რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ახალი ამბები
23 ნოემბერს ცხინვალში ,,სიმამაცისა და ერთიანობის დღე" აღინიშნება
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის ხელისუფლება 22-24 ნოემბერს გამყოფ ხაზთან გამშვებ პუნქტებს დაკეტავს. ამის შესახებ ცხინვალის უშიშროების კომიტეტის პრეს-სამსახური ავრცელებს.

პრეს-სამსახურის წარმომადგენლის განცხადებით, 23 ნოემბერს დე-ფაქტო რესპუბლიკაში სახალხო დღესასწაულია.

კერძოდ, 23 ნოემბერი ,,სიმამაცისა და ერთიანობის დღე" აღინიშნება. ეს დღესასწაული 1989 წლის მოვლენებს უკავშირდება, როდესაც ცხინვალში თბილისიდან ჩასული აქტივისტები არ შეუშვეს და მიტინგი არ ჩაატარებინეს. როგორც ,,მხედრიონის" ლიდერი ჯაბა იოსელიანი მემუარებში წერს, მის მებრძოლებს მომიტინგეების დაცვა უნდა უზრუნველეყო:

,,ცხინვალში ამოვირჩიეთ ადგილი, სადაც მოსახერხებელი იქნებოდა ოსებთან ერთად მიტინგის მოწყობა.ეს იყო ლენინის მოედანი. სასტუმროში, რომელიც ამ მოედანზე დგას, ორ სართულზე ინკოგნიტოდ შევასახლეთ შეიარაღებული მხედრიონელები. ასევე ხუთსართულიანი სახლის ერთ-ერთი ბინა, რომლის ფანჯრებიც მოედანს გადაჰყურებდა, ჩვენს განკარგულებაში აღმოჩნდა. ამავე სახლის სახურავზე განვალაგეთ რამდენიმე სათვალთვალო და საცეცხლე პუნქტი. დავიკავეთ სარკინიგზო ვაგზლის მოედანზე გამოსასვლელი და მოპირდაპირე მხარის „სახანძროს“ მიდამოები. ერთი სიტყვით დაცვა საიმედოდ მოეწყო. საუბედუროდ, მიტინგმა ცხინვალში ვერ შემოაღწია. ამის მიზეზი მოგვიანებით გაირკვა: ზვიად გამსახურდიამ და გივი გუმბარიძემ ბოლო მომენტში ღონისძიების ხელმძღვანელობის დაუკითხავად განიზრახეს მიტინგი ცხინვალში კი არა, მის მისადგომებთან გამართულიყო.' - წერს ჯაბა იოსელიანი.



მისი ცნობით, ამან გამოიწვია დაბნეულობა, შეუთანხმებელი მოქმედება, ქაოსი, ოსების გაგულისება, რომელთაც წაეხმარა ცხინვალში განთავსებული ჯარის ნაწილი.

,,ცხინვალის შესასვლელთან აღიმართა ცოცხალი კედელი, დაიწყო გაქაჩვა - გამოქაჩვა, გადაყვირ – გადმოყვირება, ლანძღბა – გინება. ასეთ ვითარებაში მოლაპარაკებას და პარალელურად ძალის დემონსტრირებას( რაც მიტინგის მიზანს შეადგენდა) ვეღარ შევძლებდით. ხალხი ისე დაიმუხტა, რომ ან ხელჩართული ბრძოლა უნდა დაწყებულიყო, რაც უამრავ მსხვერპლს მოიტანდა, ან უნდა გავბრუნებულიყავით, საიდანაც მოვედით. მე კიდევ ერთ გამოსავალს წავეპოტინე: ორივე მხარეს შევთავაზე ორას -ორასი კაცი შევხვედროდით ერთმანეთს ცხინვალის თეატრში, წარგვედგინა ჩვენ – ჩვენი პრეტენზიები და დაგვეწყო მოლაპარაკება. ეს ოპტიმალური ვარიანტი შუა გზაში ჩაშალეს ზვიად გამსახურდიამ და ირაკლი წერეთელმა. ვერავითარი გადაწყვეტილება ვერ მივიღეთ. ჩვენმა ჩანაფიქრმა სრული ფიასკო განიცადა, ოსთა მხარე კი გამარჯვებული გამოიყურებოდა.” - წერია მოგონებებში.




ნოდარ ნათაძე: ,,22- ში ვიყავი ცხინვალში. შევხვდი პედინსტიტუტის ქართველ და ოს თანამშრომლებს, საოლქო კომიტეტში – ოს ინტელიგენციას. საუბარში რა თქმა უნდა მონაწილეობდნენ ქართველებიც.

