მიმდინარე კვირას, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის დამკვირვებლები გორის რეგიონალური ოფისიდან ეწვივნენ სოფელ არბოს, რათა შეეფასებინათ უსაფრთხოების მდგომარეობა და უშუალოდ გასაუბრებოდნენ მაცხოვრებლებს.
„ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გასწვრივ, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ადგილზე უწყვეტი საქმიანობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია კონფლიქტით დაზარალებული თემებისთვის, რაც ხელს უწყობს მათი უსაფრთხოებისა და ყოველდღიური დაცულობის განცდის განმტკიცებას.
ვიზიტისას ჩვენმა გუნდმა ასევე მოინახულა არბოს ძველი წყლის წისქვილი, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში აღარ ფუნქციონირებს. მფლობელმა გამოხატა მისი დიდი სურვილი, აღედგინა და შეენარჩუნებინა ისტორიული წისქვილი, რომელიც ოდესღაც პურსა და ელექტროენერგიას აწარმოებდა ამ მიდამოებში მცხოვრები რამდენიმე ოჯახისთვის“, აღნიშნულია მისიის განცხადებაში.
ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში
"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.














სტატიის გამოყენების პირობები