რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« აპრილი 2024 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ახალი ამბები
ომის დანაშაულები მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ
გორისა და ქარელის მუნიციპალიტეტის სოფლებში, 2008 წლის აგვისტოს საომარი მოქმედებების შედეგად, გარდაიცალა 49 და დაიჭრა 53 მშვიდობიანი მოქალაქე.

ეს ინფორმაცია სახალხო დამცველის ოფისმა, ჯერ კიდევ, 2008 წლის სექტემბერში შეადგინა.

შუალედურ ანგარიშში ის უმძიმესი ფაქტებია მოყვანილი, რომელსაც საომარი მომედების, ასევე, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ ე.წ. ბუფერულ ზონაში 11-12 აგვისტოს შემდეგ ხდებოდა.

დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში, რუსეთის 58-ე არმიის წარმომადგენლებმა ბლოკ-საგუშაგოები ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის საზღვრიდან 30-40 კმ მანძილზე განალაგეს.

სწორედ, ე.წ. ბუფერულ ზონაში გარდაცვლილთაგან ორი ათეული: ქალები, მოხუცები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები (უსინათლოები, ყრუ-მუნჯები) და მამაკაცები მოკლული არიან განსაკუთრებული სისასტიკით. ადგილი ჰქონდა მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ ცეცხლის გახსნის შემთხვევებს.

სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა ინფორმაცია გორისა და ქარელის 31 სოფელში შეაგროვეს ინფორმაცია.

დაღუპულთა ზოგადი მონაცემები ტალიავინის კომისიის დასკვნის მიხედვით

2008 წლის 7-დან 8 აგვისტოს ღამეს, ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში მზარდი დაძაბულობისა და ინციდენტების შემდეგ, მძიმე ბრძოლები დაიწყო სამხრეთ ოსეთის ქალაქ ცხინვალში და მის შემოგარენში. ბრძოლები, რომელიც მალე საქართველოს სხვა კუთხეებსაც მოედო, 5 დღის განმავლობაში გრძელდებოდა. მან მთელი ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა ადგილას დიდი ნგრევა და მთელი რიგი ქალაქებისა და სოფლების სრული განადგურება გამოიწვია. დაიღუპა საკმაოდ ბევრი ადამიანი.

საბოლოო ჯამში, საქართველოს მხარემ განაცხადა 170 სამხედრო მოსამსახურის, 14 პოლიციელის და 228 სამოქალაქო პირის დაღუპვისა და 1 747 პირის დაჭრის თაობაზე.

რუსეთის მხარემ განაცხადა 67 სამხედრო მოსამსახურისა და 283 დაჭრილის თაობაზე, ხოლო სამხრეთ ოსეთმა - 365 პირის დაღუპვის შესახებ, რაც სავარაუდოდ როგორც სამხედრო მოსამსახურეებს, ასევე სამოქალაქო პირებსაც მოიცავდა. მთლიანობაში დაიღუპა 850 ადამიანი, რომ არაფერი ვთქვათ დაჭრილებზე, დაკარგულებზე, ან იმ 100 000-ზე მეტ სამოქალაქო პირზე, რომლებმაც თავიანთი საცხოვრებელი მიატოვეს.

დაახლოებით 35 000 მათგანმა ჯერ კიდევ ვერ შეძლო საკუთარ სახლებში დაბრუნება. ომით ვერც პოლიტიკური კონფლიქტი დასრულდა და ვერც ის საკითხები გადაიჭრა, რომლებიც მის მიზეზს წარმოადგენდა.


ბუფერულ ზონაში რუსეთის რეგულალური არმიის კონტროლის დროს მომხდარი ფაქტები  სახალხო დამცველის ანგარიშის მიხედვით

გორის რაიონი

ტირძნისი: ომის შედეგად გარდაიცვალა: 3 ადამიანი - 2 მამაკაცი და 1 ქალი; ომის შედეგად დაიჭრა: 1 მამაკაცი; სოფელში დაფიქსირდა: შეიარაღებული დაჯგუფებების შემოჭრა, მოსახლეობის ძარცვა, ძალადობა მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ; ერთ-ერთი მამაკაცი (თ.ხ. ) ოსური დაჯგუფების წევრებმა მოკლეს ცემით მანქანის გამოძალვისას. ასევე ქალბატონი (ნ.კ.), შშმპ (ყრუ-მუნჯი), ცემით იქნა მოკლული. სოფლის 6 მშვიდობიანი მოსახლე ტყვედ ჰყავდათ წაყვანილი.

