რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« აპრილი 2024 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ახალი ამბები
რესტორანში პოლიციის უფროსის მოადგილე ლომიძე ცემეს
პროკურატურის მტკიცებით, გორის პოლიციის უფროსის მოადგილე ლომიძე რესტორანში ცემეს.

ჩატარებული ექსპერტიზის მიხედვით, სხეულზე ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანებები დაუდგინდა.

ლომიძეს შეურაცხყოფა რესტორან ,,დარიალში"  მიაყენეს.

ის ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა, რომელსაც კონფლიქტი გვერდით მაგიდის სუფრის წევრებთან მოუვიდა.

პროკურატურის მტკიცებით, პიროვნება, რომელმაც ლომიძე სცემა, მიიმალა.

ეჭვი გორში მცხოვრებ რამაზ ქოქოშვილს მიიტანეს.

კრიმინალური პოლიციის სხვა თანამშრომლებმა ქოქოშვილს და მის მეგობრებს ქალაქის ქუჩებში დაუწყეს ძებნა.

პიკაპში მსხდომი ,,რიგითები" ახალგაზრდებს შარტავას ქუჩაზე  დაეწივნენ და სასტიკად გაუსწორდნენ.

განსაკუთრებით თავი რამაზ ჩილინგარაშვილმა გამოიჩინა, რომელსაც თავის მხრივ სხვა ინტერესები ჰქონდა ქოქოშვილის მიმართ.

ერთი თვის შემდეგ შიდა ქართლის პოლიციაში საკადრო ცვლილებები განხორციელდა.

რამაზ ქოქოშვილს კი პატიმრობა მიუსაჯეს.

ეს არის მოკლე ისტორია, რომელიც შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა გაარკვია.

2016 წლის 18 ივლისს “ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრს (EMC)” დახმარებისთვის ბრალდებულ რამაზ ქოქოშვილის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა და ახლობლებმა მიმართა. მონიტორინგის ცენტრის მიერ საქმის მასალების შესწავლით გამოიკვეთა შემდეგი:


როგორც ცნობილია 2016 წლის 2 ივნისს ქალაქ გორში პოლიციამ დააკავა რამაზ ქოქოშვილი, რომელსაც ბრალად ედება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედება – პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღდეგობის გაწევა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლის და მისი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით, ჩადენილი ძალადობით.

ბრალდებულ ქოქოშვილის მიმართ წარდგენილი ბრალდების მიხედვით, მან 2 ივნისს ქალაქ გორში რესტორან „დარიალში“ მეგობრებთან ერთად ყოფნის დროს დაახლოებით 23 საათსა და 25 წუთზე შსს გორის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილეს მიხეილ ლომიძეს მიაყენა უხეში სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, ხოლო ლომიძემ მიიღო ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება.

შემთხვევიდან ორი საათის შემდეგ რამაზ ქოქოშვილი დაკავეს მისი საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე.

დაკავების ოქმის მიხედვით ქოქოშვილი ფაქტობრივად დაკავეს 3 ივნისს 01:20 წუთზე. აღნიშნულის შემდეგ იგი 2016 წლის 3 ივნისს დაახლოებით 07:30 საათზე გადაიყვანეს ხაშურის წინასწარი დაკავების იზოლატორში, სადაც მას ჩაუტარდა სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა.

ექსპერტიზის დასკვნის თანახმად ქოქოშვილს აღენიშნებოდა სხვადასხვა სახის ნაკაწრები და სისხლჩაქცევები შუბლის, თვალების, ცხვირის, იდაყვის მიდამოებში. დასკვნის თანახმად, აღნიშნული დაზიანებები მიეკუთვნება მსუბუქი ხარისხის დაზიანებებს.

დაკავების ოქმში მითითებული მონაცემების მიხედვით მან დაკავების მომენტში სცადა დამკავებელი მოხელისთვის წინააღმდეგობის გაწევა, მიიყენა თვითდაზიანებები და ასევე უბნის ინსპექტორ-გამომძიებელს ალეკო თოფჩიშვილს დაკავების ხელშეშლისთვის გაწეული წინააღმდეგობის შედეგად და ძალის გამოყენებით დაუზიანა სამსახურის ფორმის მაისური.

