რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« ივლისი 2025 »»
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123
ახალი ამბები
დღეს ფოტოგამოფენა ,,ქალები საქართველოდან" გაიხსნა
დღეს ზ. წერეთლის სახელობის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში წიგნის „ქალები საქართველოდან“ პრეზენტაცია და ფოტოგამოფენა.

ღონისძიებას შვედეთის ელჩი, მარტინა ქვიქი, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი ლორა ტორნთონი და პლატფორმის „ქალები საქართველოდან“ ავტორები და რესპონდენტები ესწრებიან.

წიგნში „ქალები საქართველოდან“ თავმოყრილია პლატფორმის რესპონდენტი ქალების მოკლე ისტორიები და ფოტოპორტრეტები.

პლატფორმა 2016 წლის ოქტომბერში ამოქმედდა და მისი მიზანია მკითხველს დაანახოს საქართველოში მცოვრები ქალების ისტორიების გენდერული ასპექტები.

ასევე შეუქმნას ქალებს სივრცე, სადაც ისინი თავისუფლად ისაუბრებენ ქალების გამოცდილებაზე და იმ ბარიერებზე, რისი გადალახვაც ქალებს უწევთ ყოველდღიურ ცხოვრებაში.

პლატფორმამ „ქალები საქართველოდან“ მალევე მოიპოვა საზოგადოების ნდობა და გვერდის მიმდევრების რაოდენობამ 43,000 მომხმარებელს გადააჭარბა.

ღონისძიებაზე მოსულ სტუმრებს საშუალება აქვთ პირადად გაიცნონ პლატფორმის რესპონდენტები, ასევე შეიძინონ წიგნი.

წიგნების გაყიდვიდან შემოსული თანხა მოხმარდება სოფლად მცხოვრები ქალების გაძლიერებას. ასევე მოეწყობა პლატფორმის „ქალები საქართველოდან“ რეპონდენტის, ნუნუ ბებოს (ნუნუ ნავროზაშვილი) ხელნაკეთი თოჯინების გამოფენა-გაყიდვა.

ფოტოგამოფენა დღეს 11:00 საათიდან გაიხსნა.

მაია გოჩაშვილი, 45 წლის, ცხინვალი/წეროვანი - ,,ქალები საქართველოდან" ერთ-ერთი რესპონდენტი.

„მე დევნილობის „პირველ ტალღაში“ მოვყევი, 91 წელს წამოვედი ცხინვალიდან და მას მერე არ ვყოფილვარ ჩემს ქალაქში. დედა მყავს ახალგორის რეგიონიდან, შესაბამისად, იქაც დავკარგე ჩემი საყვარელი ადგილი.

2008 წლის ომის შემდეგ ვცხოვრობ წეროვანის დევნილთა დასახლებაში დედასთან ერთად.

დავიბადე და გავიზარდე ცხინვალში. იქ ვსწავლობდი სკოლაში. ცხინვალის ინსტიტუტში მხოლოდ ორი წელი ვისწავლე და იმ საშინელი კონფლიქტის შემდეგ გადმოვედი თბილისში და რამდენიმე წელი დეიდასთან ვცხოვრობდი.

სხვადასხვა ადგილებში მიწევდა მუშაობა და 1995 წელს, როდესაც ქვეყანაში მძიმე სიტუაცია იყო და არაფერი სასიხარულო და განსაკუთრებული არ ხდებოდა ჩემს ცხოვრებაში, მოვხვდი მოძრაობაში, რომელსაც ქვია „რწმენა და სინათლე“. ეს მოძრაობა მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაშია გავრცელებული და აერთიანებს გონებრივად ჩამორჩენილ ადამიანებს, მათ ოჯახის წევრებს და მოხალისე მეგობრებს.