ერგნეთი: ომის შედეგად გარდაიცვალა: 3 ადამიანი - 3 მამაკაცი; ომის შედეგად დაიჭრა: 6 ადამიანი -6 მამაკაცი; სოფელში დაფიქსირდა: შეიარაღებული დაჯგუფებების შემოჭრა, მოსახლეობის ძარცვა, ძალადობა მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ; სოფელში დარჩენილი უსინათლო მოხუცი (გ.კ.) მოკლულ იქნა ცემით ოსური ბანდფორმირების წევრების მიერ.

ნიქოზი - ომის შედეგად გარდაიცვალა: 13 ადამიანი - 11 მამაკაცი და 2 ქალი; ომის შედეგად დაიჭრა: 5 ადამიანი - 4 მამაკაცი და 1 ქალი; სოფელში დაფიქსირდა: შეიარაღებული დაჯგუფებების შემოჭრა, მოსახლეობის ძარცვა, ცეცხლის გახსნა მოსახლეობის მიმართ; დაჭრილთა უმრავლესობა არის 1 აგვისტოს ოსური სოფლების მხრიდან გახსნილი ცეცხლის მსხვერპლი. სოფლის მცხოვრები 2 მამაკაცი ოსური დაჯგუფების წევრებმა დაცხრილეს ავტომანქანაში სოფელ ვარიანთან. მოსახლეობის თქმით, ქართველებიც ძარცვავენ სოფელს. 2008, წ. 5 სექტემბერს 18:15 ერთ-ერთმა მოქალაქემ მოგვაწოდა ინფორმაცია, რომ სოფელში მარადიორები იმყოფებოდნენ. რუსული ბლოკ-პოსტი სოფელში გაუქმებულია. ერთ-ერთი სკოლის ეზოში მოპარული საქონლის სასაკლაოა მოწყობილი.

მეჯვრისხევი - საომარი მოქმედებების დროს 2 მამაკაცი გარდაიცვალა.

ზერტი - დაიღუპა 1 მამაკაცი, სამხედრო მოსამსახურე. ზერტსა და მეჯვრისხევს შორის რუსული სამხედრო ნაწილების გადაადგილებისას ჯარისკაცებმა გადაყარეს გაურკვეველი დანიშნულების ნივთები. მოსახლეობა მასთან მიახლოებას ერიდებოდა.

ქვემო არცევი - სოფელში დაფიქსირდა: შეიარაღებული დაჯგუფებების შემოჭრა, მოსახლეობის ძარცვა; იპარავენ საქონელს; სოფელში ნაცემია რამდენიმე ახალგაზრდა რომელთაც ოსმა შეიარაღებულმა პირებმა მობილური ტელეფონები და ავტომანქანა წაართვეს.

ტყვიავი - ომის შედეგად გარდაიცვალა: 7 მამაკაცი; ომის შედეგად დაიკარგა: 1 მამაკაცი; სოფელში დაფიქსირდა: შეიარაღებული დაჯგუფებების შემოჭრა, მოსახლეობის ძარცვა, ძალადობა მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ, სოფელში შეინიშნება
აუფეთქებელი ჭურვები - გამნაღმველები ვერ ატარებენ სამუშაოებს; გაძარცულია სოფელში ახლახან გახსნილი ხილის გადამამუშავებელი ქარხნის შენობა.

ომის შედეგად გარდაიცვალა: 3 ადამიანი - 2 მამაკაცი და 1 ქალი; ომის შედეგად დაიჭრა: 7 ადამიანი - 4 მამაკაცი და 3 ქალი; სოფელში დაფიქსირდა: შეიარაღებული დაჯგუფებების შემოჭრა, მოსახლეობის ძარცვა, ძალადობა მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ; სოფელში შეინიშნება აუფეთქებელი ჭურვები; ერთ-ერთი ქალბატონი (ო.ხ. ) ოსური დაჯგუფების წევრებმა დაჭრეს, ხოლო შემდგომ დაახრჩვეს წყალში.

