რედაქტორის რჩევით
კალენდარი
ახალი ამბები
ვახტანგაშვილის კომპანია ხელფასების დაგვიანებისთვის დააჯარიმეს

ხელფასების დაგვიანების გამო, გორის 2021-24 წლების მოწვევის საკრებულოს წევრის, მიხეილ ვახტანგაშვილის სამშენებლო კომპანია დააჯარიმეს.

შრომის ინსპექციის წარმომადგენლის ცნობით, კომპანია დაჯარიმდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 41-ე მუხლით, რაც ითვალისწინებს ჯარიმას 600 ლარის ოდენობით.

კომპანიის წარმომადგენელი არ ეთანხმება დაკისრებულ სახდელს და ითხოვს მის გაუქმებას. შრომის ინსპექციის წარმომადგენელმა კი „ქართლის ამბებს“ განუცხადა, რომ ხელფასების დაგვიანების ფაქტებს ადასტურებს გადარიცხვის ქვითრები, რომელიც დღეს გორის სასამართლოს მიიტანა. მის მიერ წარდგენილი მასალები თითქმის ერთ ტომს შეიცავს.

ჩვენს კითხვაზე, იჩივლა თუ არა ვინმემ ხელფასების დაგვიანების გამო, შრომის ინსპექციის წარმომადგენელმა ზეპირად ვერ გაიხსენა.

შპს „ერედვი 2008“-ის 100%-იანი წილის მფლობელი მიხეილ ვახტანგაშვილია. იგი გორის საკრებულოში ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე იყო 2021-24 წლებში.

ბოლო ტენდერი, რომელშიც გაიმარჯვა, ეხება გორის მუნიციპალიტეტში გზების მოვლა-პატრონობას, ღირებულება დაახლოებით 500 000 ლარი.

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
რუისის პირველ საჯარო სკოლაში სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს
დასკვნას ელოდებიან, რომლის მიხედვითაც შენობა უნდა დაიცალოს და მას
სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდეს.
რუისის პირველ საჯარო სკოლაში სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნას ელოდებიან, რომლის მიხედვითაც შენობა უნდა დაიცალოს და მას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდეს.
10:20 / 19.10.2026
გორის მუნიციპალიტეტში, ვენახში 7 წლის გოგონა დაშავდა. წინასწარი
ინფორმაციით, ბავშვი ტრაქტორზე დამონტაჟებულ მბრუნავ აპარატს შეეხო.
გორის მუნიციპალიტეტში, ვენახში 7 წლის გოგონა დაშავდა. წინასწარი ინფორმაციით, ბავშვი ტრაქტორზე დამონტაჟებულ მბრუნავ აპარატს შეეხო.
21:40 / 18.10.2026
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ წინარეხში ყოფილი გამგებლის, ზაზა
მარჯანიძის დედამ საკუთარ ეზოში მიუსაფარი ძაღლების მიერ დახოცილი
ფრინველები იპოვა.
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ წინარეხში ყოფილი გამგებლის, ზაზა მარჯანიძის დედამ საკუთარ ეზოში მიუსაფარი ძაღლების მიერ დახოცილი ფრინველები იპოვა.
20:37 / 18.10.2026
გორში, წაშლილ ზებრა-გადასასვლელთან მოქალაქემ პროტესტის ნიშნად
ხაშლამის ქვაბი მიიტანა.
გორში, წაშლილ ზებრა-გადასასვლელთან მოქალაქემ პროტესტის ნიშნად ხაშლამის ქვაბი მიიტანა.
16:40 / 18.10.2026
გორის მესამე საჯარო სკოლის დირექტორი, ვახტანგ სუხიტაშვილი მიუსაფარ
ცხოველთა თავშესაფრის ხელმძღვანელის მხარდამჭერ კამპანიას შეუერთდა.
გორის მესამე საჯარო სკოლის დირექტორი, ვახტანგ სუხიტაშვილი მიუსაფარ ცხოველთა თავშესაფრის ხელმძღვანელის მხარდამჭერ კამპანიას შეუერთდა.
14:33 / 18.10.2026
ვიდეორეპორტაჟი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში

"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.