კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ თელიანში (ყარაღაჯი) სასმელ წყალს თევზები მოჰყვება. გუშინ კი, როგორც „ქართლის ამბები“ წერდა, რამდენიმე მოქალაქე წყლით მოიწამლა.
ერთ-ერთ ონკანის ფილტრში ადგილობრივმა მცხოვრებმა თევზის თავი აღმოაჩინა.
სოფელი თელიანი (ასევე გრაკალი, ხანდაკი, დევნილთა დასახლება) მდინარე თეძამის ნაპირზე განთავსებული სადრენაჟე სისტემიდან მარაგდება.
სადრენაჟე სისტემა 2019 წელს გაკეთდა, რაზეც 1.2 მლნ ლარი დაიხარჯა. სამუშაოები შეასრულა კომპანია „სპეცმშენმა“, დამკვეთი, კასპის მერია. სატენდერო კომისიას ხელმძღვანელობდა კასპის მერის მოადგილე ზაზა მარიდაშვილი, რომელიც ამჟამად სამთავრობო ტელევიზიის, „პოსტივის“ ერთ-ერთი მფლობელის, ვიქტორ ჯაფარიძის წილებს განაგებს.
ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში
"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.














სტატიის გამოყენების პირობები