ფლავი - ომის შედეგად გარდაიცვალა: 1 მამაკაცი; სოფელში დაფიქსირდა: შეიარაღებული დაჯგუფებების შემოჭრა, მოსახლეობის ძარცვა, ძალადობა მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ. სოფლის მოსახლე მამაკაცი გვარად ჯ. მოკლულ იქნა ბმვ მარკის ავტომანქანიდან გასროლით 12 აგვისტოს ოსური ბანდფორმირების მიერ, გაქცევის მცდელობის გამო.

მერეთი - ომის შედეგად გარდაიცვალა: 1 მამაკაცი; სოფელში დაფიქსირდა: შეიარაღებული დაჯგუფებების შემოჭრა, მოსახლეობის ძარცვა, ძალადობა მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ, სასტიკად არის ნაცემი რამდენიმე მოქალაქე (ქართველი) ეთნიკურ ნიადაგზე. სოფელში შეინიშნება აუფეთქებელი ჭურვები - გამნაღმველები ვერ ატარებენ სამუშაოებს;

კარბი - ომის შედეგად გარდაიცვალა: 8 ადამიანი; 6 მამაკაცი და 2 ქალი; ომის შედეგად დაიჭრა: 15 ადამიანი, 11 მამაკაცი და 4 ქალი; სოფელში დაფიქსირდა: შეიარაღებული დაჯგუფებების შემოჭრა, მოსახლეობის
ძარცვა, ძალადობა მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ, სოფელში შეინიშნება აუფეთქებელი ჭურვები - გამნაღმველები ვერ ატარებენ სამუშაოებს; 6 ადამიანი დაბომბვისას დამარხეს და საჭიროებს გადასვენებას.

ქერე - ომის შედეგად გარდაიცვალა: 1 მამაკაცი; ომის შედეგად დაიჭრა: 2 მამაკაცი; სოფელში დაფიქსირდა: შეიარაღებული დაჯგუფებების შემოჭრა, მოსახლეობის ძარცვა. გატაცებულია ავტომანქანები.

დიცი - ომის შედეგად დაიჭრა: 3 ადამიანი; 2 მამაკაცი და 1 ქალი; სოფელში დაფიქსირდა: შეიარაღებული დაჯგუფებების შემოჭრა, მოსახლეობის ძარცვა, ძალადობა მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ; სოფელში შეინიშნება აუფეთქებელი ჭურვები - გამნაღმველები ვერ ატარებენ სამუშაოებს; მარკოზაშვილის სახლში ნაპოვნი იქნა კასეტური ჭურვი.


ქარელის რაიონი

დვანი - ომის შედეგად გარდაიცვალა: 2 ადამიანი - 2 მამაკაცი; ომის შედეგად დაიჭრა: 1 ადამიანი - 1 ქალი; სოფელში დაფიქსირდა: შეიარაღებული დაჯგუფებების შემოჭრა, მოსახლეობის ძარცვა, ცეცხლის გახსნა მოსახლეობის მიმართ; ოსურმა დაჯგუფებებმა დვანში ოსური დროშა შეიტანეს და მოსახლეობას აიძულებდნენ ეკოცნათ დროშისთვის. უარის თქმის გამო მოკლულია ერთი მშვიდობიანი მოქალაქე. სოფლის ორი მაცხოვრებელი მამაკაცი ნაცემია ეთნიკურ ნიადაგზე ოსური ფორმირების წევრთა მიერ. ეზოებში დამარხულია გარდაცვლილი მოქალაქეები, რომელთა გადასვენებას და დაკრძალვას სასაფლაოზე ვერ ახერხებენ

ტახტისძირი - ომის შედეგად გარდაიცვალა:1 ადამიანი - 1 მამაკაცი; სოფელში დაფიქსირდა: შეიარაღებული დაჯგუფებების შემოჭრა, იძულება სოფლის მიტოვებისთვის, მოსახლეობის ძარცვა, ცეცხლის გახსნა მოსახლეობის მიმართ;

დირბი - ომის შედეგად გარდაიცვალა: 1 ადამიანი - 1 მამაკაცი; ომის შედეგად დაიჭრა: 2 ადამიანი - 2 მამაკაცი; დაფიქსირდა: შეიარაღებული დაჯგუფებების შემოჭრა, მოსახლეობის ძარცვა, ცეცხლის გახსნა მოსახლეობის მიმართ; მშვიდობიანი მოსახლეობის მძევლად გატაცების ფაქტები. მოპარულია სოფლის კუთვნილი სამეურნეო ტექნიკა.

