რედაქტორის რჩევით
კალენდარი
ახალი ამბები
როგორ დავიცვათ ხეხილი გაყინვისგან - ინტერვიუ დავით ჭუბაბრიას ბლის ბაღიდან
გორში გაშენებულ ხეხილის ბაღში ერთი ღამის ყინვას შეუძლია მთელი წლის შრომა წყალში ჩაყაროს. მინუს ოთხ გრადუსამდე დაცემული ტემპერატურა მოსავლის 95 პროცენტს ანადგურებს.

ფერმერი დავით ჭუბაბრია გაზაფხულის ყინვებს უკვე წლებია ებრძვის. ასეთ დროს ბაღის დაუცველად დატოვება მილიონობით ლარის ზარალს ნიშნავს.

მზადება ყინვამდე დიდი ხნით ადრე, სპეციალური პრეპარატებით იწყება. თუმცა, მთავარი გამოწვევა თავად ყინვის ღამეს ბაღის გადარჩენაა.

1. დაწვიმება

ყინვასთან ბრძოლის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული გზა დაწვიმების სისტემაა. ეს მეთოდი მარტივ ფიზიკას ეფუძნება: როდესაც წყალი იყინება და მყარ მდგომარეობაში გადადის, ის ფარულ სითბოს გამოყოფს. სწორედ ეს ენერგია არ აძლევს მცენარეს ნულ გრადუსზე დაბლა გაციების საშუალებას.

სისტემამ ყინვის განმავლობაში შეუჩერებლად უნდა იმუშაოს. ხე და ყვავილი შესაძლოა ყინულის სქელ ფენაშიც კი მოექცეს, მაგრამ სანამ მასზე წყალი მუდმივად ეცემა, მცენარის ტემპერატურა ნულს ქვემოთ არ ჩამოდის.

მიუხედავად ეფექტურობისა, ამ მეთოდს დიდი ბარიერები აქვს. 11 ჰექტარ ბაღს ერთ ღამეში დაახლოებით 7 000 ტონა წყალი სჭირდება. ამას ემატება რეზერვუარების, პომპებისა და გაყვანილობის დიდი ხარჯი. გარდა ამისა, ადგილობრივ თიხიან ნიადაგზე ამდენი წყლის დასხმა მიწას ატალახებს და ბაღში ტექნიკის შესვლას აფერხებს.

წყლის გარდა, დავით ჭუბაბრია ყინვისგან თავის დასაცავად ხუთ ალტერნატიულ მეთოდს განიხილავს:

2. ქარის კოშკურები

ერთ-ერთი მეთოდი ქარის კოშკურებია: ეს სისტემა განსაკუთრებით ეფექტურია უქარო, ე.წ. რადიაციული ყინვების დროს. კოშკზე დამონტაჟებული პროპელერი ზედა ფენებში არსებულ შედარებით თბილ ჰაერს დაბლა უბერავს და მიწის პირას დაგროვილ ცივ ჰაერს ფანტავს.

3. ვერტმფრენი

ეფექტურია ვერტმფრენის გამოყენებაც, აქ პრინციპი იგივეა, რაც ქარის კოშკების შემთხვევაში - ბაღის თავზე მფრინავი ვერტმფრენი თბილ ჰაერს ქვემოთ აბრუნებს.

ეს მეთოდი მუშაობს, თუმცა კომერციულად რთულია: ყინვის ზუსტი დროის წინასწარ გათვლა და საფრენი აპარატის წინასწარ დაჯავშნა თითქმის შეუძლებელია.

4. დრონები

ჭუბაბრიას თქმით, ვერტმფრენის უფრო თანამედროვე და ხელმისაწვდომი ალტერნატივა ინდუსტრიული დრონებია. მათი მეშვეობით შესაძლებელია ჰაერის ცირკულაცია და თბილი მასების ქვედა ფენებში ჩამოტანა.

5. სხვა

ყივისგან დაცვის საშუალებაა პროპანის აირის დანადგარები: ტრაქტორზე დამონტაჟებული მოწყობილობები აირის წვის შედეგად ცხელ ჰაერს გამოიმუშავებს. ტრაქტორი ბაღში მოძრაობს და ხეებს ათბობს. რაც შეეხება პარაფინის სანთლებს, ეს უფრო ტრადიციული მეთოდია: ბაღში ყოველ რამდენიმე მეტრში სპეციალურ კასრებში მოთავსებულ სანთლებს ანთებენ. თუმცა, ფერმერი ქართლის ამბებთან საუბრისას ამ გზას ნაკლებად ეფექტურად მიიჩნევს - დიდი ფართობის გასათბობად უზარმაზარი რაოდენობის სანთელი და დიდი შრომაა საჭირო, რაც პროცესს აძვირებს.

ყველა ეს ტექნოლოგია სოლიდურ ინვესტიციას მოითხოვს, თუმცა ჭუბაბრიას გათვლები მარტივია. როგორც თავად ამბობს, "ერთი მოყინვაც კი ფარავს" თანამედროვე სისტემების მოწყობის ყველა ხარჯს.

 

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ სკრაში, ვანო კაკაშვილის სანერგე
მეურნეობაში,
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ სკრაში, ვანო კაკაშვილის სანერგე მეურნეობაში,
23:10 / 28.11.2026
დღეს, 28 ნოემბერს, საქართველოში უწყვეტი პროევროპული პროტესტის
დაწყებიდან ორი წელი სრულდება. ამ თარიღთან დაკავშირებით, 19:00
საათზე თბილისში სამი ლოკაციიდან თავისუფლების მოედნისკენ საპროტესტო
მსვლელობები გაიმართება.
დღეს, 28 ნოემბერს, საქართველოში უწყვეტი პროევროპული პროტესტის დაწყებიდან ორი წელი სრულდება. ამ თარიღთან დაკავშირებით, 19:00 საათზე თბილისში სამი ლოკაციიდან თავისუფლების მოედნისკენ საპროტესტო მსვლელობები გაიმართება.
13:44 / 28.11.2026
ქალაქ გორში იმ ადგილების შემოწმება გრძელდება, სადაც მოქალაქეებმა
ბუნებრივი აირის მძაფრი სუნი იგრძნეს. „სოკარ გაზის“ ინფორმაციით,
ქსელში ოდორანტის გაშვების შემდეგ, მხოლოდ 27 ნოემბერს 340-ზე მეტი
ლოკაცია დათვალიერდა.
ქალაქ გორში იმ ადგილების შემოწმება გრძელდება, სადაც მოქალაქეებმა ბუნებრივი აირის მძაფრი სუნი იგრძნეს. „სოკარ გაზის“ ინფორმაციით, ქსელში ოდორანტის გაშვების შემდეგ, მხოლოდ 27 ნოემბერს 340-ზე მეტი ლოკაცია დათვალიერდა.
23:37 / 27.11.2026
გორის სხვადასხვა უბანში გაზის მძაფრი სუნის გამო 112-ში არაერთი
შეტყობინება შევიდა. „სოკარ გაზში“ განმარტავენ, რომ ბუნებრივ აირს
გაჟონვის გამოსავლენად სპეციალური ნივთიერება - ოდორანტი შეურიეს.
გორის სხვადასხვა უბანში გაზის მძაფრი სუნის გამო 112-ში არაერთი შეტყობინება შევიდა. „სოკარ გაზში“ განმარტავენ, რომ ბუნებრივ აირს გაჟონვის გამოსავლენად სპეციალური ნივთიერება - ოდორანტი შეურიეს.
17:48 / 27.11.2026
ვიდეორეპორტაჟი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში

"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.