შემთხვევა გუშინ, გიორგობის დღესასწაულზე მოხდა.
თანასოფლელების ვერსიით, სადღესასწაულო სუფრაზე კამათით დაიწყო და შემდეგ ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ადგილზე მოკვლევა ჩაატარეს, საცხოვრებელი სახლიდან სისხლის ნიმუშები აიღეს.
ჩხრეკას გამგებლის წარმომადგენელიც ესწრებოდა. მისი თქმით, სახლიდან იარაღის ტყვიებიცაა ამოღებული.
,,გარდაცვლილს დაზიანებები თავის არეში აღენიშნება, დამტვრეული აქვს მხრის ძვლები. მას, სავარაუდოდ, ოთხი ადამიანი, მათ შორის, სტუმრები, სცემდნენ. ერთი წაიყვანეს უკვე პოლიციაში" - აცხადებენ ახლობლები.
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურის ცნობით, დაკავებულია ერთი პირი. მათი ინფორმაციით, ექსპერტიზა დაადგენს თავის არეში მიყენებული დაზიანებები, რამაც სიკვდილი გამოიწვია, დაცემისას მიიღო თუ არა. გამოძიება 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.
გორის ქალთა კამერული გუნდი გასტროლებს ინდოეთში გამართავს. 2026 წლის 3-14 დეკემბერს კოლექტივი კონცერტებს ნიუ-დელიში,
მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზების დაზიანების გამო, გუშინ საღამოდან ელექტროენერგია არ მიეწოდება კასპისა და გორის
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ინერხევთან 2023 წელს მოასფალტებული გზის დეფორმაცია გრძელდება. 2025 წლის შემოდგომასა და 2026 წელს
„საზოგადოება ბილიკი“ გორში ახალ პროექტს - „უსაფრთხო, მწვანე და ინკლუზიური სამეზობლოების შექმნა“ - იწყებს.
ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში
"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.














სტატიის გამოყენების პირობები