შიდა ქართლის პროკურატურამ სქესობრივი კავშირის იძულების და პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.
ამის შესახებ პროკურატურამ განცხადება გაავრცელა, სადაც ვკითხულობთ:
„ბრალდებული პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველი კადრების გავრცელების მუქარით, დაზარალებულს მასთან სქესობრივი კავშირის დამყარებას აიძულებდა, ხოლო უარის მიღების შემდეგ სოციალური ქსელის გამოყენებით დაზარალებულის ინტიმური შინაარსის ფოტოსურათები გაავრცელა.
დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 139-ე მუხლის პირველი ნაწილით და 157-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.
ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში
"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.














სტატიის გამოყენების პირობები