რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« ოქტომბერი 2026 »»
ო ს ო ხ პ შ კ
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ახალი ამბები
სახელმწიფო სერვისები კომფორტულ გარემოში - უკვე სოფელში
მეჯვრისხეველი 80 წლამდე ასაკის ვასილ აივაზოვი პენსიის ასაღებად გორში მიდიოდა ხოლმე, ნანა კვიტაშვილი კი, ცნობის ასაღებად ან საბანკო მომსახურების მისაღებად იგივე გზას გადიოდა.

მანძილი მეჯვრისხევიდან გორამდე და, პირიქით, დაახლოებით 40 კმ-ია.

ერთი სერვისის მისაღებად ადგილობრივებს მთელი დღე ჭირდებოდათ.

ამჟამად, სოფლის ცენტრში აშენებულ საზოგადოებრივ ცენტრში მოსახლეობას უამრავი სერვისის მიღება შეუძლიათ.

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევის საზოგადოებრივ ცენტრით რამდენიმე სოფლის: ახალუბნის, ზერტის, კირბალის, ჯარიაშენის მოსახლეობა სარგებლობს.

„ახალი წიგნები, ელექტრონული ბიბლიოთეკა და ელექტრონული სერვისები ხელმისაწვდომი არ უნდა იყოს მხოლოდ ქალაქებში მცხოვრები ადამიანებისთვის. როცა საქმე ეხება მიწისრეგისტრაციას, საკუთრების რეგისტრაციას, პასპორტისა და პირადობის მოწმობის აღებას, წიგნს, ბიბლიოთეკას და მსგავს მომსახურებას, სოფლად მცხოვრები მოსახლეობა უნდა იყოს ქალაქად მცხოვრები მოსახლეობის თანასწორი“- აღნიშნავას საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი.

საზოგადოებრივი ცენტრების განვითარების პროექტი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია იმ პროექტებს შორის, რომლებსაც იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ახორციელებს.

პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს ადგილობრივი ინფრასტრუქტურის განვითარებას და მკვიდრ მოსახლეობას გაუადვილოს სახელმწიფო სერვისებით სარგებლობა სოფლიდან გაუსვლელად.

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარის, გიორგი პატარიძის განცხადებით, საზოგადოებრივ ცენტრში, კომფორტულ გარემოში, მოსახლეობა მარტივად იღებს: დაბადების მოწმობას, პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებს, ატესტატს; არეგისტრირებს ქონებას, მიწის ნაკვეთს; ასევე შესაძლებელია პენსიის მიღებაზე განაცხადის გაკეთება, უმწეოთა ბაზაში დარეგისტრირება; ტექნიკის დაჯავშნა მიწის დასამუშავებლად და სხვ.

„საზოგადოებრივ ცენტრებში ჩვენი პარტნიორების - „მაგთისა“ და „ლიბერთი ბანკის“ მომსახურების მიღებაც არის შესაძლებელი.“ ცენტრს აქვს ბიბლიოთეკა და კომპიუტერული ცენტრი, რომლითაც, ძირითადად, მოსწავლეები სარგებლობენ; ასევე უფასო უკაბელო ინტერნეტი და წიგნები; ხშირად მოსახლეობა ქსეროქსითა და პრინტერითაც სარგებლობს. საკონფერენციო დარბაზიც გვაქვს, 35 კაცზე გათვლილი. უბრალოდ, საჭიროა წინასწარ დაიჯავშნოს სივრცე იმ ღონისძიებისა თუ სემინარისთვის, რომლის გამართვაც სურს დაინტერესებულ ჯგუფს“, - აღნიშნავს პატარიძე.

ამჟამად საქართველოს მასშტაბით 33 საზოგადოებრივი ცენტრი ფუნქციონირებს. 2016 წლის ბოლომდე ეს ციფრი 40-მდე გაიზრდება.

