რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« აპრილი 2024 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ახალი ამბები
თურქეთის მოქალაქე თბილისმა ადანის სასამართლოს გადასცა
თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, რომელიც ადანის პროვინციის ქალაქ ადანის საქალაქო მე-6 მძიმე სისხლის სასამართლოს განაჩენით, იძებნებოდა, 2017 წლის იანვარში საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, თურქეთის რესპუბლიკას გადასცეს.

ამის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება უზეაესმა სასამართლომ გამოაქვეყნა. გადაწყვეტილების მიხედვით, საქართველოს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოებისაგან მიიღო გარანტია იმის შესახებ, რომ ა. ნ-ს თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში მიეცემა მისი საქმის ხელახალი განხილვის შესაძლებლობა.

დაკავებულის ინტერესების დამცველი ადვოკატი აცხადებდა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირი იდევნებოდა რელიგიურ (არ არის მუსულმანი) და პოლიტიკურ ნიადაგზე, რის გამოც მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრებოდა; ადვოკატის განცხადებით, მსგავსი ბრალდებით დაკავებული პირების ექსტრადიციაზე უარი განაცხადა შვეიცარიის კონფედერაციამ და გერმანიის რესპუბლიკის კარლსრუეს უზენაესმა სასამართლომ.

მიუხედავად ამისა, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ძალაში დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და მოქალაქე თურქეთის რესპუბლიკას გადასცეს.

საქართველოში დაკავება

2008 წლის 19 თებერვალს თურქეთის რესპუბლიკის ადანის საქალაქო მე-6 მძიმე სისხლის სამართლის სასამართლოს განაჩენით ა. ნ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 314-ე მუხლის მე-2 ნაწილით (შეიარაღებული/ტერორისტული ორგანიზაციის წევრობა) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და განესაზღვრა 6 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა. 2014 წლის 22 აპრილს თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით ძალაში დარჩა 2008 წლის 19 თებერვლის განაჩენი ა. ნ-ს მიმართ.

2014 წლის 17 ივლისს თურქეთის რესპუბლიკის ადანის საქალაქო რესპუბლიკურმა მთავარმა პროკურატურამ გამოსცა მისი დაკავების ბრძანება. 2015 წლის 14 ივლისს საქართველოს მთავარ პროკურატურაში შევიდა ა. ნ-ს ექსტრადიციის თაობაზე თურქეთის რესპუბლიკის შუამდგომლობა და შესაბამისი დანართი მასალები.

2016 წლის 2 აპრილს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა იგი, როგორც ძებნილი, საქართველოს ტერიტორიაზე დააკავეს. 2016 წლის 4 აპრილს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის განჩინებით ა. ნ-ს შეეფარდა საექსტრადიციო პატიმრობა 3 თვით. 2016 წლის 1 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით ა. ნ-ს მიმართ შეფარდებული საექსტრადიციო პატიმრობა გაგრძელდა 2017 წლის 2 იანვრამდე.

2016 წლის 14 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის მოსამართლის განჩინებით ა. ნ-ს მიმართ შეფარდებული საექსტრადიციო პატიმრობა შეიცვალა გირაოთი. ამავე განჩინებით ა. ნ-ს დაეკისრა სსსკ-ის 199-ე მუხლით გათვალისწინებული დამატებითი ვალდებულებები.

რა მოხდა ადანაში?

ადანას პროვინცია სამხრეთ თურქეთის რესპუბლიკაში მდებარეობს, სადაც ეთნიკური ქურთები ცხოვრობენ. ოფიციალური წყაროების მიხედვით, 1970-იანი წლებიდან, პროვინციაში ქურთი უმცირესობები გააქტიურდნენ და ქურთისტანის დამოუკიდებლობისათვის დაიწყეს ბრძოლა. სამოქალაქო დაპირისპირება 2004-2005 წლებში გაძლიერდა, რომლის გამოც, თურქეთის მთავრობამ ქურთისტანის მშრომელთა პარტია (PKK), ტერორისტულ ორგანიზაციად, გამოაცხადა. 2005 წლის ნოემბრისა და 2006 წლის ივნისის პერიოდში, 44 სამხედრო და 13 სამოქალაქო პირი დაიღუპა.

თურქეთის მთავრობამ 2006 წელს ანტიტერორისტული კანონი მიიღო, რომელსაც უნდა მოეწესრიგებინა ტერორისტული დანაშაულის შესახებ ბუნდოვანი განმარტება.

უფლებადამცველები ჩიოდნენ, რომ ანტიტერორისტულ პოლიტიკას სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებიც ეწირებოდნენ.