ფცა - სოფელში დაფიქსირდა: შეიარაღებული დაჯგუფებების შემოჭრა, მოსახლეობის ძარცვა, მშვიდობიანი მოსახლეობის მძევლად გატაცების ფაქტები. გატაცებული იყო ორი მწყემსი, რომელთა გამოხსნა მოხერხდა. მათ დაბრუნებისას აღენიშნებოდათ
ფიზიკური დაზიანებები. გატაცებულია სოფლის ნახირი და ავტომანქანები.

ღოღეთი - სოფელში დაფიქსირდა: შეიარაღებული დაჯგუფებების შემოჭრა, მოსახლეობის ძარცვა, მშვიდობიანი მოსახლეობის მძევლად გატაცების ფაქტები. 2 ქალი და ერთი ბავშვი. ასევე გატაცებული იყო სოფლის ერთ-ერთი მოსახლის ოჯახი. ტყვეების გამოხსნა მოხერხდა. 3 მშვიდობიანი მოსახლე სასტიკად არის ნაცემი. მოპარულია ავტომანქანები და სამეურნეო ტექნიკა.

ავლევი - ომის შედეგად გარდაიცვალა: 1 ადამიანი -1 მამაკაცი; სოფელში დაფიქსირდა: შეიარაღებული დაჯგუფებების შემოჭრა, მოსახლეობის ძარცვა. მოხუცი მამაკაცი მოკლულ იქნა ძარცვისას წინააღმდეგობის გაწევის გამო. ნაცემია რამდენიმე სოფლის მცხოვრები.

კოდა - ომის შედეგად გარდაიცვალა: 1 ქალი; ომის შედეგად დაიჭრა: 2 მამაკაცი; სოფელში დაფიქსირდა: შეიარაღებული დაჯგუფებების შემოჭრა, მოსახლეობის ძარცვა, მშვიდობიანი მოსახლეების მოკვლის ფაქტები: ძარცვისას სამხედრო პირებმა
ცეცხლი გაუხსნეს მშვიდობიან მოსახლეებს - შედეგად დაჭრილია 2 მამაკაცი და გარდაცვლილია ერთი ქალი.

ამონარიდი ტალიავინის კომისიის დასკვნიდან

კონფლიქტის მონაწილე არც-ერთი მხარე, ან მხარე, რომელიც ითვლება, რომ სერიოზულად უჭერს მხარს რომელიმე მხარეს, არ უნდა იღებდეს საკუთარ თავზე ხელმძღვანელის, თავმჯდომარის ან არბიტრის თანამდებობას და არ უნდა ახორციელებდეს არანაირ კონტროლს ოპერაციაზე, რომელიც ითვლება, რომ უნდა იყოს მიუკერძოებელი და სამართლიანი იმისათვის, რომ იყოს ეფექტიანი.

2008 წლის აგვისტოს კონფლიქტამდე ჩვენთვის გამოიკვეთა რეგიონში ისეთი პერიოდი, როცა გამოიყენებოდა სულ უფრო და უფრო მეტად აგრესიული გამონათქვამები და აშკარა იყო ემოციების გამძაფრებაც. ზოგ შემთხვევაში ფიგურურებდა მილიტარისტული ხასიათის საჯარო გამონათქვამები და ცოტა რამ თუ კეთდებოდა სულ უფრო და უფრო მტრული, რომ არაფერი ვთქვათ, ქსენოფობური დამოკიდებულების გაკონტროლების მიზნით, რომელიც მიმართული იყო იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომლებიც კონფლიქტის მონაწილე მეორე მხარესთან იყვნენ დაკავშირებულნი.

საჯარო განცხადებებში სულ უფრო აშკარად და ხშირად გაისმოდა ძალის გამოყენების მუქარა. მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი მდგომარეობა წლების განმავლობაში გრძელდებოდა, მტრული განწყობის და ზოგჯერ ქმედებების გამწვავება შეინიშნებოდა როგორც სახელისუფლებო, ისე არასახელისუფლებო წრეებში კონფლიქტის დაწყებამდე და მისი მწვავე, ძალადობრივი განვითარების პერიოდში.

