დაკავებულია გორის საკრებულოს ყოფილი წევრი „ქართული ოცნებიდან“, ასევე რაიონის ყოფილი გამგებელი სოსო მუმლაძე.
ინფორმაცია „ქართლის ამბებს“ პროკურატურაში დაუდასტურეს. პროკურატურის პრესსამსახურში „ქართლის ამბებს“ განუცხადეს, რომ სოსო მუმლაძეს ბრალი წაყენებული აქვს თაღლითობის მუხლით.
სოსო მუმლაძე ამ ეტაპზე წინასწარ პატიმრობაში იმყოფება. დამატებითი დეტალები ამ ეტაპზე უცნობია. წინასწარი ინფორმაციით, მას მოქალაქეებმა უჩივლეს მშენებლობასთან დაკავშირებული თანხების მითვისების ფაქტზე.
სოსო მუმლაძე 2021 წლიდან 2024 წლამდე საკრებულოში წარმოდგენილი იყო „ქართული ოცნებიდან“, როგორც ძევერის ადმინისტრაციული ერთეულის/თემის მაჟორიტარი დეპუტატი. უფრო ადრე, 2004-05 წლებში კი რაიონის გამგებელი იყო.
ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში
"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.














სტატიის გამოყენების პირობები