ჩემი ჩასვლის მიზანი იყო ჩამეტანა მიმართვის ტექსტი, რომელსაც ხელს აწერდა „საქართველოს ეროვნული მოძრაობა“ და რომელშიც ნათქვამი იყო, რომ ჩვენ და ოსებს ძმობა გვჭირდება, როგორც ჰაერი. ნათქვამი იყო, რომ ცხინვალელმა ოსებმა უნდა განუმარტონ თავის შვილებსა და შვილიშვილებს, რომ ქართულ მიწაზე ცხოვრობენ და ქართველი ერის ინტერესთა პატივისცემა მართებთ. ნათქვამი იყო, რომ არცერთ ქართველს არასდროს არ შეუზღუდავს ოსისათვის საქართველოში ცხოვრების უფლება და არც არასდროს შეუზღუდავს მას. ყველა ოსმა, ვინც კი წაიკითხა ეს მოწოდენა ოსი ხალხისადმი, პირველი წაკითხვისას დიდი მოწონება გამოთქვა, მეორე წაკითხვაზე ბევრმა „პატარა რედაქცია“ ისურვა, რადგან მათი აზრით, ფრაზას -” ქართულ მიწაზე ცხოვრობენ“ – შეიძლება ზოგ -ზოგში „გაღიზიანება” გამოეწვია. ჩვენი პასუხი იყო: “მე როცა ვამბობ, რომ ჩემი მიწა ჩემი მიწაა და ჩემი ცოლი ჩემი ცოლია, თუ ეს ვინმეს აღიზიანებს, მე მასთან სალაპარაკო არაფერი მაქვს.” ასე იყო თუ ისე, მე ვთხოვე პედინსტიტუტის თანამშროლებსაც და საოლქო კომიტეტის თანამშრომლებსაც, ამ მიმართვის სამასიოდე ასლი, რომელიც ჩატანილი გვქონდა, ხალხში გაევრცელებინათ. ახლაც მგონია, რომ ეს საჭირო იყო, რადგან იქ ნათლად იყო ნათქვამი, რომ ხვალინდელი მიტინგი ძმობისა და მშვიდობის მატარებელი იქნებოდა. გაავრცელეს თუ არა მათ ეს მიმართვა, დღემდე არ ვიცი.

მოწოდება 23-ში თბილისელი მომიტინგეები რომ ცხინვალისკენ მივდიოდით, სოფელ ერგნეთთან, ცხინვალიდან ოთხიოდე კილომეტრის მანძილზე, გზა გადაკეტილი დაგვხვდა ჯავშანტრანსპორტიორით. მე დაბლა, მინდორში ვიდექი დაახლოებით ერთი საათის მანძილზე და ლაპარაკში ვიყავი გართული. გავიგონე, ზემოდან რომ თქვეს, გზა გახსენო და ხალხი ავტობუსებით ცხინვალისკენ გაემართა. ხალხის მიერ კორდონის ძალით გადალახვა არ შემიმჩნევია. არც შესაბამისი ხმაური გამიგონია. ცხინვალისკენ ფეხით რომ მივდიოდით, გადაგვისწრო ჯავშანტრანსპორტიორმა, რომელიც მანამდე გზას კეტავდა. ცხინვალის შესასვლელში, ხიდთან, ქალაქს ადამიანთა 5-6 ათასიანი მასა კეტავდა. მას წინ ედგა ფარიანი ჯარისკაცების ერთი მწკრივი. ჯარისკაცების წინ 30 -იოდე მეტრი დაკავებული იყო აგურით დატვირთული დიდი „კრაზებით,“ ხოლო მათ წინ იდგა ერთურთში მკლავგაყრილი სამასიოდე კაცი, რომლებიც გზას კეტავდნენ. ისინი ამბობდნენ, ქალაქში ნუ შეხვალთ, თორემ იქ შეიარაღებული ექსტრემისტები არიან და მათ ქცევაზე პასუხს არ ვაგებთო.