ბრალდებულ ქოქოშვილს აღკვეთი ღონისძიების სახით შეეფარდა პატიმრობა და იგი დღემდე იმყოფება გლდანის მერვე საპყრობილეში. ქოქოშვილი თავს უდანაშაულოდ ცნობს, მიაჩნია, რომ მისი დაკავება და დაპატიმრება არის უკანონო და აღნიშნულის გასაპროტესტებლად დაახლოებით 48-ე დღეა შიმშილობს.

უკანონო დაკავებისა და უდანაშაულობის გამო ქოქოშვილის მიერ შიმშილობის ფაქტს ადასტურებს სახალხო დამცველის აპარატიც, რომლის წარმომადგენელმაც 2016 წლის 16 ივლისს იგი მოინახულა.

პატიმრობაში მყოფი ქოქოშვილის დამცველი ადვოკატი და ახლობლები ბრალდების ვერსიისგან განსხვავებულ ფაქტობრივ გარემოებებზე საუბრობენ და მიუთითებენ, რომ რამაზ ქოქოშვილს მის მიერ წარდგენილ ბრალდებასთან არანაირი შემხებლობა არ ააქვს და პირიქით, იგი პოლიციის უკანონო მოქმედებების მსხვერპლია.

აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით 19 ივლისს “ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრს“ (EMC) ახსნა-განმარტება მისცა შემთხვევის ადგილზე უშუალოდ მყოფმა თვითმხილველმა ლევან ქოქოშვილმა, ბრალდებულ რამაზ ქოქოშვილის ძმამ.

მისი განმარტების მიხედვით ის თავის ძმასთან და რამდენიმე მეგობართან ერთად გორში რესტორან „დარიალში“ იმყოფებოდა, რა დროსაც განვითარდა ინციდენტი ამავე რესტორნის სხვა მაგიდასთან მყოფ მოქალაქე ვლადიმერ შავდათუაშვილთან. ამ უკანასკნელის მიერ ლევან ქოქოშვილისთვის რამდენჯერმე სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების შემდეგ მათ შორის დაიძაბა ურთიერთობა.

ამ შელაპარაკებით მათ მიიქციეს ამავე რესტორანში მყოფი სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული პოლიციელების ყურადღება, რომელთაგან ერთ-ერთს – ზურაბ ჩილინგარაშვილს ლევან ქოქოშვილი პირადად იცნობდა.

ლევან ქოქოშვილის განმარტებით, მან თავის მეგობრებს ინცინდენტის ამოწურვის მიზნით მოუწოდა რესტორნის დატოვებისკენ და ამით ეს შემთხვევა დასრულდა, რაც მან ასევე შეატყობინა იქვე მდგარ პოლიციელ ზურაბ ჩილინგარაშვილს.

ლევან ქოქოშვილი კატეგორიულად უარყოფს მისი ძმის რამაზ ქოქოშვილის რაიმე შემხებლობას ამ ინციდენტთან და აცხადებს, რომ მას ამ მოვლენებში არანაირი მონაწილეობა არ მიუღია.

იგი ასევე კატეგორიულად უარყოფს პოლიციის თანამშრომლების მიერ მათთვის სამსახურებრივი მოწმობის წარდგენის ფაქტს მთელი ამ ხნის განმავლობაში ან მათი მხრიდან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას რესტორნის ტერიტორიაზე, ვინაიდან ეს პირები მისი თქმით პოლიციის დღეს აღნიშნავდნენ და ყველანი ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იყვნენ.

ლევან ქოქოშვილის განმარტებით რესტორნიდან ისინი ფეხით გადაადგილდებოდნენ რამაზ ქოქოშვილის საცხოვრებელი სახლის მიმართულებით, რა დროსაც შარტავას ქუჩაზე მათ მიუახლოვდა რამდენიმე მანქანა, რესტორანში მყოფი ნასვამი პოლიციელებით.