თბილისში ასეთი ორი სამეგობრო არსებობს და მიხარია, რომ ერთი ასეთი სამეგობრო არსებობს წეროვანის დევნილთა დასახლებაშიც. როცა ამ მოძრაობის შეხვედრაზე პირველად წავედი, ისე ვიყავი განწყობილი, რომ რაღაც უნდა მესწავლებინა და გამეკეთებინა შეზღუდული უნარების მქონე ადამიანებისთვის.
პირველივე შეხვედრაზე მივხვდი, რომ ეს არის ადგილი, სადაც შეიძლება მე თვითონ ვისწავლო ბევრი რამ. გონებრივად ჩამორჩენილი ადამიანებს, მიუხედავად მათი შეზღუდულობისა, მრავალი ტალანტი გააჩნიათ! მაგრამ მათი მთავარი ტალანტია - მიგიღონ ისეთი, როგორიც ხარ! შეგიყვარონ ისეთი, როგორიც ხარ! სამაგიეროს არაფერს ითხოვენ, მხოლოდ შენთან მეგობრობა სურთ და უნდათ, რომ მათი ცხოვრების ნაწილი გახდე. თითქოს თვალი ამეხილა, ჩემთვის ძალიან თვალსაჩინო გახდა ამ ადამიანების სილამაზე და ბედნიერი ვარ, რომ უკვე 20 წელია ერთმანეთის გვერდით ვართ და ვმეგობრობთ!

სამეგობროს შეხვედრას ვმართავთ თვეში ერთხელ და საკმაოდ საინტერესოდ ვატარებთ დროს -ერთმანეთს ვუზიარებთ აზრს სხვადასხვა თემაზე, ვმღერით, ვცეკვავთ, ვდგამთ მონოსპექტაკლებს, აღვნიშნავთ ერთმანეთის დაბადების დღეს, მივირთმევთ ნამცხვარს, ჩაის... ჩვენი ურთიერთობა მხოლოდ შეხვედრებით არ შემოიფარგლება, ხშირად ვსტუმრობთ ერთმანეთს, ერთად ვსეირნობთ, დავდივართ სხვადასხვა კულტურულ ღონისძიებაზე...

შეხვედრების გარდა, წელიწადში ერთხელ გვაქვს ბანაკი, სადმე საინტერესო ადგილას მივდივართ და რამდენიმე დღე, როგორც ოჯახი, ერთად ვცხოვრობთ. ერთად ვამზადებთ სადილებს, ერთად ვალაგებთ სახლს, დავდივართ პიკნიკზე და ასე ვატარებთ 5-6 დღეს. სულ იყო ფიქრი, რომ „მე ვაკეთებ ამ მოძრაობისთვის“, მაგრამ გარკვეული დროის მერე დგება ისეთი მომენტი, როდესაც ამჩნევ, რომ ეს მოძრაობა არის შენთვის, ის გეხმარება. სიმართლე გითხრათ, 90-იან წლებში ,,რწმენა და სინათლე“ ძალიან დამეხმარა, რომ ჩემი ცხოვრება მრავალფეროვანი გამხდარიყო, უფრო მშვიდი და გარდა ამისა, შემეძინა ძალიან ბევრი მეგობარი. არამარტო საქართველოში, საზღვარგარეთაც. დღეს ეს ადამიანები, ჩემი ყველაზე ახლო მეგობრები არიან.

2008 წლის ომის შემდეგ ბებიას, რომელიც ახალგორიდან იყო, მისცეს სახლი წეროვანში. ვინაიდან ის ძალიან მძიმე ავადმყოფი იყო, მე და დედა ბებოსთან გადმოვედით საცხოვრებლად. შემდეგ მამაც ავად გახდა... ბებოც და მამაც თითქმის ერთ პერიოდში გარდაიცვალნენ... ვიჯექი სახლში, არაფერი მინდოდა... ეს იყო ძალიან მძიმე პერიოდი ჩემს ცხოვრებაში. ერთ დღეს, ნანასგან (ნანა ჩქარეული) გავიგე, რომ არის პროექტი, რომელიც რამდენიმე ქალს საშუალებას აძლევს შეისწავლონ ტიხრული მინანქარი. რაღაცნაირად სკეპტიკურად ვუყურებდი ამ ამბავს იმიტომ, რომ ვთვლიდი, ამას მხატვრობის განსაკუთრებული ნიჭი სჭირდებოდა, ხატვა უნდა შეგძლებოდა, რომ მიხვიდე და რაღაც სილამაზე შექმნა ვერცხლში. ამიხსნეს, რომ ეს სრულებით არ არის აუცილებელი. სიმართლე გითხრათ, ისე გამიკვირდა, იცით?! თავიდან ძალიან გამიჭირდა ტიხრის ხელში აღება, მაგრამ სამი ნამუშევრის გაკეთების შემდეგ, მივხვდი, რომ შემიძლია რაღაცის გაკეთება. მოკლედ, ძალიან მსიამოვნებდა სწავლის პროცესი და პროექტის დასრულების შემდეგ, მე დამტოვეს სახელოსნოში, როგორც თანამშრომელი და უკვე სამი წელია აქ ვმუშაობ.

