რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« მაისი 2025 »»
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ახალი ამბები
გორის მესამე საჯარო სკოლის გუნდმა სასკოლო ოლიმპიადაში მესამე ადგილი დაიკავა
სასკოლო ოლიმპიადაში გორის მესამე საჯარო სკოლის გუნდი მინიფეხბურთში მესამე ადგილზე გავიდა.

ტურნირის დასკვნითი ეტაპი ანაკლიის ბანაკში 16-31 ივლისს გაიმართა.

სასკოლო ოლიმპიადა მთელის წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. თავდაპირველად, შეჯიბრებები მუნიციპალიტეტების, შემდეგ რეგიონების მიხედვით ტარდებოდა, ბოლოს კი, საქართველოს მასშტაბით დასრულდა.

მძლეოსნურ გეზრბენში ოლიმპიადა 2016-ის ჩემპიონი გოგონებში გახდა:

1 ადგილი - სოფელ რუხის (სამეგრელო) საჯარო სკოლა
მე-2 ადგილი - წეროვნის საჯარო სკოლა (მცხეთა-მთიანეთი)
მე-3 ადგილი - ახალციხის მესამე საჯარო სკოლა (სამცხე-ჯავახეთი)

ვაჟებში:

პირველი ადგილი - თბილისის 120-ე საჯარო სკოლა
მე-2 ადგილი - სოფელ კონდოლის საჯარო სკოლა (კახეთი)
მესამე ადგილი - ახალციხის მეორე საჯარო სკოლა (სამცხე-ჯავახეთი)

მინი ფეხბურთში ოლიმპიადა 2016-ის ჩემპიონი გახდა

1 ადგილი - თბილისის N2 საჯარო სკოლის გუნდი
მე-2 ადგილი - აფხაზეთის N7 საჯარო სკოლა
მესამე ადგილი - გორის (შიდა ქართლი) N3 საჯარო სკოლა

გამარჯვებულებს გადაეცათ თასები, მედლები და სიგელები.

გარდა ჩემპიონებისა და პრიზიორებისა, დასახელდნენ სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებული მოსწავლე სპორტსმენები:

საუკეთესო მძლეოსანი გოგონებში ჰასმიკ მარქარიანი (სამცხე-ჯავახეთი, ახალციხის N3 საჯ. სოლა),

ვაჟებში - დავით მოგელაძე (თბილისის N120 საჯ. სკოლა)
საუკეთესო ფეხბურთელი- გიორგი მაკარაშვილი

ასევე საქართველოს ფუტსალის ასოციაციამ დაასახელა თავისი რჩეული -ლუკა ჯანაშია, რომელსაც ასოციაციის ვიცე პრეზიდენტმა ზურაბ აბზიანიძემ გადასცა ნაკრების ბურთი.

დასახელდა საუკეთესო შედეგის მქონე დელეგაციაც, თბილისმა ოლიმპიადის თოთხმეტი სახეობიდან 7 სახეობაში, ჯამში 56 ოქროს მედალი მოიპოვა. სამეგრელო ზემო სვანეთის დელეგაციამ 3 სახეობაში 23, იმერეთმა 2 სახეობაში 18, ქვემო ქართლმა 13, კახეთმა კი 5 ოქროს მედალი.

ბავშვთა და მოსწავლე ახალგაზრდობის სპორტის ეროვნული ფედერაციისაგან სამახსოვრო საჩუქრები და მადლობის სიგელები გადაეცათ ასევე, ოლიმპიადის მსაჯებს, კომისრებს, ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის ანაკლიის მომავლის ბანაკის ადმინისტრაციასა და ლიდერებს.

სასკოლო სპორტული ოლიმპიადა მთელი საქართველოს მასშტაბით 2015 წლიდან ტარდება და ყოველწლიური ხასიათი აქვს.

2016 წლის ოლიმპიადაში მონაწილეობა 1200 სკოლის 6000-ზე მეტმა მოსწავლემ მიიღო.


2016 წლის სასკოლო სპორტული ოლიმპიადის საშეჯიბრო სახეობებია:

1. მინი ფეხბურთი (ვაჟები)
2. კალათბურთი 3x3 (გოგონები, ვაჟები)
3. მაგიდის ჩოგბურთი (გოგონები,ვაჟები)
4. გეზრბენი, იგივე კროსი (გოგონები,ვაჟები)
5. ხელბურთი (გოგონები, ვაჟები)
6. ფრენბურთი (გოგონები, ვაჟები)
7. ბადმინტონი (გოგონები, ვაჟები)
8. მოძრავი თამაშები - მხიარული სტარტები
9. სპორტულ-შემეცნებითი ოლიმპიადა

პროექტი მნიშვნელოვანია იმითაც, რომ ბავშვთა და მოსწავლე ახალგაზრდობის სპორტის ეროვნული ფედერაცია, საერთაშორისო სასკოლო სპორტის ფედერაცია ISF-ის წევრია და ოლიმპიადაზე გამარჯვებული სკოლის გუნდები,პირველად საქართველოს ისტორიაში, მიემგზავრებიან მსოფლიო სასკოლო ჩემპიონატებზე. აღნიშნული უფრო ამაღლებს ბავშვების მოტივაციას, რომ ჩაერთონ ოლიმპიადაში.

სასკოლო სპორტული ოლიმპიადა საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროსა და საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის მხარდაჭერით ტარდება.

 

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
სასახლე წიფლოვანა-ტყემლოვანის გზის მონაკვეთზე, სოფელ კოდმანის
ასახვევთან შეგხვდებათ.

სასახლე წიფლოვანა-ტყემლოვანის გზის მონაკვეთზე, სოფელ კოდმანის ასახვევთან შეგხვდებათ.

20:17 / 29.04.2025
ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი სააგენტო ,,რესი'' ავრცელებს.
ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი სააგენტო ,,რესი'' ავრცელებს.
20:16 / 29.04.2025
,,შევთავაზეთ გამოსავლი, როგორ შეიძლება მოგვარდეს ეს პრობლემა,
,,შევთავაზეთ გამოსავლი, როგორ შეიძლება მოგვარდეს ეს პრობლემა,
20:11 / 29.04.2025
ობიექტი, რომელიც გორში, ვოლოგდის დასახლების შესასვლელში გაქურდეს,
ობიექტი, რომელიც გორში, ვოლოგდის დასახლების შესასვლელში გაქურდეს,
19:23 / 29.04.2025
შემოსავლების გეგმის შესრულებას 1.9 მლნ ლარი დააკლდა.
შემოსავლების გეგმის შესრულებას 1.9 მლნ ლარი დააკლდა.
19:20 / 29.04.2025
ვიდეორეპორტაჟი
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის ასაკს იყო მიღწეული.
"სოფელში არაფერია. აქ არავინ არის. მხოლოდ ერთი ბიჭი, მაგისი დედა და მე ვართ.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან, მიხარია,
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.