პოლიციელებმა ადგილზე მყოფ რამაზ ქოქოშვილის თანმხლებ პირებს დაუწყეს სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება, გინება. ლევან ქოქოშვილი აღნიშნავს, რომ მის ძმას, რამაზ ქოქოშვილს, რამდენიმე თვითმხილველის თანდასწრებით პოლიციამ წიხლების ცემით და სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებით დაადო ხელბორკილი და ჩასვა მანქანაში.

მისივე განმარტებით, დაკავების ოქმში აღნიშნული წინააღმდეგობის გაწევას არავის მხრიდან ადგილი არ ჰქონია, ასევე არ შეესაბამება სიმართლეს დაკავების ოქმში მითითებული ინფორმაცია, თითქოს რამაზ ქოქოშვილმა მიიყენა თვითდაზიანებები, ვინაიდან ეს დაზიანებები გამოწვეულია პოლიციის მუშაკების მხრიდან მის ძმაზე განხორციელებული ძალადობით.

ლევან ქოქოშვილის თქმით, ამ პროცესში განსაკუთრებით აქტიურობდა ზურაბ ჩილინგარაშვილი. მისივე განმარტებით, ამ პირების დაკავების შემდეგ დაახლოებით ღამის 12 საათისთვის ისინი გადაიყვანეს გორის პოლიციის განყოფილებაში, თუმცა იქ მიყვანის შემდეგ მას თავისი ძმა არ უნახავს.

ლევან ქოქოშვილის ინფორმაციით, მისი ძმის დაკავების მომენტიდან მეორე დილის 07:30-მდე რამაზ ქოქოშვილი სავარაუდოდ იმყოფებოდა გორში კომბინატის მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე პოლიციელთან ერთად, რომლებიც მას ამ პერიოდის განმავლობაში ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდნენ. დილას კი იგი გადაიყვანეს ხაშურის წინასწარი დაკავების იზოლატორში. ხაშურში რამაზ ქოქოშვილის მიმართ ჩატარებული სამედიცინო ექსპტერტიზის დასკვნით დასტურდება მის სახესა და კიდურებზე სხვადასხვა დაზიანებების არსებობა.

როგორც ლევან ქოქოშვილი აღნიშნავს, ადგილობრივი პოლიცია დაინტერესებული იყო და მუდმივად აკონტროლებდა მის ძმას. ახლობლები გორის პოლიციის ერთ-ერთი მაღალჩინოსნის ზურაბ ჩილინგარაშვილის პირად დაინტერესებაზეც მიუთითებენ. სამწუხაროდ, ბრალდების მხარის მიერ არ მომხდარა მოძიება და სასამართლოსთვის წარდგენა იმ ვიდეო მასალის, რომელიც რესტორნის მიმდებარედ არის განთავსებული და რომლის მეშვეობითაც უკეთ იქნებოდა შესაძლებელი მოვლენების ქრონოლოგიის აღდგენა.

ცხადია, რომ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების მიღმა, ნასვამ მდგომაროებაში მყოფი პოლიციელების მითითებები არ წარმოადგენს პოლიციელის კანონიერ მოთხოვნას და მისი შეუსრულებლობა ვერ ჩაითვლება დაუმორჩილებლობად ან/და წინააღმდეგობის გაწევად.

სამწუხაროდ, ბოლო წლებში პოლიციასა და სასამართლო სისტემაში დამკვიდრებული პრაქტიკა მიუთითებს პოლიციელის უტყუარობის პრეზუმფციაზე, რაც მსგავს საქმეებში მკვეთრად უთანასწორო მდგომარეობაში აყენებს მოქალაქეს.

