რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« აპრილი 2024 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ახალი ამბები
კომბინატის მთავარ მოედანს შესაძლოა ალექსი აბულაძის სახელი მიენიჭოს
ქალაქ გორში, კომბინატის დასახლებაში მდებარე მოედანს შესაძლოა ალექსი აბულაძის სახელი მიენიჭოს.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს საკრებულოდან აცნობეს.

საკრებულოს წევრის, თამარ თედლიაშვილის თქმით, საკითხი დასამტკიცებლად უახლოს სხდომაზე გავა, თუმცა სივრცითი კომისიის სხდომის წევრების უმრავლესობამ დადებითი რეკომენდაცია გასცა.

,,იმ დროს, როდესაც ჩემი მოთხოვნა, სხვა ადგილებისთვის ევროპის მოედნისა და ანა სოლოღაშვილის სახელის მინიჭების თაობაზე, არ დააკმაყოფილეს, სივრცითი მოწყობის კომისიის მიერ მიღებული ეს ბოლო დადებითი დასკვნა ნამდვილად ტრაგიკულია" - აცხადებს თამარ თედლიაშვილი.

საკითხის ინიციატორია საკრებულოს წევრი დავით რაზმაძე. იგი წერილში დეტალურად აღწერს იმ მიღწევებს, რასაც ინჟინერი ალექსი აბულაძე არა მარტო გორისთვის, არამედ საქართველოს მასშტაბით აკეთებდა.

მისი ინიციატივა უკვე ქალაქის მერიას გადაეგზავნა და მერის, ზურაბ ჯირკველიშვილის რეზოლუციას ელოდება.

,,ჩემთან ინფორმაცია ჯერ არ შემოსულა, თუმცა, ამ საკითხის გადაწყვეტა ჩვენი პრეროგატივა არაა. ჩვენ, მხოლოდ, შესაბამის ტექნიკურ დოკუმენტაციას, ნახაზებს მოვუმზადებთ" - გვითხრა არქიტექტურის განყოფილების უფროსმა ზურაბ ჯალაღანიამ.

,,ჩვენ ყველა მისი გაზრდილები ვართ" - ამბობს მერიის ეკონომიკური და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი აკაკი ხუფენია. ,,ქალაქში მის მიერ ბევრი რამეა აშენებული. მაგის აშენებულია კომუნისტების დროს სოფლებში ფერმისა და კოლმეურნეობების შენობები. როგორც ვხვდები, ის კაცი მაგ მოედანთან ცხოვრობდა და ამიტომაც ლოგიკურია, რომ მისი სახელის მინიჭება მოითხოვეს" - აღნიშნავს ხუფენია.

მშვიდობის გამზირზე, #13 ნომერში ალექსი აბულაძე 2005 წლამდე ცხოვრობდა. ე.წ. ტუფის ბინების ეზოში იმ ადამიანებს გავესაუბრეთ, რომლებიც საქართველოში ცნობილ ინჟინერს იცნობდნენ:

,,მცხეთიდან დაწყებული გორამდე სულ მაგის აშენებულია" - გვითხრა ერთ-ერთმა ასაკოვანმა კაცმა. ,,მაგის ბიძაშვილია შოთა აბლაძე, ეხლა რომ საგზაოში მუშაობს. ალიოშას შვილი, ვოვაც მაგ საგზაოშია" - დაგვიზუსტა მან.

საუბარი ეხება შპს ,,საგზაო სამშენებლო სამმართველო #1"-ს, რომლის დირექტორი შოთა აბულაძე ერთ-ერთი მსხვილი კონტრაქტორია ქალაქ გორის მერიის. აღნიშნული კომპანიის მიერ უხარისხოდ შესრულებული ბევრი სამუშაოს შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა არაერთი მასალა მოამზადა.