თურქეთის რესპუბლიკიდან მოწოდებული მასალების მიხედვით, ა. ნ-ს მიერ თურქეთის რესპუბლიკაში ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

2006 წლის 8 სექტემბერს სტამბოლის საქალაქო პოლიციის დირექციასთან არსებული ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის განყოფილების მიერ ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად დააკავეს თურქეთის რესპუბლიკაში არალეგალურ, ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებული ორგანიზაციის ცენტრალური კომიტეტის წევრები და ამავე ტერორისტული ორგანიზაციის სამხედრო დანაყოფის პასუხისმგებელი პირები. ამასთან, აღნიშნული ორგანიზაციის საიდუმლო საცხოვრებელ ბინაში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ამოიღეს მითითებული ორგანიზაციის საკუთრებაში არსებული იარაღი, ტყვია_წამალი, ასაფეთქებელი ნივთიერებები, კომპიუტერები, მეხსიერების ბარათები და დოკუმენტაცია.

სტამბოლის პოლიციის ცნობით, შეიარაღებული ტერორისტული ორგანიზაციის ძირითად მიზანს წარმოადგენდა თურქეთის რესპუბლიკის კონსტიტუციური სტრუქტურების გაუქმება შეიარაღებული ძალებისა და ძალადობის გამოყენების გზით. შეიარაღებულ მოქმედებებში მონაწილეობა. თურქეთის რესპუბლიკის ძალოვანი უწყებების მტკიცებით, აღნიშნული პიროვნება მონაწილეობდა იმ შეკრებებში, სადაც სამართალდამცველებთან მებრძოლ ტერორისტებს აცხადებდნენ გმირებად.




საქართველოს ხელისუფლების პოზიცია

2017 წლის 5 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიას შუამდგომლობით მიმართა საქართველოს მთავარი პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორმა ნანიკო ზაზუნაშვილმა და ითხოვა ა. ნ-ს თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის დასაშვებად ცნობა, მის მიმართ თურქეთის რესპუბლიკის ადანის მე-6 მძიმე სისხლის სამართლის სასამართლოს 2008 წლის 19 თებერვლის განაჩენის აღსრულების მიზნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2017 წლის 10 იანვრის განჩინებით, პროკურორ ნანიკო ზაზუნაშვილის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა. დასაშვებად იქნა ცნობილი ა.ნ-ს თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია.
ადვოკატის პოზიცია

ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირი და მისი ინტერესების დამცველი, ადვოკატი აღნიშნავდნენ, რომ პროკურატურას არ უნდა დაეშვა ესტრადიცია, კერძოდ, უხეშად დაირღვა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მუხლები.
,,შერაცხული ბრალდებიდან გაურკვეველია, თუ რაში გამოიხატა მისი დანაშაულებრივი ქმედება, არ დასტურდება მისი წევრობა ან რაიმე კავშირი ტერორისტულ ორგანიზაციასთან; იგი იდევნება რელიგიურ (არ არის მუსულმანი) და პოლიტიკურ ნიადაგზე, რის გამოც მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება; მსგავსი ბრალდებით დაკავებული პირების ექსტრადიციაზე უარი განაცხადა შვეიცარიის კონფედერაციამ და გერმანიის რესპუბლიკის კარლსრუეს უზენაესმა სასამართლომ; მათ არგუმენტებს ამყარებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის გადაწყვეტილება, რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს გადაწყვეტილება და საქმე, გარემოებების სრულყოფილი შესწავლისა და ახალი აქტის გამოცემის მიზნით, დაუბრუნდა ადმინისტრაციულ ორგანოს." - აღნიშნავს ადვოკატი.

როგორც ირკვევა, თურქეთის მოქალაქემ დევნილთა სამინისტროს დევნილად აღიარება და პოლიტიკური თავშესაფარი სთხოვა.

ადვოკატის განცხადებით, რაც საჩივარშია მითითებული, გასათვალისწინებელია საერთაშორისო ორგანიზაციათა დასკვნები თურქეთის რესპუბლიკაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, კერძოდ ის გარემოება, რომ ხელისუფლებამ შეაჩერა ადამიანის უფლებათა დაცვის კონვენციისა და ხელშეკრულების მოქმედება, მართავს დისკუსიებს და სულ უფრო ხშირად უჭერს მხარს ადამიანთა სიკვდილით დასჯის აღდგენას.

სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილება

საქართველოს სასამართლოების აზრით, დაკავებისას და საექსტრადიციო პატიმრობაში ყოფნის პერიოდში, მის მიმართ არ დარღვეულა არც საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და არც საერთაშორისო ხელშეკრულებებით საქართველოს მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულებები.
,, მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს ,,სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოებები, კერძოდ: დაცულია ორმაგი დანაშაულებრიობის, პარალელური წარმოების აკრძალვის, ორმაგი დასჯის აკრძალვისა (ნონ ბის ინ იდემ) და ხანდაზმულობის პრინციპები, მოქალაქეობისა და ლტოლვილობის შესახებ წესები და საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნები. ამასთან, ექსტრადიციის განხორციელების შემთხვევაში, წარმოდგენილი მასალების მიხედვით, არ იკვეთება ა. ნ-ს მიმართ ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის რისკი." - აღნიშნულია გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში.

მოსამართლეთა აზრით, უსაფუძვლოა ადვოკატის მითითება, რომ თურქეთის რესპუბლიკაში ა. ნ-ს სიცოცხლესა და ჯანმრთელობას ემუქრება საფრთხე მისი რელიგიური (არ არის მუსულმანი) აღმსარებლობის, გამოხატვის თავისუფლებისა და პოლიტიკური შეხედულებების გამო, ვინაიდან ექსტრადიციას დაქვემდებარებულმა პირმა და მისმა ადვოკატმა სასამართლოს ვერ წარუდგინეს რაიმე უტყუარი მტკიცებულება, რომელიც პალატას შესაძლებლობას მისცემდა, დაედგინა აღნიშნული გარემოებები.

,,საქმის მასალებში მოიპოვება თურქეთის რესპუბლიკის მიერ წარმოდგენილი გარანტია, რომ ექსტრადიციის შემთხვევაში ა. ნ-ი ისარგებლებს თურქეთის რესპუბლიკის კანონმდებლობითა და იმ საერთაშორისო კონვენციებით განსაზღვრული ყველა უფლებით, რომელთა ხელმომწერიცაა თურქეთის რესპუბლიკა. გარდა ამისა, `ექსტრადიციის შესახებ" ევროპული კონვენციის მე-2 დამატებითი ოქმის მე- 3 მუხლის შესაბამისად, ვინაიდან ა. ნ-ს მიმართ განაჩენი გამოტანილია მის დაუსწრებლად, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოებისაგან
მიიღო გარანტია, რომ ა. ნ-ს თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში მას მიეცემა მისი საქმის ხელახალი განხილვის შესაძლებლობა." - აღნიშნულია უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაში.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
დღეს პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

დღეს პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

23:56 / 17.04.2024
,,რატომ არ ამოიღეთ ხმა, იმ დროს, როცა თქვენ, მასწავლებელს ხმა უნდა
ამოგეღოთო,''
,,რატომ არ ამოიღეთ ხმა, იმ დროს, როცა თქვენ, მასწავლებელს ხმა უნდა ამოგეღოთო,''
19:05 / 17.04.2024
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, თავი შეიკავოს ისეთი
კანონმდებლობის მიღებისგან, რომელმაც შესაძლოა საქართველოს
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, თავი შეიკავოს ისეთი კანონმდებლობის მიღებისგან, რომელმაც შესაძლოა საქართველოს
16:40 / 17.04.2024
გორი-კასპის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი სოსიაშვილმა და
ხაშური-ქარელის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაალ დუგლაძემ
გორი-კასპის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი სოსიაშვილმა და ხაშური-ქარელის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაალ დუგლაძემ
15:28 / 17.04.2024
,,ძალიან მოხარული ვარ, რომ დღეს ვიმყოფები აქ. გავიცანი და ვნახე
მომავლის ლიდერები, მომავლის ჩემპიონები,

,,ძალიან მოხარული ვარ, რომ დღეს ვიმყოფები აქ. გავიცანი და ვნახე მომავლის ლიდერები, მომავლის ჩემპიონები,

18:42 / 16.04.2024
ვიდეორეპორტაჟი
,,აქ ჩემი ცხოვრება როგორია? ახალ წელს ავადმყოფი კაცი მარტო ვხვდები. დილით
,,2003 წელი, 6 ივნისი, ოქიანში თოვლი მოვიდა", კიდევ ,,2001 წელი, 4 ივნისი, ტამის მთაზე თოვლი მოვიდა"..
გადაბრუნებული ტრაქტორი მეორე ტრაქტორით გაასწორეს, მძღოლი ფანჯრიდან თოვლში გადმოვარდა.
"წყალი, ტყე, საძოვრები, მინდორი წაგვართვეს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.