რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ახალი ამბები
პარლამენტარისა და მერის ნათესავების დაპირისპირება ასფალტის ,,ბიზნესში"
გადანაწილებული ტენდერებ

ქალაქ გორში, ასფალტის საფარის მსუყე სამუშაოებზე სამი კომპანიაა გამოკვეთილი.

ესენია:  ,,შარა" ,,ვერელი პლიუსი" და ,,საგზაო სამშენებლო სამმართველო #1"

სამივე კომპანიამ ,,წარმატებებს" ჯერ კიდევ 2012 წლამდე მიაღწია.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი არაერთხელ წერდა.

მათი ხელმძღვანელები მმართველი პარტიის მსხვილი შემწირველები იყვნენ, ტენდერებშიც ,,აქტიურად"  მონაწილეობდნენ და ,,იმარჯვებდნენ".

ადგილობრივ საგზაო სამშენებლო ბაზარზე თითქმის, სრულმა უკონკურენტობამ, ფინანსურად ეს კომპანიები კიდევ უფრო გააძლიერა. შეიძინეს ტექნიკა, გაფართოვდა წარმოება.

მაგალითად, იოსებ მაკრახიძის ძირითადი კომპანია შპს  ,,იბოლია" გორის ბაზარზე თითქმის აღარც ჩანს. ,,იბოლია" სახელმწიფო საგზაო დეპარტამენტის მიერ გამოცხადებულ ტენდერებში გადაერთო.

სამაგიეროდ, იოსებ მაკრახიძეს, მეუღლის მმართველობის სახით, ადგილზე შექმნილი აქვს მეორე კომპანია - ,,შარა"



,,შარა"
- ერთ-ერთი მფლობელი გახლავთ იოსებ მაკრახიძის მეუღლე;

,,ვერელი პლიუსი" - მფლობელი გახლავთ ზურაბ ჯირკველიშვილის სიძე.

,,საგზაო სამშენებლო სამმართველო #1" - მფლობელი შოთა აბულაძე გახლავთ იოსებ მაკრახიძის ახლობელი, მისი შვილი ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე იყო.



შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდიდან მოძიებული ინფორმაციით ირკვევა, რომ ,,შარა" და ,,იბოლია" ერთმანეთის კონკურენტები თითქმის არასდროს არიან, რადგან ორივე მათგანს ერთი ოჯახის წარმომადგენლები მართავენ.

ეს ორი კომპანია თავს იკავებს  მსხვილ კომპანიასთან, შპს ,,საგზაო სამშენებლო სამმართველო #1"-თან ტენდერებში კონკურენტად ,,ჩაჯდომაზე", რისი მაგალითებიც ქვემოთაა მოყვანილი.

მაგალითად, 2016-2017 წლების მონაცემებით, ,,საგზაო სამშენებლო სამმართველო #1" არ ჩანს ქალაქში გამოცხადებულ იმ ტენდერებში, სადაც ,,იბოლია" ან ,,შარა" მონაწილეობს.

რაც შეეხება ,,ვერელი +", რომლის ხელმძღვანელი როინ მიხანაშვილი ქალაქის მერის, ზურაბ ჯირკველიშვილის ნათესავია, ის ყოველთვის იოსებ მაკრახიძისა და შოთა აბულაძის კომპანიების კონკურენტია.


იხ. სატენდერო მაგალითები:

1. ანწუხელიძის ქუჩის მოასფალტება - საწყისი ფასი 567 000 ლარი

აუქციონის შედეგები:
,,საგზაო სამშენებლო სამმართველო" - 557 000 ლარი
ვერელი პლიუსი" 453 000 ლარი (მიენიჭა დისკვალიფიკაცია) 

2. 26 მაისის სანაპიროს მოასფალტება - საწყისი ფასი 120 000 ლარი

შარა - 119 700 ლარი
ვერელი პლიუსი - 96 785 ლარი (მიენიჭა დისკვალიფიკაცია)

3. ჭალის დასახლებაში ჩუბინიშვილი - ფერაძის ქუჩის მოასფალტება - საწყისი ფასი 712 500 ლარი

საგზაო სამშენებლო სამმართველო #1 - 669 000 ლარი (გაიმარჯვა უკონკურენტოდ)

