში მიწის შეძენასა და ბიზნესსაქმიანობის დაწყების მიზნით. თუმცა, ეს თანხა საქართველოს მოქალაქემ პირადი მიზნებისთვის გამოიყენა.
საბოლოოდ, სასამართლომ დ. წ. დამნაშავედ ცნო თაღლითობაში და სასჯელის სახით 7000 ლარის ჯარიმა განუსაზღვრა. პროკურორი გიორგი კრავეიშვილი გადაწყვეტილებით უკმაყოფილო დარჩა.
გულშემატკივრებს შორის ესკალაციის თავიდან აცილების მიზნით სამართალდამცველებმა პატრულირება გააძლიერეს.
გორის მერის ინიციატივით, მოზარდები ბოშურში პოლიციის თანამშრომლებს შეხვდებიან.
ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში
"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.














სტატიის გამოყენების პირობები