11 სექტემბერს, 16:00 საათზე, სოფელ კარალეთის სტადიონზე საქველმოქმედო საფეხბურთო ტურნირი „მეგობრობის თასი ბაჩოსთვის“ გაიმართება.
საფეხბურთო კლუბ ,,თაობა კარალეთის" ინფორმაციით, ტურნირში მონაწილეობას 2015-2016 წლებში დაბადებული ბავშვებისგან დაკომპლექტებული გუნდები მიიღებენ.
გუნდებისთვის რეგისტრაცია უკვე დაიწყო და მონაწილეობის მიღება უფასოა.
სტადიონზე განთავსდება სპეციალური შესაწირი ყუთი, სადაც მსურველები ბაჩოს დასახმარებლად თანხის შეტანას შეძლებენ. საქველმოქმედო შემოწირულობის გაკეთება მონაწილე გუნდებსაც საკუთარი სურვილის მიხედვით შეეძლებათ.
გუნდების რეგისტრაციისა და დამატებითი ინფორმაციისთვის შესაძლებელია დაკავშირება ნომერზე: 598 44-33-44
ბაჩო ჭალიძე 2026 წლის 3 ივლისს სახლის ეზოში ველოსიპედით სეირნობისას დაშავდა. მოზარდს ფეხის ამპუტაცია დასჭირდა. 7 ოპერაციის შემდეგ ის მოედანს დაუბრუნდა.
ოჯახის ფინანსურად დახმარებისთვის თანხის შეგროვებაც გრძელდება.
ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში
"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.














სტატიის გამოყენების პირობები