ამ სისხლის სამართლის საქმეში არსებული მასალებიდან ბუნდოვანი რჩება, თუ რა სახის სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა შსს გორის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილე მიხეილ ლომიძე რესტორან „დარიალის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ინცინდენტის დროს ის იმყოფებოდა რესტორანში სხვა პოლიციელებთან ერთად თუ მოხდა მისი გამოძახება, ასევე რაში გამოიხატა უშუალოდ ბრალდებულ რამაზ ქოქოშვილის მიერ წესრიგის დარღვევა და რა გახდა პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობის გაწევის საფუძველი, რა გარემოებებში მიაყენა პოლიციელს ბრალდებულმა უხეში სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა და კონკრეტულად რაში გამოიხატა ძალადობა, რაც წარდგენილი ბრალის აუცილებელი ელემენტია. ასევე უცნობია, თუკი ბრალდებულის მხრიდან ადგილი ჰქონდა მიმალვის მცდელობას, რატომ გადაწყვიტა მან ინციდენტის შემდეგ პირდაპირ საკუთარ სახლში დაბრუნებულიყო. მოცემული საქმის მიმართ კითხვებს აძლიერებს ის მნიშვნელოვანი დაზიანებებიც, რომელიც ბრალდებულს იზოლატორში მიყვანისას აღენიშნებოდა.

აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით მონიტორინგის ცენტრი აცხადებს:

საქართველოს მთავარ პროკურატურას დროულად ჩაატაროს გამოძიება და დაადგინოს რა ვითარებაში მოხდა ბრალდებულ რამაზ ქოქოშვილის დაკავება, ასევე გამოძიოს მის მიმართ ძალის გადამეტების სავარაუდო ფაქტი;

სასამართლომ მოახდინოს საქმეში არსებული გარემოებების სრულყოფილი შეფასება და განუხრელად დაიცვას მტკიცების ტვირთი, რომელიც სწორედ ბრალდების მხარეს ავალდებულებს წარადგინოს უტყუარი მტკიცებულებები, რაც გონივრულ ეჭვს მიღმა დაამტკიცებს პირის დამნაშავეობას;

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაგეგმოს და განახორციელოს სისტემური შიდა მონიტორინგი, რომელიც შეისწავლის პოლიციელების მხრიდან ძალის გადამეტების, დანაშაულის პროვოცირების შესაძლო შემთხვევებს;

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ, ბრალდებულ ქოქოშვილის შიმშილის ფაქტთან დაკავშირებით უზრუნველყოს იგი შესაბამისი სამედიცინო მომსახურებით, რათა არ გაუარესდეს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
დღეს პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

დღეს პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

23:56 / 17.04.2024
,,რატომ არ ამოიღეთ ხმა, იმ დროს, როცა თქვენ, მასწავლებელს ხმა უნდა
ამოგეღოთო,''
,,რატომ არ ამოიღეთ ხმა, იმ დროს, როცა თქვენ, მასწავლებელს ხმა უნდა ამოგეღოთო,''
19:05 / 17.04.2024
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, თავი შეიკავოს ისეთი
კანონმდებლობის მიღებისგან, რომელმაც შესაძლოა საქართველოს
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, თავი შეიკავოს ისეთი კანონმდებლობის მიღებისგან, რომელმაც შესაძლოა საქართველოს
16:40 / 17.04.2024
გორი-კასპის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი სოსიაშვილმა და
ხაშური-ქარელის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაალ დუგლაძემ
გორი-კასპის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი სოსიაშვილმა და ხაშური-ქარელის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაალ დუგლაძემ
15:28 / 17.04.2024
,,ძალიან მოხარული ვარ, რომ დღეს ვიმყოფები აქ. გავიცანი და ვნახე
მომავლის ლიდერები, მომავლის ჩემპიონები,

,,ძალიან მოხარული ვარ, რომ დღეს ვიმყოფები აქ. გავიცანი და ვნახე მომავლის ლიდერები, მომავლის ჩემპიონები,

18:42 / 16.04.2024
ვიდეორეპორტაჟი
,,აქ ჩემი ცხოვრება როგორია? ახალ წელს ავადმყოფი კაცი მარტო ვხვდები. დილით
,,2003 წელი, 6 ივნისი, ოქიანში თოვლი მოვიდა", კიდევ ,,2001 წელი, 4 ივნისი, ტამის მთაზე თოვლი მოვიდა"..
გადაბრუნებული ტრაქტორი მეორე ტრაქტორით გაასწორეს, მძღოლი ფანჯრიდან თოვლში გადმოვარდა.
"წყალი, ტყე, საძოვრები, მინდორი წაგვართვეს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.