რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« აგვისტო 2022 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31 1234
ახალი ამბები
სამი წელი სასმელი წყლის პროექტის დაწყების მოლოდინში
უკვე სამი წელია გორის მუნიციპალიტეტის გამგეობა სოფელ ქვახვრელის სასმელი წყლის რეაბილიტაციის პროცესის დაწყებას აგვიანებს.

ამის მიზეზი შეუსაბამო დოკუმენტაციის შედგენა, ხარვეზიანი პროექტირება, დაგვიანებული ექსპერტიზა და ა.შ. გარემოებები ხდება.

მიმდინარე წელს, ხელშეკრულება 2016 წლის 14 აპრილს უნდა გაფორმებულიყო. 

თუმცა, გამგეობამ ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას ისეთი საბუთის წარდგენა მოსთხოვა, რომლის აუცილებლობას სატენდერო დოკუმენტაცია არ ითვალისწინებდა.

გამგეობამ ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას სამუშაოების ღირებულების 10%-იანი საბანკო გარანტიის წარდგენა მოსთხოვა.

ეს იმას ნიშნავს, რომ თუკი ტენდერის დროს, სამუშაოების ღირებულება 787 963 ლარზე შეთანხმდა, შპს ,,ექსტერნს" ამ თანხის 10%-იანი საბანკო გარანტიის ცნობა უნდა წარედგინა.

ამის გამო, კომპანიამ  2016 წლის 16 აპრილს დავების საბჭოს მიმართა.

დავების საბჭოში შეტანილი საჩივრის მიხედვით, საბანკო გარანტია 4%-იანი უნდა ყოფილიყო.

განხილვისას გაირკვა, რომ საბანკო გარანტია 10%-ზე იმ შემთხვევაში ადის, თუკი, ტენდერზე კომპანია ფასების შეთავაზების დროს, საწყისს ფასს 20%-ით აკლებს.

20%-იანი კლება კი არ დაფიქსირდა.

დავების განხილვის საბჭომ მიიჩნია, რომ გამგეობის მოთხოვნა უსაფუძვლოა, ხოლო შესყიდვების განყოფილებას კანონის შესრულება დაევალა. ეს გადაწყვეტილება დავების განხილვის საბჭომ 2016 წლის 20 აპრილს მიიღო.

შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდზე მითითებულია, რომ მიმდინარეობს ხელშეკრულების მომზადების პროცესი.

გამგეობის წარმომადგენელმა თავი იმით იმართლა, რომ 10%-იანი გარანტიის მოთხოვნა სატენდერო კომისიამ კოლეგიურად გადაწყვიტა.

ცნობისათვის, ტენდერი 2016 წლის 4 აპრილს დასრულდა, სადაც მონაწილეობა 6-მა კომპანიამ მიიღო.

6 კომპანიას შორის ყველაზე დაბალი ფასი ,,ექსტერნმა" მიუთითა. საწყისი ფასი 984`953 ლარი იყო, ხოლო ბოლო შეთავაზება 787 963 ლარამდე ჩამოვიდა.

იმ შემთხვევაში, თუკი ,,ექსტერნს" დისკვალიფიკაცია მიენიჭებოდა, გამგეობა უკვე მომდევნო კომპანიის ,,თბილი სახლის" შეთავაზებას განიხილავდა. 

იხ. ამავე თემაზე

ქვახვრელში სასმელი წყლის სამუშაოები 10 დღეში დაიწყება
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
,,მაგალითად შეგხვდება ადამიანი, რომელიც სიტუაციის გაცნობისას საოცარ
,,მაგალითად შეგხვდება ადამიანი, რომელიც სიტუაციის გაცნობისას საოცარ
23:38 / 15.08.2022
გორის ჰოსპიტალსა და სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების
სააგენტოს შორის დავა
გორის ჰოსპიტალსა და სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს შორის დავა
20:06 / 15.08.2022
ამის შესახებ ინფორმაციას დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის ხელისუფლების
ამის შესახებ ინფორმაციას დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის ხელისუფლების
17:13 / 15.08.2022
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური სპეციალურ განცხადებას
ავრცელებს
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
16:26 / 15.08.2022
შემთხვევა აღმაშენებლის გამზრიზე მოხდა
შემთხვევა აღმაშენებლის გამზრიზე მოხდა
14:21 / 15.08.2022
ვიდეორეპორტაჟი
მას თამაზ კუდუხაშვილი ჰქვია. პირველად თამაზის მამას, 84 წლის
დასასრულს, უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა გიორგი სოსიაშვილმა
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.