ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალის მიხედვით, გორში, ჰაერის ხარისხის მონიტორინგის სადგური მხოლოდ სტალინის გამზირზე და ახალბაღის სკვერშია განთავსებული.
ამავე რუკის მიხედვით, მონაცემები ივნისის შემდეგ არ განახულებულა.
სტალინის გამზირზე მეტად ავტომანქანებით გადატვირთულია ცხინვალის გზატკეცილი, ასევე, ჭავჭავაძის გამზირი იუსტიციის სახლის მიმართულებით.
ამავე პორტალზე ანგარიშები 2020 წლის შემდეგ არ განახლებულა. გორის შემთხვევაში ვკითხულობთ, რომ ახალბაღის სკვერში და სტალინის გამზირზე ჰაერის ხარისხი ნორმის ფარგლებშია:
,. 2020 წელს ქალაქ გორში ინდიკატორული გაზომვების შედეგად მიღებული მონაცემებით აზოტის დიოქსიდისა და ბენზოლის საშუალო წლიური კონცენტრაციები ყველა ლოკაციაზე [სტალინის გამზირზე და ახალბაღის სკვერში] ნორმის ფარგლებში იყო.'' - წერია ანგარიშში.
ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში
"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.














სტატიის გამოყენების პირობები