რედაქტორის რჩევით
კალენდარი
|
ახალი ამბები
ომბუდსმენი: საჭიროა დაპირისპირებულ მხარეებს შორის დამოკიდებულებების ტრანსფორმაცია
გამყოფ ხაზზე გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვა, უკანონო
დაკავებები და ბორდერიზაციით გამოწვეული საკუთრების უფლების დარღვევა
ყოველდღიურ გამოწვევად რჩება გამყოფი ხაზის მიმდებარედ მცხოვრები
მოსახლეობისათვის.
ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველი სპეციალურ განცხადებას ომიდან 9-წლის თავთან დაკავშირებით ავრცელებს.
მისი თქმით, მის შედეგებს დღემდე მწვავედ განიცდის როგორც ოკუპირებულ ტერიტორიაზე დარჩენილი, ისე გამყოფი ხაზის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობა. მძიმეა იძულებით გადაადგილებულ პირთა მდგომარეობაც, რომელთაც კვლავ არ ეძლევათ საკუთარ სახლებში დაბრუნების შესაძლებლობა.
მაგალითად, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერშუეთის მკვიდრ გიორგი ხოდელს სულ ერთი თვის წინ შეეზღუდა საკუთრებით სარგებლობის უფლება. ე.წ. ხანძარსაწინააღმდეგო ხნულების გავლება, რომელიც დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებამ დაანონსა, საარსებო წყაროებზე - საკუთარ მიწებსა თუ საძოვრებზე წვდომას უზღუდავს გამყოფი ხაზის მოსახლეობას. ოკუპირებულ ტერიტორიაზე დარჩენილი სოფელ არცევისა და იკორთის მკვიდრნი კი ომიდან 9 წლის შემდეგაც სრულ იზოლაციაში არიან. 2012 წელს გამშვები პუნქტის დახურვის შემდეგ ადგილობრივები საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე ვერ გადმოდიან, თუმცა ვერც ცხინვალის მიმართულებით ვერ გადაადგილდებიან ე.წ. სამხრეთ ოსური პასპორტების არ ქონის გამო.
მსგავს მდგომარეობაში ოკუპირებული ტერიტორიებზე მცხოვრები სხვა მრავალი პირია, რომლებიც შესაბამისი საბუთების არქონის გამო ვერ ახერხებენ გადაადგილებას გამყოფ ხაზზე. შედეგად, გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვის გარდა, ხშირად ადგილი აქვს ამ პირთა განათლების, ჯანმრთელობის და სხვა უფლებების შელახვას. სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია მწვავე ჰუმანიტარული საკითხები პოლიტიზირების გარეშე გადაწყდეს და ადამიანის უფლებათა მიდგომის საფუძველზე გამოინახოს გამოსავალი შექმნილი სიტუაციიდან.
კვლავ გრძელდება უკანონო დაკავებები, რაც ადგილობრივებს გამყოფი ხაზის ორივე მხარეს მძიმე მდგომარეობაში აყენებს. განსაკუთრებულ შეშფოთებას კი ბოლო წლის განმავლობაში გახშირებული გრძელვადიანი დაკავებები იწვევს.
სახალხო დამცველისთვის შემაშფოთებელია ის გარემოება, რომ მოუგვარებელი კონფლიქტების შემადგენელი ნაწილი გახდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე დარჩენილი ქართველი მოსახლეობის ეთნიკური დისკრიმინაცია.
მედია საშუალებებით გავრცელებული ინფორმაციით, 2017 წლის ახალი სასწავლო წლიდან ოკუპირებულ ახალგორში ქართულენოვან სკოლებში სწავლების ენის რუსული და ოსურით ჩანაცვლება იგეგმება. ანალოგიური პროცესი აფხაზეთში 1995 წელს დაიწყო და არსებული პოლიტიკის გამო, მომდევნო 5 წელიწადში სრულად განიდევნება ქართული ენა ქართველებით დასახლებულ გალის რაიონის სკოლამდელი, საბაზისო და საშუალო განათლების პროცესიდან.
,,ეს პოლიტიკა სერიოზულ დაბრკოლებას უქმნის მოსწავლეებს მშობლიურ ენაზე განათლების მიღებისა და ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობის უფლების განხორციელების მხრივ. საქართველოს სახალხო დამცველმა გალის რაიონის სკოლებში სწავლების რუსულ ენაზე გადაყვანა განათლების უფლებისა დარღვევად და ეთნიკურ დისკრიმინაციად შეაფასა. სავარაუდოა, რომ დე ფაქტო ცხინვალის მხრიდან ამ გადაწყვეტილების აღსრულება ხელს შეუწყობს ახალგორიდან ქართული მოსახლეობის სრულ გამოდევნას." - აღნიშნავს სახალხო დამცველი.
მოუგვარებელი კონფლიქტისა და აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში შექმნილი რთული ვითარების გათვალისწინებით, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობას არსებულ გამოწვევებთან გასამკლავებლად. ამის ფონზე, შეშფოთებას იწვევს დე ფაქტო და რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენელთა გახშირებული თავდასხმები სამოქალაქო აქტივისტებზე. მიმდინარე წლის ივნისში, ოკუპირებული ახალგორიდან გაიტაცეს სამოქალაქო აქტივისტი თ.მ. ასევე, აფხაზეთში აგორდა კამპანია იმ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო აქტისტების წინააღმდეგ, რომლების სხვადასხვა სამშვიდობო პროექტებში არიან ჩართული. მსგავსი პოლიტიკა ასუსტებს სამოქალაქო საზოგადოებას, რაც უკვე უარყოფითად აისახება ადამიანის უფლებათა მდგომარეობაზე ამ რეგიონებში.
სახალხო დამცველი მიესალმება 2008 წლის აგვისტოს საომარი მოქმედებების დროს და მის შემდეგ ჩადენილი დანაშაულების სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ გამოძიების დაწყებას და თვლის, რომ ეს პროცესი ხელს შეუწყობს სიმართლის დადგენას, მსხვერპლთა უფლებების აღდგენასა და კონფლიქტის მხარეებსა და დაზარალებულ მოსახლეობას შორის სამშვიდობო პროცესების დაჩქარებას. ამასთან, სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ პროცესის ეფექტურობის უზრუნველსაყოფად მნიშვნელოვანია კონფლიქტის მონაწილე ყველა მხარის აქტიური თანამშრომლობა სასამართლოსთან.
სახალხო დამცველი კვლავ მოუწოდებს კონფლიქტის ყველა მხარეს და ამ საზოგადოებების წარმომადგენლებს, ხელი შეუწყონ ადამიანის უფლებების და მშვიდობის საკითხების წამოწევას და დაპირისპირებულ საზოგადოებებს შორის დამოკიდებულებების ტრანსფორმაციას, რაც მხარეებს შორის ურთიერთობების ნორმალიზების წინაპირობას წარმოადგენს.
სახალხო დამცველი ასევე მოუწოდებს საქართველოს მთავრობამ ჩამოაყალიბოს კონფლიქტების ტრანსფორმაციის ერთიანი ხედვა და მიდგომა, რათა რეალურად განხორციელდეს საქართველოს მთავრობის გაცხადებული პოლიტიკა - ყველას, მათ შორის ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ პირებს, თანაბრად მიუწვდებოდეთ ხელი იმ სიკეთეებზე, რომელსაც სახელმწიფო სთავაზობს საკუთარ მოქალაქეებს.

