„ამ პატარა ბავშვს, რომელსაც უკვე 7 ოპერაციის გადატანა მოუწია, ახლა ელექტრო ეტლი სჭირდება. პროთეზამდე მისვლამდე ელექტრო ეტლი ბავშვს მისცემს შესაძლებლობას, შეძლოს დამოუკიდებლად გადაადგილება და ყოველდღიურ ცხოვრებაში მეტი თავისუფლება ჰქონდეს.
თუ რომელიმე კომპანიას, ორგანიზაციას ან ადამიანს აქვს სურვილი, ეს საჭიროება აჩუქოს ბავშვს, ოჯახისთვის ეს უდიდესი საჩუქარი და მხარდაჭერა იქნება“, წერს ოჯახის ახლობელი, ფატი კუპატაძე.
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გარეჯვარში მცხოვრები, 10 წლის მოზარდი ველოსიპედით მოძრაობისას სახლის ეზოში დაშავდა. მას ფეხის ამპუტაცია დასჭირდა.
დახმარების მსურველებს თანხის ჩარიცხვა შეუძლიათ:
საქართველოს ბანკი
GE27BG0000000612882990
TBC Bank
GE71TB7492945064300113
მიმღები: დედა მანანა თენაძე
პირადი ნომერი: 59001107650
ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში
"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.














სტატიის გამოყენების პირობები