თამამად ვიტყვი, გადაჭარბების გარეშე, რომ ეს არის ყველაზე კარგი სამსახური, რაც ადამიანს შეიძლება ჰქონდეს იმიტომ, რომ არანაირი შეზღუდვა არ მაქვს დროში, მაგრამ, როგორც წესი, ყოველდღე ერთი და იგივე დროს მოვდივარ და ერთი და იგივე დროს მივდივარ, ეს არის ღამის 11 საათი, ხანდახან 12-ზეც შეიძლება წავიდე. ამას იცით რატომ ვამბობ? ხალისით ვაკეთებ იმას, რასაც ვაკეთებ. მართლა მიყვარს ეს საქმე და მუშაობისას ისე სწარაფად გადის დრო, ვეც ვიგებ.

ამ ნამუშევრებს ვყიდით. გარდა ამისა, გვაქვს ვორკშოფები, განსაკუთრებით უცხოელები ესწრებიან და მათთან ერთად ვაკეთებთ სხვადასხვა სამკაულებს. ვასწავლით მათ თავისი ხელით ამ სილამაზეების კეთებას. ასეთი საინტერესო ცხოვრებით ვცხოვრობთ. ჩვენს ნამუშევრებს აქაც ვყიდით, სახელოსნოში და გარდა ამისა, თბილისში ლესელიძის 53 ნომერში, მაღაზიაში ვაბარებთ. ასევე, ფეისბუქზე გვაქვს გვერდი „იკორთა“, საიდანაც შესაძლებელია შეკვეთის მიღება.“
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
სახსრის ანთებითი დაავადებები, იგივე ართრიტი 100-ზე მეტ
პათოლოგიას აერთიანებს.

სახსრის ანთებითი დაავადებები, იგივე ართრიტი 100-ზე მეტ პათოლოგიას აერთიანებს.

17:14 / 10.07.2025
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა, 19
წლის საბა ჯიქიას 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა, 19 წლის საბა ჯიქიას 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.
13:27 / 10.07.2025
შეხვედრისას სპიკერები იმ კრიტერიუმებს მიმოიხილავენ, რომლებსაც აგრო
პროდუქტი
შეხვედრისას სპიკერები იმ კრიტერიუმებს მიმოიხილავენ, რომლებსაც აგრო პროდუქტი
13:58 / 09.07.2025
დაზარალებულს დაზიანება თავის არეში აღენიშნება

დაზარალებულს დაზიანება თავის არეში აღენიშნება

14:07 / 04.07.2025
ბიუჯეტის ცხრილის შედგენით ვასწავლით
მათ, რას ნიშნავს შემოსავალი და გასავალი, ამით გამოუმუშავდებათ
დაკვირვების უნარი საკუთარ ფინანსურ გადაწყვეტილებებზე

მენტორი პედაგოგი ნინო ლომიძე უკვე
8 წელია მეწარმეობის საფუძვლებს ასწავლის და მოსწავლეებს ბიზნეს
უნარ-ჩვევებს უვითარებს. ამბობს, რომ სწავლა კეთებით ხორციელდება,
ამიტომ მისი მოსწავლეები ქმნიან სიმულაციურ კომპანიებს და
ახორციელებენ რეალურ ბიზნეს. ფიქრობს, რომ ბავშები, რომლებიც ადრეულ
ასაკში იღებენ ფინანსურ განათლებას, რეალურ ცხოვრებაში სწორ ფინანსურ
გადაწყვეტილებებს მიიღებენ.

