რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« აპრილი 2024 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ახალი ამბები
ცენტრალურ მმართველობას გაეფურჩქნა ,,კოკორი"
საქართველოს პარლამენტმა, ქალაქ გორისა და 118 სოფლის გაერთიანების შესახებ იდეას, საკრებულოს წევრთა უმრავლესობამ მხარი დაუჭირა.

ფაქტმა ადგილობრივ მოსახლეობაში უარყოფითი რეაქცია გამოიწვია.

სოციალურ ქსელში მიიჩნიეს, რომ გორი აღარ არის ,,ქალაქი“ და გახდა ,,სოფელი“.

იგივეს ამბობენ, რომ რესპონდენტები.

მიუხედავად ამისა, ნაწილი თვლის, რომ ქალაქს საკუთარი მმართველი ორგანო უნდა ჰყავდეს.






ამონარიდი თვითმმართველობის კოდექსიდან

სინამდვილეში, გორი კარგავს არა ,,ქალაქის“ სტატუსს, არამედ სტატუსს, როგორც ,,თვითმმართველი“.

თვითმმართველი ქალაქი არის ადმინისტრაციული საზღვრის მქონე ერთი დასახლება.

თვითმმართველითემი არის დასახლებათა ერთობლიობა, რომელსაც აქვს ადმინისტრაციული საზღვრები და ადმინისტრაციული ცენტრი.

ქალაქისა და სოფლების გაერთიანების შემდეგ ჩამოყალიბდება თვითმმართველი თემი.

ამ შემთხვევაში თვითმმართველი თემის ცენტრი იქნება ქალაქი გორი.

2016 წლის მონაცემებით: ქალაქ გორში ცხოვრობს 51 719 ადამიანი (მთელი მოსახლეობის 35%) რაიონში - 94 381 ადამიანი (65% )

მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრთა რაოდენობა განისაზღვრება პროპორციული სისტემით არჩეული 10 და ყოველი თემიდან მაჟორიტარული წესით არჩეული თითო წევრით.

თვითმმართველი ქალაქისა და თვითმმართველი თემის გაერთიანებით სიტუაცია უბრუნდება 2014 წლის მდგომარეობას.

ქალაქის მერი ზურაბ ჯირკველიშვილი ამბობს, რომ ყველა, ვარიანელიც და გორელიც, თბილისში ყოფნისას ამბობს, რომ მაინც ,,გორელია".


საფრთხე: 11 ,,ქალაქელი“ დეპუტატი VS 21 ,,სოფლელი“ დეპუტატი


როგორი იყო საკრებულო 2010-2014 წლებში? ადგილობრივი თვითმმართველობის 2010 წლის არჩევნების შედეგად გორის მუნიციპალიტეტში არჩეულ იქნა წარმომადგენლობითი ორგანო – საკრებულო 31 წევრის შემადგენლობით (10 – პროპორციული წესით და 21 – მაჟორიტარული წესით)

21 მაჟორიტარიდან ერთი იყო ქალაქიდან, დანარჩენი 20 - თემებიდან.

იმ შემთხვევაში, თუ მომდევნო არჩევნებში პროპორციული წესით მოხვედრილი წარმომადგენლები ,,ქალაქელები“ იქნებიან, სოფლად მცხოვრები დეპუტატების რაოდენობა მაინც აღემატება ქალაქში მცხოვრებ დეპუტატების რაოდენობას.

ქალაქის და რაიონის ბიუჯეტი ერთიანდება - გადაწყვეტილების მიმღებ პირთა შორის სოფლების წარმომადგენლობა ჭარბობს








ქალაქისა და რაიონის გაყოფა 2014 წელს

ის 2012 წელს გამგებლად მაშინდელმა საკრებულომ აირჩია. იმ საკრებულოში ქალაქიდან, მხოლოდ, ერთი წარმომადგენელი იყო. საკრებულოს დანარჩენი მაჟორიტარები (სულ 21 ადამიანი) სოფლებიდან იყვნენ წარდგენილები.

2014 წელს ეს სისტემა ,,ქართული ოცნების" მთავრობამ გააუქმა.

იმ წლის ივნისში ქალაქის მოსახლეობამ საკუთარი საკრებულო დააკომპლექტა და პირდაპირი წესით მერი აირჩია. სოფლებმა კი, - თავისი თვითმმართველი თემი შექმნა, რომლიდანაც თემის საკრებულო შეიქმნა. თემის გამგებელიც პირდაპირი წესით აირჩიეს.