საკრებულოს წევრი თამარ თედლიაშვილი ამბობს, რომ ალიოშა (ალექსი) აბულაძის სახელის მინიჭებას პარლამენტარი იოსებ მაკრახიძეც ითხოვს. იოსებ მაკრახიძე კი შპს ,,იბოლიას" დირექტორია. ეს კომპანია კი, ყველაზე მსხვილი კონტრაქტორია საგზაო სამუშაოების დარგში.

საკრებულოს წევრი ლია ჩლაჩიძე დარწმუნებულია, რომ საკითხი საკრებულოს სხდომაზე არ დამტკიცდება. ის მმართველი გუნდის, ,,ქართული ოცნების" ლიდერია საკრებულოში და მიაჩნია, რომ ამა თუ იმ პიროვნების დამსახურება სხვაგვარად იზომება.




ქვემოთ ფოტოზე: სახლი, სადაც ალექსი აბულაძე ცხოვრობდა




ვინ იყო ალექსი აბულაძე?

აბულაძეების საგვრეულო ვებ-გვერდზე წარმატებულ ადამიანებს შორის ალექსი აბულაძეა მოხსენიებული. მათ მიერ გამოქვეყნებული ბიოგრაფიული მონაცემები ასეთია:

ალექსი აბულაძე გიორგის ძე - დაიბადა 1920 წლის 14 ნოემბერს გორის რაიონის სოფელ ფხვენისში.

1937 წელს დაამთავრა ქ. ცხინვალის N 1 ქართული საშუალო სკოლა. იმავე წელს სწავლა განაგრძო ქ. სარატოვში საკრედიტო - ეკონომიკურ ინსტიტუტში.

1937 წელს 17 თანასოფლელთან ერთად ალესის მამა გიორგი აბულაძე რეპრესირებული და გადასახლებული იქნა შუა აზიაში ქ. ჩირჩიკში.

ოჯახის მთელი სიმძიმე დააწვა დედას ქალბატონ ვარვარას. 1939 წელს მე- 2 კურსის სტუდენტი ალექსი აბულაძე გაიწვიეს წითელი არმიის რიგებში.

მონაწილებდა ფინეთის ომში. 1941 წლის ივლისიდან იბრძოდა მე-2 მსოფლიო ომის დასავლეთის ფრონტზე, 145 -ე მსროლელი დივიზიის 403 -ე პოლკის შემადგენლობაში, 1942 წელს სმოლენსკთან გაჩაღებულ სამკვდრო - საციცოცხლო ბრძოლაში მძიმედ დაიჭრა და დემობილიზებული იქნა წითელი არმიის რიგებიდან, როგორც დიდი სამამულო ომის II ჯგუფის ინვალიდი.

რამოდენიმე თვე იმუშავა ქ. სარატოვის 42 -ე საშუალო სკოლაში, სამხედრო სწავლების ხელმძღვანელად, ხოლო შემდეგ დაბრუნდა სამშობლოში მეუღლე ვალენტინა პრივალოვასთან ერთად. მათ შეეძინათ 3 შვილი: გიორგი, ვლადიმერი და ნუგზარი.

ალექსი აბულაძე აქტიურად ჩაება შრომით საქმიანობაში. მუშაობდა ქ. ცხინვალის აღმასკომის ფიზკულტურისა და სპორტის კომიტეტის თავმჯდომარედ, არჩეული იყო კომკავშირის ცხინვალის საქალაქო კომიტეტის მდივნად. 1944 წელს შევიდა სკკპ რიგებში.

1945 წელს დაამთავრა თბილისის იურიდიული სასწავლებელი, მუშაობდა ლენინგორის (ახალგორი) რაიონის პროკურორის თანაშემწედ, შემდგომ ცხინვალისა და ზნაურის რაიონების სახალხო მოსამართლედ.

1948 წელს საცხოვრებლად გადავიდა ქ. გორში. მუშაობა დაიწყო გორის ბამბეულის კომბინატის მშენებლობის იურისტ კონსულტანტად და კადრების განყოფილების გამგედ, N9 მშენებლობის სამმართველოს ტრესტის ავტოტრანსპორტის კანტორის უფროსად, 1959 წლიდან ტრესტის მმართველის მოადგილედ.