საზოგადოებრივი ცენტრების კონცეფცია შემუშავდა იუსტიციის სამინისტროს სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით. საზოგადოებრივი ცენტრის ოფიციალური ვებგვერდია: www.centri.gov.ge

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ კიდევ ერთი საინტერესო პროექტი, რომელსაც სერვისების განვითარების სააგენტო რეგიონებში ახორციელებს, არის ელექტრონული მმართველობის დანერგვის პროექტი. აღნიშნული სისტემა უკვე ინერგება ათ მუნიციპალიტეტში: ახმეტაში, ყვარელში, ხაშურში, ქალაქ გორში, მცხეთაში, ზუგდიდში, ჩხოროწყუში, ქარელში, ხობსა და ქალაქ ბათუმში.

პროექტი ითვალისწინებს თანამედროვე ელექტრონული საქმისწარმოების სისტემის, „მუნიციპალიტეტების მართვის სისტემის“ (მმს) დანერგვას, რომელიც მუნიციპალიტეტებს საშუალებას მისცემს ყველაზე ხშირად მოთხოვნადი მუნიციპალური სერვისები მოქალაქეებზე გასცენ ელექტრონული ფორმით. საბოლოო ჯამში გაუმჯობესდება კონტროლი გაწეული მომსახურების ვადებსა და ხარისხზე, გადაწყვეტილების მიღების პროცესი გახდება გამჭვირვალე, შემუშავდება სერვისების გაცემის ახლებური სქემა. მოქალაქეებს კი საშუალებას მისცემს, მუნიციპალური სერვისები უფრო სწრაფად და კომფორტულად მიიღონ.




Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
გორში, 2020 წელს აშენებული მე-11 საბავშვო ბაღის ინფრასტრუქტურა
საფრთხის შემცველი გახდა, რის გამოც შენობიდან დაზიანებული ფილების
მოხსნა და დანესტიანებული ოთახის იზოლირება გახდა საჭირო.
გორში, 2020 წელს აშენებული მე-11 საბავშვო ბაღის ინფრასტრუქტურა საფრთხის შემცველი გახდა, რის გამოც შენობიდან დაზიანებული ფილების მოხსნა და დანესტიანებული ოთახის იზოლირება გახდა საჭირო.
18:54 / 01.10.2026
ქარელის მე-2 საჯარო სკოლის დახურვიდან 6 თვე გავიდა. ალტერნატიულ
ფართში, მეორე ცვლაში სწავლებამ მოსწავლეებსა და მშობლებს სერიოზული
პრობლემები შეუქმნა.
ქარელის მე-2 საჯარო სკოლის დახურვიდან 6 თვე გავიდა. ალტერნატიულ ფართში, მეორე ცვლაში სწავლებამ მოსწავლეებსა და მშობლებს სერიოზული პრობლემები შეუქმნა.
16:56 / 01.10.2026
რუსეთის საპატრიარქოს დელეგაცია, რომელსაც ვოლოკოლამის მიტროპოლიტი
ანტონი ხელმძღვანელობდა, გორს ესტუმრა და ადგილობრივი სიწმინდეები
მოინახულა.
რუსეთის საპატრიარქოს დელეგაცია, რომელსაც ვოლოკოლამის მიტროპოლიტი ანტონი ხელმძღვანელობდა, გორს ესტუმრა და ადგილობრივი სიწმინდეები მოინახულა.
15:26 / 01.10.2026
კასპის მუნიციპალიტეტში მდებარე ისტორიული სხვილოს ციხე ადგილობრივმა
მოსახლეობამ საკუთარი სახსრებით გაანათა.
კასპის მუნიციპალიტეტში მდებარე ისტორიული სხვილოს ციხე ადგილობრივმა მოსახლეობამ საკუთარი სახსრებით გაანათა.
13:00 / 01.10.2026
ტანას ხეობაში, გორის მერიის დაფინანსებით, სახალხო დღესასწაული
„ტანა-თეძმობა“ გაიმართება, რისთვისაც ბიუჯეტიდან 60 000 ლარია
გამოყოფილი.
ტანას ხეობაში, გორის მერიის დაფინანსებით, სახალხო დღესასწაული „ტანა-თეძმობა“ გაიმართება, რისთვისაც ბიუჯეტიდან 60 000 ლარია გამოყოფილი.
12:07 / 01.10.2026
ვიდეორეპორტაჟი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში

"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.