კონფლიქტის მონაწილე ყველა მხარეს მოვუწოდებთ, განახორციელონ მკაცრი კონტროლი ქსენოფობურ და მტრულ დამოკიდებულებასა და ქმედებებზე მოქალაქეების, ქონების და მეორე მხარის ყველა მნიშვნელოვანი ფასეულობის წინააღმდეგ; ასევე, გამოიყენონ ყველა ძალისხმევა საგანმანათლებლო ინსტიტუტებისა და მედიის საშუალებით, რათა მოხდეს ყველა მონაწილე მხარის შესახებ დაბალანსებული და სამართლიანი აზრის, ისტორიისა და ქმედებების დაფიქსირება.

ძალის გამოყენების მუქარის აკრძალვას, როგორც ეს განსაზღვრულია გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ქარტიაში, მკაცრად უნდა დაემორჩილოს ყველა მხარე.

უნდა აღინიშნოს, რომ 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტის დროს რეგულარულმა ძალებმა, ხშირ შემთხვევაში, ვერ შეასრულეს თავისი პასუხისმგებლობა, რაც უნდა გამოხატულიყო მშვიდობიანი მოსახლეობის სათანადო დაცვაში პოლიციისა და არაფორმალური შეირაღებული ძალების მიერ განხორციელებული სასტიკი ქმედებებისაგან.

ნებისმიერი ომის დროს, რომელიც შეიცავს სახელმწიფოთაშორის და შიდასახელმწიფოებრივ კონფლიქტებს, დიდი ყურადღება უნდა დაეთმოს მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვას რეგულარული შეიარაღებული ძალების მიერ.

მათ უნდა ჩაუტარდეთ ტრენინგები და გაეწიოთ ინსტრუქციები, რომლებიც გაზრდის მათ მიერ პასუხისმგბელობის გაცნობიერების დონეს არა მხოლოდ იმ მიმართულებით, რომ არ ჩაიდინონ სასტიკი ქმედებები, არამედ მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ საერთაშორისო ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების შესახებ სამართლის პრინციპების დაცვის მიმართულებითაც, როცა ამ პრინციპების დარღვევა ხდება პოლიციისა და არაფორმალური შეიარაღებული ძალების მიერ. განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს გაუპატიურების და სხვა გენდერული დანაშაულებების წინააღმედგ ეფექტიან დაცვას.

წყაროები:

1. საქართველოში მომხდარ კონფლიქტთან დაკავშირებული ფაქტების დამდგენი დამოუკიდებელი საერთაშორისო მისია


2. ცხინვალის რეგიონთან მოსაზღვრე სოფლების პირველადი შეფასება - 2008 წ. სექტემბერი (სახალხო დამცველის შუალედური მოხსენება)


Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო ე.წ. აგენტების
კანონი,

საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო ე.წ. აგენტების კანონი,

22:19 / 23.04.2024
დღეს პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

დღეს პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

23:56 / 17.04.2024
,,რატომ არ ამოიღეთ ხმა, იმ დროს, როცა თქვენ, მასწავლებელს ხმა უნდა
ამოგეღოთო,''
,,რატომ არ ამოიღეთ ხმა, იმ დროს, როცა თქვენ, მასწავლებელს ხმა უნდა ამოგეღოთო,''
19:05 / 17.04.2024
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, თავი შეიკავოს ისეთი
კანონმდებლობის მიღებისგან, რომელმაც შესაძლოა საქართველოს
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, თავი შეიკავოს ისეთი კანონმდებლობის მიღებისგან, რომელმაც შესაძლოა საქართველოს
16:40 / 17.04.2024
გორი-კასპის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი სოსიაშვილმა და
ხაშური-ქარელის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაალ დუგლაძემ
გორი-კასპის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი სოსიაშვილმა და ხაშური-ქარელის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაალ დუგლაძემ
15:28 / 17.04.2024
ვიდეორეპორტაჟი
,,აქ ჩემი ცხოვრება როგორია? ახალ წელს ავადმყოფი კაცი მარტო ვხვდები. დილით
,,2003 წელი, 6 ივნისი, ოქიანში თოვლი მოვიდა", კიდევ ,,2001 წელი, 4 ივნისი, ტამის მთაზე თოვლი მოვიდა"..
გადაბრუნებული ტრაქტორი მეორე ტრაქტორით გაასწორეს, მძღოლი ფანჯრიდან თოვლში გადმოვარდა.
"წყალი, ტყე, საძოვრები, მინდორი წაგვართვეს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.