რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« ოქტომბერი 2026 »»
ო ს ო ხ პ შ კ
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ახალი ამბები
შიდა ქართლის ყველა მუნიციპალიტეტში ოკუპაციის მუზეუმები გაიხსნება
გორში, ქარელსა და ხაშურში ,,ოკუპაციის მუზეუმები" გაიხსნება.

ამის თაობაზე სამოქალაქო სექტორს ფინანსური მხარდაჭერა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა აღუთქვა.

ეს ინიციატივა გიორგი აბაშიშვილთან შეხვედრის დროს, დღეს, კასპში, ოკუპაციის მუზეუმში განიხილეს.

,,მე გთავაზობთ, რომ ივლისის თვეშივე, რისი გაკეთებაც შესაძლებელია პროექტის სახით, შიდა ქართლის რაიონული ცენტრები ავიღოთ და კასპის მუზეუმის მოდელზე სასწრაფოდ დავიწყოთ დანარჩენების გაკეთება. როცა ამას ვამბობ, ბუნებრივია ამ იდეის უკან დგას ხელშეწყობაც, ფინასნსებიც და ა.შ. გავაკეთოთ ოკუპაციის მუზეუმები, ოკუპაციის გარშემო“ - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ადგილობრივ ახალგაზრდებს პროექტის ,,არა ოკუპაციას“ ფარგლებში შეხვდა, რომლებსაც ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასა და არსებულ გამოწვევებზე ესაუბრა.

მან ღია ლექცია საქართველოს უახლოესი ისტორიის ეკონომიკის მიმოხილვით დაიწყო და ე.წ. ანაბრების მაგალითზე, პოსტსაბჭოთა სივრცეში კაპიტალის დაგროვების პირველი მცდელობები გაიხსენა.

მთავარი აქცენტები კი, მოხსენებისას ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულებასა და მათთან თავისუფალი ვაჭრობის მნიშვნელობაზე გააკეთა.

პროექტის ფარგლებში, კასპის მუზეუმმა მსგავსი ტიპის სულ 9 შეხვედრას უმასპინძლა. მინისტრებმა და სხვადასხვა ქვეყნის ელჩებმა აუდიტორიას  ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილება გაუზიარეს და დამსწრეთა შეკითხვებს უპასუხეს.

პროექტს,  ,,არა ოკუპაციას“ ორგანიზაცია ,,ქართლოსი“ ოთხი თვის განმავლობაში ახორციელებდა. მას პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი აფინანსებდა. შეხვედრის მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ პროექტის გაგრძელების აუცილებლობა არსებობს. 




Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
საქართველოს საკალათბურთო სუპერლიგაში „ივერიონი - გორი“ თბილისის
„ბლექ ფორტრესს“ დაუპირისპირდება. თბილისურ კლუბში NBA-ის ჩემპიონი და
8-გზის All-Star-ის მონაწილე დუაიტ ჰოვარდი ითამაშებს.
საქართველოს საკალათბურთო სუპერლიგაში „ივერიონი - გორი“ თბილისის „ბლექ ფორტრესს“ დაუპირისპირდება. თბილისურ კლუბში NBA-ის ჩემპიონი და 8-გზის All-Star-ის მონაწილე დუაიტ ჰოვარდი ითამაშებს.
11:49 / 09.10.2026
ხაშურის ბაზარში ხორცით მოვაჭრეებმა სამდღიანი გაფიცვა გამოაცხადეს.
პროტესტის მიზეზი ადგილობრივ სასაკლაოზე საქონლის დაკვლის ტარიფის 120
ლარამდე გაზრდაა.
ხაშურის ბაზარში ხორცით მოვაჭრეებმა სამდღიანი გაფიცვა გამოაცხადეს. პროტესტის მიზეზი ადგილობრივ სასაკლაოზე საქონლის დაკვლის ტარიფის 120 ლარამდე გაზრდაა.
11:02 / 09.10.2026
გორის სასამართლოში განიხილება საქმე, სადაც სამი პოლიციელი მოქალაქეს
შეურაცხყოფაში ადანაშაულებს. ბრალდებულის თქმით, სამართალდამცველებმა
მასზე წინა დღეებში მომხდარი კამათის გამო იძიეს შური.
გორის სასამართლოში განიხილება საქმე, სადაც სამი პოლიციელი მოქალაქეს შეურაცხყოფაში ადანაშაულებს. ბრალდებულის თქმით, სამართალდამცველებმა მასზე წინა დღეებში მომხდარი კამათის გამო იძიეს შური.
22:15 / 08.10.2026
ორივე ძალადობის ფაქტი 6 ოქტომბერს მოხდა. ერთ შემთხვევაში მამამთილმა
რძალსა და საკუთარ მეუღლეზე იძალადა, მეორე შემთხვევაში კი ქმარმა
ცოლს სცემა. მოსამართლის გადაწყვეტილებით, ორივე მათგანს 4-თვიანი
პატიმრობა და პირობითი სასჯელი განესაზღვრა.
ორივე ძალადობის ფაქტი 6 ოქტომბერს მოხდა. ერთ შემთხვევაში მამამთილმა რძალსა და საკუთარ მეუღლეზე იძალადა, მეორე შემთხვევაში კი ქმარმა ცოლს სცემა. მოსამართლის გადაწყვეტილებით, ორივე მათგანს 4-თვიანი პატიმრობა და პირობითი სასჯელი განესაზღვრა.
18:45 / 08.10.2026
გორში, „ლიბერთი ბანკის“ ბანკომატიდან პენსიონერს ფული მოჰპარეს.
საქმეზე დაკავებულია მრავალჯერ ნასამართლევი პირი, რომელსაც
მოსამართლე გოგა კუპრეიშვილმა წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
გორში, „ლიბერთი ბანკის“ ბანკომატიდან პენსიონერს ფული მოჰპარეს. საქმეზე დაკავებულია მრავალჯერ ნასამართლევი პირი, რომელსაც მოსამართლე გოგა კუპრეიშვილმა წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
16:58 / 08.10.2026
ვიდეორეპორტაჟი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში

"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.