ამავე კატეგორიაში
საჯარო თუ კერძო დღესასწაულების აღსანიშნავად ათწლეულების
25 ნოემბრიდან 1 დეკემბრის ჩათვლით "თეგეტა მოტორსი" მომხმარებელს
განსაკუთრებული შეთავაზებებით მასპინძლობს.
გორში მგზავრთა უნებართვო გადაყვანის 26 ფაქტი გამოავლინეს. თითოეული
მძღოლი 100 ლარით დაჯარიმდა.
განცხადების მიხედვით, მომლოცველებისა და ვიზიტორების მიღება შეწყდება
2025 წლის 28 ნოემბრიდან 2026 წლის 20 აპრილის ჩათვლით — შობის
მარხვის დაწყებიდან აღდგომის ბრწყინვალე შვიდეულის დასრულებამდე.
გორის მერმა კონსტანტინე ბუზალაძემ საკრებულოს ინიციატივით მიმართა,
რომ მუნიციპალიტეტში მერის კიდევ ერთი მოადგილის შტატი დაემატოს.
მერის მოადგილის ხელფასი 5 125 ლარია.
ვიდეორეპორტაჟი
ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში
"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"
თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად
ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
გასული თვის პოპულარული სიახლეები

საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.

სტატიის გამოყენების პირობები