„მოსწავლეები თავად ირგებენ
სხვადასხვა თანამდებობებს, მართავენ კომპანიას, აწარმოებენ
მოლაპარაკებებს, ქმნიან მარკეტინგულ სტრატეგიას, ყიდიან საკუთარი
ხელით შექმნილ პროდუქციას და ინაწილებენ მოგებას. ეს ყველაფერი მათ
ეხმარება ინოვაციური და შემოქმედებითი აზროვნების ჩამოყალიბებაში,
დასაქმებისთვის მზაობაში და ფინანსური განათლების მიღებაში,რაც
დამეთანხმებით ნამდვილად სჭირდება თანამედროვე ახალგაზრდას” გვიხსნის
ლომიძე და დასძენს, რომ შედარებით დაბალ კლასებში, მოსწავლეებს
მარტივი და მეტად საინტერესო გზით ასწავლის ფინანსების მართვის
პოლიტიკას.



„ვინაიდან ბიუჯეტი დროის გარკვეულ
მონაკვეთზე მიღებული შემოსავლების, გასავლისა და დანაზოგის გეგმაა,
მოსწავლეებს  ყოველკვირეული ან ყოველთვიური ბიუჯეტის ცხრილს
ვადგენინებ. მოსწავლეთა უმრავლესობა ყოველ დღე ხარჯავს თანხას
საკვებისთვის, საკანცელარიო ნივთებისთვის ან ყოველდღიური
საჭიროებებისთვის. ხშირად მათი ხარჯები გაუაზრებელია, რადგან სახარჯო
თანხას უფროსები აძლევენ და ვერ განკარგავენ საჭიროებისამებრ.
ბიუჯეტის ცხრილის შედგენით ვასწავლით მათ, რას ნიშნავს შემოსავალი და
გასავალი, ამით გამოუმუშავდებათ დაკვირვების უნარი საკუთარ ფინანსურ
გადაწყვეტილებებზე, გააანალიზებენ არასაჭირო ხარჯებს და მომავალში
თავს აარიდებენ იმპულსურ ქცევას” გვიზიარებს ლომიძე

ნინოს თქმით, ბისზნესის მართვის
სპეციალისტობიდან დაწყებითების მენტორ მასწავლებლობამდე გზა არც ისეთი
მარტივი ყოფილა არა ერთი გამოცდისა და საგანმანათლებლო პროგრამის
ფონზე, თუმცა მასწავლებლობა მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი
მისიაა.

„სირთულეების მიუხედავად,
ბავშებთან ურთიერთობა ყოველდღიურად ახალ ძალას მმატებს. სწავლის
პროცესში მნიშვნელოვანია საგანი შეაყვარო მოსწავლეს, დაანახო როგორ
შეუძლია  იმ კონკრეტული საგნის ტრანსფერი ყოველდღიურ ცხოვრებაში,
შეაჩვიო სირთულეების ისე გადალახვას,რომ თავად დაინახოს საკუთარი
პროგრესი რაც მას მოტივაციას მისცემს და არასოდეს გაუქრება ცოდნის
მიღების სურვილი.

ბიუჯეტის ცხრილის შედგენით ვასწავლით მათ, რას ნიშნავს შემოსავალი და გასავალი, ამით გამოუმუშავდებათ დაკვირვების უნარი საკუთარ ფინანსურ გადაწყვეტილებებზე


მენტორი პედაგოგი ნინო ლომიძე უკვე 8 წელია მეწარმეობის საფუძვლებს ასწავლის და მოსწავლეებს ბიზნეს უნარ-ჩვევებს უვითარებს. ამბობს, რომ სწავლა კეთებით ხორციელდება, ამიტომ მისი მოსწავლეები ქმნიან სიმულაციურ კომპანიებს და ახორციელებენ რეალურ ბიზნეს. ფიქრობს, რომ ბავშები, რომლებიც ადრეულ ასაკში იღებენ ფინანსურ განათლებას, რეალურ ცხოვრებაში სწორ ფინანსურ გადაწყვეტილებებს მიიღებენ.

„მოსწავლეები თავად ირგებენ სხვადასხვა თანამდებობებს, მართავენ კომპანიას, აწარმოებენ მოლაპარაკებებს, ქმნიან მარკეტინგულ სტრატეგიას, ყიდიან საკუთარი ხელით შექმნილ პროდუქციას და ინაწილებენ მოგებას. ეს ყველაფერი მათ ეხმარება ინოვაციური და შემოქმედებითი აზროვნების ჩამოყალიბებაში, დასაქმებისთვის მზაობაში და ფინანსური განათლების მიღებაში,რაც დამეთანხმებით ნამდვილად სჭირდება თანამედროვე ახალგაზრდას” გვიხსნის ლომიძე და დასძენს, რომ შედარებით დაბალ კლასებში, მოსწავლეებს მარტივი და მეტად საინტერესო გზით ასწავლის ფინანსების მართვის პოლიტიკას.