4. ქალაქ გორში ქუჩების რეაბილიტაცია - საწყისი ფასი 279 000 ლარი
საგზაო სამშენებლო სამმართველო #1 - 276 000 ლარი (გაიმარჯვა უკონკურენტოდ)

5. ქუჩები: გოგებაშვილი, შინდისი, გორგასალი, ხახუტაშვილი და ა.შ. - საწყისი ფასი 229 268 ლარი

საგზაო სამშენებლო სამმართველო #1 - 183 415 ლარი (გამოცხადდა გამარჯვებულად)

ვერელი პლიუსი - 183 415

6. გურამიშვილისა და ამილახვრის ქუჩები - საწყისი ფასი 507 304 ლარი

საგზაო სამშენებლო სამმართველო #1 - 444 000 ლარი (გაიმარჯვა უკონკურენტოდ)



ბოლო ფაქტი

ქალაქ გორში, სადგურის დასახლებაში, კომპანია ,,საგზაო სამშენებლო სამმართველო #1" რამდენიმე ქუჩის რეაბილიტაციას იწყებს.

მერიის წარმომადგენლის ცნობით, სადგურის დასახლებაში შრომის, უფლისციხის, გაბაშვილის მეორე მონაკვეთის, სამადაშვილის მეორე მონაკვეთის, ქარხნისა და კავსაძის ქუჩების რეაბილიტაცია ჩატარდება.

აღნიშნული გზების მოასფალტების ტენდერში მხოლოდ ერთმა კომპანიამ ,,საგზაო სამშენებლო სამმართველო #1"-მა მიიღო მონაწილეობა.

პროექტში, რომლის ღირებულება 800 ათასი ლარი იყო, ,,საზგაო სამშენებლო სამმართველომ" გასამარჯვებლად 717 000 ლარი მიუთითა..

რეკომენდატორად აღნიშნულმა ფირმამ კასპის მუნიციპალიტეტის გამგებლის, გოჩა გოჩიტაშვილის წერილი მოიშველია.

ამ წერილში გოჩა გოჩიტაშვილი წერს, რომ ,,საგზაო სამშენებლო სამმართველო #1"-მა ქალაქ კასპში, მირიან მეფის ქუჩაზე სამუშაოები ხარისხიანად და სრულყოფილად შეასრულა.

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ვიდეოარქივში მოიძებნება სიუჟეტი, სადაც მირიან მეფის ქუჩაზე მცხოვრებლები ამბობენ, რომ ქუჩა არასრულყოფილადაა გაკეთებული.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
გმირთა მოედნის გადაკეტვის შემდეგ თამარ მეფის ქუჩის მიმართულებით
გზაც გადაკეტეს. ეს გზა სანაპიროს უერთდება.
გმირთა მოედნის გადაკეტვის შემდეგ თამარ მეფის ქუჩის მიმართულებით გზაც გადაკეტეს. ეს გზა სანაპიროს უერთდება.
22:53 / 02.05.2024
,,მე, როგორც მერის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს წევრი, ახალგაზრდულ
საკითხებში, ქვეყანაში მიმდინარე
,,მე, როგორც მერის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს წევრი, ახალგაზრდულ საკითხებში, ქვეყანაში მიმდინარე
18:58 / 02.05.2024
,,სისულელებს წერენ, საიდან მოიტანეს. ენას ძვალი არა აქვს,
,,სისულელებს წერენ, საიდან მოიტანეს. ენას ძვალი არა აქვს,
20:31 / 01.05.2024
"სპეციალური საგამოძიებო სამსახური მომხდარ ფაქტებზე შეტყობინებებს ცხელი ხაზით,
13:50 / 01.05.2024
"რუსული კანონის" საწინააღმდეგო აქციაზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა
12:32 / 01.05.2024
ვიდეორეპორტაჟი
ერთ-ერთ მიკროავტობუსში გაუგებრობა მოხდა. იქ სადაც საბავშვო ბაღების გაერთიანების
,,აქ ჩემი ცხოვრება როგორია? ახალ წელს ავადმყოფი კაცი მარტო ვხვდები. დილით
,,2003 წელი, 6 ივნისი, ოქიანში თოვლი მოვიდა", კიდევ ,,2001 წელი, 4 ივნისი, ტამის მთაზე თოვლი მოვიდა"..
გადაბრუნებული ტრაქტორი მეორე ტრაქტორით გაასწორეს, მძღოლი ფანჯრიდან თოვლში გადმოვარდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.