რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« ოქტომბერი 2026 »»
ო ს ო ხ პ შ კ
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ახალი ამბები
სახლის სარდაფი ერგნეთში, სადაც მუზეუმი განთავსდება
ერგნეთში, ლია ჩლაჩიძის სახლის სარდაფში, 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგების ამსახველი ნივთები განთავსდება.

საწყის ეტაპზე, მიმდინარე წლის ივლისში, ტერიტორია მოსუფთავდება. მასალების შეგროვება დაიწყება, რომელშიც ადგილობრივი მოსახლეობა და რეგიონში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას.

შეგროვებულ ნივთები, ჯერ კიდევ, დაუმთავრებელ მუზეუმში შეინახება, მათ შორის, ერთერთი მცხოვრების დამწვარი ავტომანქანა. ეს მანქანა 9 წელია ლია ჩლაჩიძის სახლის ეზოში დგას.

,,ეს იქნება საგანმანათლებლო სივრცე, სადაც ქართულ-ოსურ ურთიერთობებზე, სახალხო დიპლომატიაზე და სხვა მსგავსი მიმართულების საკითხებზე შეხვედრა-დისკუსიები მოეწყობა. აქ განთავსდება დამწვარი და ომის შედეგად დაზიანებული სხვადასხვა ნივთები, რომლებსაც დღემდე ინახავენ როგორც გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლებში მცხოვრებლები, ასევე ის ადამიანები, რომლებსაც 2008 წლის აგვისტოს მოვლენებთან რაიმე შეხება ჰქონდა." - ამბობს ლია ჩლაჩიძე.

ლია ჩლაჩიძე განმარტავს, რომ ეს არ იქნება აგრესიის მუზეუმი:

,,ეს იქნება სივრცე, სადაც კიდევ ერთხელ შევიგრძნობთ მშვიდობის ფასს და მის უალტერნატივობას. ომი არ სცნობს ეროვნებას, მან მშვიბიანი მოსახლეობა ორივე მხარეს დააზარალა. ახალმა თაობამ უნდა ნახოს და იცოდეს, თუ რა შედეგები მოყვება საომარ მოქმედებებს, იმისთვის რომ ჩაერთონ სამშვიდობო პროცესებში და ხელი შეუშალონ დაძაბულობასა და შუღლის გაღვივებას. " - განმარტავს ლია ჩლაჩიძე.

2017 წლის 8 აგვისტომდე ლია ჩლაჩიძე, მოხალისეებთან ერთად, მუზეუმის ინტერიერის მოწყობას გეგმავს. ომის დროს დაზიანებული სივრცე ამ პერიოდში აუდიო და ვიზუალურ მასალას მოიცავს.




ავტორი: ნინო ჩიბჩიური


Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
თეატრმცოდნე ნინო გაბედავას შეფასებით, წარმოდგენა რუსეთის ნამდვილ
სახესა და ჩინოვნიკების უპასუხისმგებლობას ასახავს. სპექტაკლი
მოგვითხრობს გალაკტიონ ხოსოლიანის ამაო ბრძოლაზე მეზობლის ღორებისა და
უსამართლობის წინააღმდეგ.
თეატრმცოდნე ნინო გაბედავას შეფასებით, წარმოდგენა რუსეთის ნამდვილ სახესა და ჩინოვნიკების უპასუხისმგებლობას ასახავს. სპექტაკლი მოგვითხრობს გალაკტიონ ხოსოლიანის ამაო ბრძოლაზე მეზობლის ღორებისა და უსამართლობის წინააღმდეგ.
14:52 / 08.10.2026
გორსა და მიმდებარე სოფელში ავტომობილის ნასვამ მდგომარეობაში
მართვისთვის ორი მძღოლი დააკავეს. ორივე მათგანი აღნიშნულ
სამართალდარღვევაში განმეორებით არის მხილებული. სასამართლომ
დამრღვევებს 5-დღიანი პატიმრობა, 2 000-ლარიანი ჯარიმა და მართვის
უფლების 1 წლით ჩამორთმევა განუსაზღვრა.
გორსა და მიმდებარე სოფელში ავტომობილის ნასვამ მდგომარეობაში მართვისთვის ორი მძღოლი დააკავეს. ორივე მათგანი აღნიშნულ სამართალდარღვევაში განმეორებით არის მხილებული. სასამართლომ დამრღვევებს 5-დღიანი პატიმრობა, 2 000-ლარიანი ჯარიმა და მართვის უფლების 1 წლით ჩამორთმევა განუსაზღვრა.
13:22 / 08.10.2026
გორი-კარალეთის გზაზე, ავტობანის ხიდთან, ლოდებით დატვირთული სატვირთო
ავტომობილი გადაბრუნდა. არსებული ინფორმაციით, ორთაშენიდან გორისკენ
მიმავალმა სატვირთომ მოხვევისას წონასწორობა ვერ შეინარჩუნა.
გორი-კარალეთის გზაზე, ავტობანის ხიდთან, ლოდებით დატვირთული სატვირთო ავტომობილი გადაბრუნდა. არსებული ინფორმაციით, ორთაშენიდან გორისკენ მიმავალმა სატვირთომ მოხვევისას წონასწორობა ვერ შეინარჩუნა.
13:17 / 08.10.2026
მამაკაცი, რომელიც ესპანეთიდან დეპორტაციის შემდეგ უსახლკაროდ
დარჩა, შემოსავლის მიღების მიზნით ტაქსაობდა. მოსამართლემ დამრღვევს
ფულადი ჯარიმა დააკისრა და ავტომობილის მართვა აუკრძალა.
 

მამაკაცი, რომელიც ესპანეთიდან დეპორტაციის შემდეგ უსახლკაროდ დარჩა, შემოსავლის მიღების მიზნით ტაქსაობდა. მოსამართლემ დამრღვევს ფულადი ჯარიმა დააკისრა და ავტომობილის მართვა აუკრძალა.

 

11:41 / 08.10.2026
მიზეზი თანამშრომლებს შორის სამუშაო ოთახის გამო მომხდარი კამათი
გახდა, რითაც სპეციალური კომისიის დასკვნით, ორივე მათგანმა
შინაგანაწესი დაარღვია. სააგენტოს ხელმძღვანელი მედიის ზარებს არ
პასუხობს.
მიზეზი თანამშრომლებს შორის სამუშაო ოთახის გამო მომხდარი კამათი გახდა, რითაც სპეციალური კომისიის დასკვნით, ორივე მათგანმა შინაგანაწესი დაარღვია. სააგენტოს ხელმძღვანელი მედიის ზარებს არ პასუხობს.
19:41 / 07.10.2026
ვიდეორეპორტაჟი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში

"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.