არასამთავრობო და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები მთავრობის ამ ნაბიჯს მიესალმებოდნენ, რადგან ეს იყო პირველი ნაბიჯი ხელისუფლების დეცენტრალიზაციისკენ.
საჯარო პროტესტი ახალი იდეის მიმართ





რატომ მოითხოვა მთავრობამ ,,გაერთიანების“ იდეის განხორციელება

1. ქალაქისა და სოფლების გაყოფის შემდეგ, ქალაქ გორში თავმოყრილი დარჩა ისეთი საჯარო ობიექტები, რომლითაც სარგებლობს არა მხოლოდ ქალაქის, არამედ, სოფლის მოსახლეობა, მაგალითად, დასვენების და გასართობი ცენტრები, სამუსიკო სკოლები, თეატრები, მუზეუმები, ბაზრები, სავაჭრო ცენტრები და ა.შ. ამ ობიექტების მოვლა-პატრონობა გაყოფის შემდეგ დააწვა მხოლოდ ქალაქს.
2. გაყოფის შემდეგ პრობლემა შეიქმნა ქალაქის განაპირას მდებარე საბავშვო ბაღებთან დაკავშირებით, ეს საბავშო ბაღები ქალაქის დაქვემდებარებაში მოექცა, რადგან ქალაქის ტერიტორიაზე მდებარეობს და დაფინანსებას ქალაქის ბიუჯეტიდან ღებულობს. ბავშვთა კონტინგენტი კი, სოფლად მაცხოვრებელია.
3. ქონების გაყოფის შემდეგ ქალაქის საკუთრებად გამოცხადდა ის ნაგვის მანქანები, რომლებიც ერთიანი მუნიციპალიტეტის პერიოდში შეიძინეს. შედეგად გორის გარშემო მდებარე სოფლები, რომელსაც ადრე ეს მანქანები ემსახურებოდა, აღმოჩნდნენ მძიმე მდგომარეობაში.
4. ნდობა გაყოფილი თვითმმართველობისადმი არ გაზრდილა, ასევე, არ გაზრდილობა მასში ჩართულობა არ შეცვლილა.
5. მუნიციპალიტეტების გაყოფის შედეგად არ გაზრდილა მათი საკუთარი შემოსავლები, რადგან გაყოფა არანაირად არ გამოდგა ეკონომიკური აქტივობის წახალისების საფუძვლად.

ეს არ გუმენტები ქალაქ გორის საკრებულოში ,,ქართული ოცნებისა“ და ,,ქართული პარტიის“ წარმომადგენლებმა დადებითაც მიიჩნიეს.

მასალა ქვეყნდება ფონდ ღია საზოგადოება საქართველოს მხარდაჭერილი პროექტის "თვითმმართველობების შენარჩუნებისა და გაძლიერების ხელშეწყობა" ფარგლებში. ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება, შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდის პოზიციას, შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
ორ კვირაზე მეტია, თბილისსა და სხვა ქალაქებში იმართება აქციები
ორ კვირაზე მეტია, თბილისსა და სხვა ქალაქებში იმართება აქციები "აგენტების კანონის",
23:31 / 28.04.2024
"სიტყვის გატეხითა და რუსული კანონის ხელახლა განხილვით, უდავოა, რომ ხელისუფლება გადის კონსტიტუციური ჩარჩოდან და ცვლის ქვეყნის საგარეო კურსს.
15:27 / 28.04.2024
შემთხვევა გურამიშვილის ქუჩაზე მოხდა
შემთხვევა გურამიშვილის ქუჩაზე მოხდა
11:53 / 28.04.2024
მოგონებებს ქვიშხეთის იმდროინდელი გამგებელი 30 წლის შემდეგ, სიამაყით
აქვეყნებს.
მოგონებებს ქვიშხეთის იმდროინდელი გამგებელი 30 წლის შემდეგ, სიამაყით აქვეყნებს.
23:06 / 26.04.2024
ვიდეორეპორტაჟი
,,აქ ჩემი ცხოვრება როგორია? ახალ წელს ავადმყოფი კაცი მარტო ვხვდები. დილით
,,2003 წელი, 6 ივნისი, ოქიანში თოვლი მოვიდა", კიდევ ,,2001 წელი, 4 ივნისი, ტამის მთაზე თოვლი მოვიდა"..
გადაბრუნებული ტრაქტორი მეორე ტრაქტორით გაასწორეს, მძღოლი ფანჯრიდან თოვლში გადმოვარდა.
"წყალი, ტყე, საძოვრები, მინდორი წაგვართვეს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.