„ვინაიდან ბიუჯეტი დროის გარკვეულ მონაკვეთზე მიღებული შემოსავლების, გასავლისა და დანაზოგის გეგმაა, მოსწავლეებს  ყოველკვირეული ან ყოველთვიური ბიუჯეტის ცხრილს ვადგენინებ. მოსწავლეთა უმრავლესობა ყოველ დღე ხარჯავს თანხას საკვებისთვის, საკანცელარიო ნივთებისთვის ან ყოველდღიური საჭიროებებისთვის. ხშირად მათი ხარჯები გაუაზრებელია, რადგან სახარჯო თანხას უფროსები აძლევენ და ვერ განკარგავენ საჭიროებისამებრ. ბიუჯეტის ცხრილის შედგენით ვასწავლით მათ, რას ნიშნავს შემოსავალი და გასავალი, ამით გამოუმუშავდებათ დაკვირვების უნარი საკუთარ ფინანსურ გადაწყვეტილებებზე, გააანალიზებენ არასაჭირო ხარჯებს და მომავალში თავს აარიდებენ იმპულსურ ქცევას” გვიზიარებს ლომიძე

ნინოს თქმით, ბისზნესის მართვის სპეციალისტობიდან დაწყებითების მენტორ მასწავლებლობამდე გზა არც ისეთი მარტივი ყოფილა არა ერთი გამოცდისა და საგანმანათლებლო პროგრამის ფონზე, თუმცა მასწავლებლობა მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მისიაა.

„სირთულეების მიუხედავად, ბავშებთან ურთიერთობა ყოველდღიურად ახალ ძალას მმატებს. სწავლის პროცესში მნიშვნელოვანია საგანი შეაყვარო მოსწავლეს, დაანახო როგორ შეუძლია  იმ კონკრეტული საგნის ტრანსფერი ყოველდღიურ ცხოვრებაში, შეაჩვიო სირთულეების ისე გადალახვას,რომ თავად დაინახოს საკუთარი პროგრესი რაც მას მოტივაციას მისცემს და არასოდეს გაუქრება ცოდნის მიღების სურვილი." ლომიძის აზრით არაფორმალურ განათლებას უზარმაზარი როლი უჭირავს მოსწავლის ცხოვრებაში, როდესაც საქმე რეალურ ცხოვრებაში საჭირო უნარების განვითარებას ეხება. "პატარა ასაკიდანვე ვზრუნავ მოსწავლეების პროფესიულ ორიენტაციაზე, მიმყავს სხვადასხვა ადგილებზე, სადაც თავად მოსინჯავენ და უშუალოდ დააკვირდებიან სხვადასხვა პროფესიებს.”

ნინო, თავის ცოდნასა და გამოცდილებას, საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებ მოსწავლეებსაც უზიარებს, რადგან თვლის, რომ განათლება ყველა ბავშვისთვის ერთნაირად ხელმისაწვდომი უნდა იყოს.

“გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლის სკოლებში ახალგაზრდებს, მასწავლებლებსა და სოფლის მოსახლეობას ვუზიარებ ცოდნას. ვასწავლი თუ როგორ იყვნენ ფინანსური სისტემების გონიერი მომხმარებლები. ვთვლი, რომ მასწავლებლობა ჩემთვის სამყაროს უკეთესობისკენ შეცვლის საშუალებაა, რასაც თითოეული მოსწავლიდან ვიწყებ უპირობო სიყვარულის, სამართლიანობისა და ნდობის საშუალებით.”

 

 

13:26 / 04.07.2025
ვიდეორეპორტაჟი
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის ასაკს იყო მიღწეული.
"სოფელში არაფერია. აქ არავინ არის. მხოლოდ ერთი ბიჭი, მაგისი დედა და მე ვართ.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან, მიხარია,


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.