ქარელის მუნიციპალიტეტის მერიამ საჯარო სკოლების რეაბილიტაციაზე ტენდერი სასწავლო წლის დაწყებამდე ერთი კვირით ადრე გამოაცხადა.
ქარელის მერია მუნიციპალიტეტის რამდენიმე საჯარო სკოლაში სხვადასხვა სახის სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარებას გეგმავს.
სოფელ ძლევიჯვრის საჯარო სკოლაში ერთი ოთახის რეაბილიტაცია იგეგმება. სამუშაოების სავარაუდო ღირებულება არაუმეტეს 11 860 ლარია;
სოფელ სასირეთის საჯარო სკოლის ეზოს შემოღობვა – არაუმეტეს 16 446 ლარი;
სოფელ ბრეთის მეურნეობის საჯარო სკოლაში სპორტული დარბაზის ამორტიზებული იატაკის შეცვლა – არაუმეტეს 32 524 ლარი;
სოფელ ავლევის საჯარო სკოლაში გარე ფასადის სრული რეაბილიტაცია – არაუმეტეს 39 315 ლარი;
სოფელ დირბის საჯარო სკოლის სპორტულ დარბაზში დამცავი კონსტრუქციების (ბადის) მოწყობა, ასევე სახურავის შეკეთება და შეღებვა – არაუმეტეს 31 234 ლარი;
სოფელ რუისის N3 საჯარო სკოლის ეზოს შემოღობვა, სახურავის შეკეთება და შეღებვა, გათბობის სისტემის რეაბილიტაცია, სველ წერტილებში ამორტიზებული ჩამოსაკიდი ჩამრეცხი ავზების შეცვლა და ელექტროგაყვანილობის მოწყობა – არაუმეტეს 71 406 ლარი;
ბრეთის საჯარო სკოლის შემოღობვა და სახურავის რეაბილიტაცია – 74 116 ლარი;
აბანოს საჯარო სკოლაში გათბობის სისტემის რეაბილიტაცია – 6 000 ლარი.
გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები 42 კალენდარულ დღეში უნდა შეასრულოს.
ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში
"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.














სტატიის გამოყენების პირობები