1966 წელს დაუსწრებლად დაამთავრა მოსკოვის კუიბიშევის სახელობის სამშენებლო ინსტიტუტი. 1968 წელს დაინიშნა ქ. ბორჯომის N12 საამშენებლო ტრესტის მმართველად, 1969 წელს გადაჰყავთ სასოფლო მშენებლობის სამონისტროს N3 ტრესტის მმართველად, 1969-1983 წლეებში ტრესტმა ააშენა მრავალი სახალხო-სამეურნეო დანიშნულების ობიექტი სამცხე - ჯავახეთში, ქართლში და შიდა ქართლში.

მიღწეული წარმატებებისათვის ალექსი აბულაძე არა ერთგზის იქნა დაჯილდოებული საკავშირო სამინისტროს გარდამავალი წითელი დროშით, იყო სახალხო მეურნეობის მიღწევათა საკავშირო გამოფენის საპატიო დაფაზე.

1975-1989 წლეებში N3 ტრესტი საკავშირო ცენტრალური კომიტეტის დადგენილებით სამუშაოებს აწარმოებს ქ. ვოლოგდაში არა შავ ნიადაგიანი მიწების ათვისებისათვის, ოლქში აშენებული იქნა ახალი დაბები და დასახლებები.

ალექსი აბულაძე მრავალჯერ იყო არჩეული პარტიის გორის საქალაქო და რაიონული კომიტეტის წევრად, ქალაქის და რაიონის საბჭოების დეპუტატად, ქალაქის აღმასკომის წევრად. დაჯილდოებულია: ,,ოქტომბრის” რევოლუციის, და ,, სამამულო ომის” პირველი ხარისხის ორდენით, 13 საბრძოლო და შრომითი მიღწევების მედლით. ალექსი აბულაძე გარდაიცვალა 2005 წლის 21 იანვარს 84 წლის ასაკში.


Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
ქარელში, გერმანული ენის სასწავლებელი დააარსეს ნანა, ანა და გიორგი
კობახიძეებმა,
ქარელში, გერმანული ენის სასწავლებელი დააარსეს ნანა, ანა და გიორგი კობახიძეებმა,
14:00 / 24.04.2024
საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო ე.წ. აგენტების
კანონი,

საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო ე.წ. აგენტების კანონი,

22:19 / 23.04.2024
დღეს პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

დღეს პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

23:56 / 17.04.2024
,,რატომ არ ამოიღეთ ხმა, იმ დროს, როცა თქვენ, მასწავლებელს ხმა უნდა
ამოგეღოთო,''
,,რატომ არ ამოიღეთ ხმა, იმ დროს, როცა თქვენ, მასწავლებელს ხმა უნდა ამოგეღოთო,''
19:05 / 17.04.2024
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, თავი შეიკავოს ისეთი
კანონმდებლობის მიღებისგან, რომელმაც შესაძლოა საქართველოს
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, თავი შეიკავოს ისეთი კანონმდებლობის მიღებისგან, რომელმაც შესაძლოა საქართველოს
16:40 / 17.04.2024
ვიდეორეპორტაჟი
,,აქ ჩემი ცხოვრება როგორია? ახალ წელს ავადმყოფი კაცი მარტო ვხვდები. დილით
,,2003 წელი, 6 ივნისი, ოქიანში თოვლი მოვიდა", კიდევ ,,2001 წელი, 4 ივნისი, ტამის მთაზე თოვლი მოვიდა"..
გადაბრუნებული ტრაქტორი მეორე ტრაქტორით გაასწორეს, მძღოლი ფანჯრიდან თოვლში გადმოვარდა.
"წყალი, ტყე, საძოვრები, მინდორი წაგვართვეს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.