რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« აპრილი 2024 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ახალი ამბები
გორში წლის ბოლოს ,,ერეკლეს აბანო" გაიხსნება
წლის ბოლოს გორში დამთვალიერებლების ,,ერეკლეს აბანო" გაიხსნება. ქალაქის მერიამ ისტორიული შენობის რეაბილიტაცია გადაწყვიტა, რისთვისაც 46 500 ლარი გამოყო.

ინფრასტრუქტურის სამსახურის ცნობით, კედლები, გუმბათი და იატაკები კირხსნარით გაიწმინდება. მთავარი კარის პერიმეტრზე აგურს გამოცვლიან.

განსაკუთრებული ყურადღება სანიტარულ კვანძებს მიექცევა. კერძოდ, სანკვანძში მეტლახი და კაფელი დაიგება, კარები დამონტაჟდება, გადაიხურება კრამიტით, ელექტრო სისტემას გაიყვანენ, იქნება წყალსაწრეტები, უნიტაზი და პირსაბანი.

გარდა ამისა, ხის იატაკი გადაიფარება ე.წ. ნაწრთოფი მინით, სადაც ასევე იქნება ალაგ-ალაგ 25 სმ სიმაღლის აგურის ბოძები.

მერიის დაკვეთით, ხელოვნებათმცოდნე პაატა ბასიშვილმა შენობის არსებული მდგომარეობა შეისწავლა.

მისი რეკომენდაციით, რესტავრაციისას სიფრთხილეა საჭირო, კერძოდ:

,,პროექტირებისას მაქსიმალურად უნდა ვიხელმძღვანელოდ არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით. შენობის გადახურვა და კედლები უნდა განთავისუფლდეს მცენარეული საფარისაგან. დაზიანებული და ნაკლული ადგილები უნდა აღსდგეს ანალოგიური მასალით. ინტერიერის აღდგენა უნდა მოხდეს მისი შემდგომი ადაპტაციის მოთხოვნების გათვალისწინებით. თუ აქ განთავსდება საგამოფენო სივრცე, მაშინ საჭირო იქნება მოეწყოს იატაკი, თუმცა მოსაფიქრებელი იქნება შუშის კონსტრუქციების მოწყობის დიზაინი, რათა ახალი იატაკის ქვეშ არსებული სივრცე აღქმის გარეშე არ დარჩეს." - აღნიშნავს იგი.

მისი განცხადებით, მართალია გორი მდიდარია ისტორიული და არქიტექტურული ძეგლებით, მაგრამ აბანო ერთადერთი ძეგლია, რომელიც საყოფაცხოვრებო - ჰიგიენური დანიშნულებისაა და ბევრი რამის მთქმელია თავისი არსებობით, ამიტომ გადაუდებლად საჭიროა მისი სრულყოფილი რესტავრირება რათა მან დაიკავოს კუთვნილი ადგილი ქ. გორის ღირსშესანიშნაობათა რიგში.

აბანოს წარმოშობის შესახებ

,,ერეკლეს აბანო" სპარსული აბანოს სტილის ნაგებობაა. მისი ინფორმაციით, მსგავსი მრავლად შემოგვრჩა საქართველოში. ასეთებია - ქვემო ჭალის ამილახვრების აბანო, დმანისი, ახალციხე, თელავი, გემი, ალავერდი, ხერთვისი და თბილისი.

გორის ისტორიის მკვლევარი პროფ. ე. მამისთვალიშვილი თვლის, რომ ეს აბანო 1802-1803 წ.წ. აშენდა, არგუმენტად მოჰყავს 1802 წლის გეგმაზე აბანოს არარსებობა.

პაატა ბასიშვილის აზრით, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ნაგებობა აქ არ იყო, სავარაუდოდ მას ფუნქცია ჰქონდა დაკარგული და ამის გამო ვერ მოხვდა გეგმაზე, რომელიც უშუალოდ ძველ გორს მოიცავს ციხის გარშემო არსებულს, ხოლო „ერეკლეს აბანო“ საკმაოდ შორს არის აქედან.

,,გაუგებარია, სახელი „ერეკლეს აბანო“ მართლა ამგების სახელს უკავშირდება, თუ პირობითად ეწოდა ასე. ჩვენის აზრით, აბანო გაცილებით ძველია ერეკლეს მეფობის ხანაზე, ვინაიდან მსგავსი სტილის აბანოების მშენებლობის ბუმი უკავშირდება როსტომ მეფის გამეფების პერიოდს (1632-1658 წ.წ.). ამ პერიოდში ქართლში მშვიდობამ დაისადგურა." - აღნიშნავს იგი.

მაშინდელი აბანოები არქიტექტურითა და ფუნქციურად აღმოსავლური იყო. ისინი ნახევრად მიწაში განლაგებული, დაბალი პროპორციების შენობებია, რაც ხელს უწყობდა წყლის თვითდინებით
შესვლას, ტემპერატურის სტაბილურობას. წყალი კერამიკული მილების საშუალებით მიჰყავდათ ადგილამდე. გვიანანტიკური აბანოებისაგან განსხვავებით, სადაც იატაკთან ერთადკედლებიც თბებოდა, ამ აბანოებში მარტო საბანაო ოთახის იატაკს ათბობდნენ.

აბანო ძირითადად ორი ოთახისაგან შედგებოდა: საბანაო და გასახდელი. გასახდელში იყო ნიშები, ხის საწოლები, სკამები, მაგიდა სარკით და სხვ.

,,გორის „ერეკლეს აბანო“ 17 ს-ის ქალაქიდან საკმაოდ მოშორებულია და არანაირად არ ჯდება ქალაქის ინფრასტრუქტურაში. სავარაუდოდ, აქ იყო სამხედრო ბანაკი (სპარსელების) და ჯარისკაცების საჭიროებისათვის ააშენეს ეს აბანო. ეს პრქტიკა სხვაგანაც არის გამოყენებული და ამის ვარაუდის საფუძველს ეს მომენტი გვაძლევს. " - აღნიშნავს ხელოვნებათმცოდნე პაატა ბასიშვილი.




Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
მოგონებებს ქვიშხეთის იმდროინდელი გამგებელი 30 წლის შემდეგ, სიამაყით
აქვეყნებს.
მოგონებებს ქვიშხეთის იმდროინდელი გამგებელი 30 წლის შემდეგ, სიამაყით აქვეყნებს.
23:06 / 26.04.2024
ქარელში, გერმანული ენის სასწავლებელი დააარსეს ნანა, ანა და გიორგი
კობახიძეებმა,
ქარელში, გერმანული ენის სასწავლებელი დააარსეს ნანა, ანა და გიორგი კობახიძეებმა,
14:00 / 24.04.2024
საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო ე.წ. აგენტების
კანონი,

საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო ე.წ. აგენტების კანონი,

22:19 / 23.04.2024
დღეს პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

დღეს პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

23:56 / 17.04.2024
ვიდეორეპორტაჟი
,,აქ ჩემი ცხოვრება როგორია? ახალ წელს ავადმყოფი კაცი მარტო ვხვდები. დილით
,,2003 წელი, 6 ივნისი, ოქიანში თოვლი მოვიდა", კიდევ ,,2001 წელი, 4 ივნისი, ტამის მთაზე თოვლი მოვიდა"..
გადაბრუნებული ტრაქტორი მეორე ტრაქტორით გაასწორეს, მძღოლი ფანჯრიდან თოვლში გადმოვარდა.
"წყალი, ტყე, საძოვრები, მინდორი წაგვართვეს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.