ჯარისკაცებს და ამ ორას -სამას კაცს შორის, თანდათანობით, საკმაოდ მრავალრიცხოვანი ჯგუფი შეიკრიბა. იყვნენ ჩემთვის უცნობი ადგილობრივი ადამიანები, იყვნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალი მოხელეები, იყო საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი ბატონი გივი გუმბარიძე, მეც იქ გახლდით კარგა ხანს. ასეთი მდგომარეობა გაგრძელდა გვიან ღამემდე. მე მგონი მისულებს რომ ის ორას-სამას კაციანი კორდონი გაერღვიათ, ხოლო შემდეგ ჯარისკაცებს და მათ უკან მდგომ მასას შერეოდნენ, ამას ძალიან ცუდი შედეგები მოჰყვებოდა. ხაზს ვუსვამ, ძალიან ცუდი, რადგან მსხვერპლს დიდი მასშტაბი ექნებოდა, როგორც შემდეგ გავიგე, გზიდან მარჯვნივ მდებარე ფერდობი, ზღუდელის ფერდობი, მომარაგებული საბურავებით, ბენზინით და ბენზინიანი ბოთლებით იყო სავსე.



შოთა გორგოძე: (საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი) 23 ნოემბრის წინ ბევრი შეხვედრა გვქონდა როგორც საქართველოს ეროვნული მოძრაობის ლიდერებთან, ისე ოსი საზოგადოებრიობის წარმომადგენლებთან. ჩემი აზრით, რადგან დაძაბული მდგომარეობა იყო, რადგან „ადამონ ნიხასმა“ მოწამლა საზოგადოებრივი აზრი, თითქოს ეს მიტინგი ოსების დასარბევად მზადდებოდა, ამიტომ მიტინგი არ უნდა ჩატარებულიყო.

პოლიციაჩვენ ყველაფერი ვიღონეთ, რომ ოსი ხალხისთვის აგვეხსნა მიტინგის არსი, მაგრამ არაფერი გამოვიდა. რამდენიმე დღეში ამის გაკეთება ძალიან ჭირდა. ოსი საზოგადოებრიობის წარმომადგენლები შეგვპირდნენ – ყევლაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ოსი ხალხი მოვამზადოთ და ერთი თვის შემდეგ ჩავატაროთ მიტინგიო, „ადამონ ნიხასმაც“ ( გაზაევი) აღიარა თავისი შეცდომები, მაგრამ რადგან მიტინგი მაინც იმართებოდა, ჩვენ იქ ვიყავით და ვცდილობდით არაფერი მომხდარიყო. მიტინგი სოფელ ერგნეთთან უნდა გამართულიყო, ასე გვქონდა დათქმული. იქვე დავაყენეთ პოლიციის კორდონი, რომ ხალხს პატივი ეცა მილიციისთვის და ცხინვალისკენ არ დაძრულიყო. მე მივმართე კიდეც ხალხს, არაფერი გამომივიდა. მოითხოვეს ცხინვალიდან წარმომადგენლების მოყვანა, ჩვენ მივიღეთ ზომები და ცხინვალის ოსური მოსახლეობის ათიოდე წარმომადგენელი მოვიდა, ამასობაში ცხინვალელი ქართველები დაიძრნენ და კორდონს მიღმა აღმოჩნდნენ. ისინი დაჟინებით მოითხოვდნენ მიტინგის ცხინვალში გამართვას, ამ დროს აქედან დაძრული ხალხის ნაწილიც, კორდონს მიღმა აღმოჩნდა, ჩვენ გადაგვასწრეს. მეტი გზა აღარ იყო, გავხსენით კორდონი და შემდეგში იმდენი მოვახერხეთ, მაინც ხალხს ჩავდგომოდით სათავეში. ცხინვალთან კი, ქართველები მოდიანო და, ოსებს გადაეკეტათ გზა. სტადიონამდეც ვერ მივაღწიეთ, სადაც მიტინგის ჩატარებას ვვარაუდობდით, რადგან ქალაქის ცენტრში მაინც სახიფათო იყო. ჩვენ ქართველებსა და ოსებს შორის ჩავდექით, რომ არაფერი მომხდარიყო. ქართულ არაფორმალურ გაერთიანებათა ლიდერებისადმი პირადად მე მადლობის მეტი არაფერი მეთქმის, რომ შეჯახება თავიდან ავიცილეთ. შემდგომში მთელი ჩვენი შემართება წარიმართა იმისთვის, როგორმე მიტინგი მაინც ჩატარებულიყო, მაგრამ ამაოდ. მიტინგის მოწინააღმდეგეები ოსებს შორის საკმაოდ იყვნენ. მდგომარება იძაბებოდა, ამიტომ მე გამოვიძახე შინაგანი ჯარები, რათა წესრიგის დაცვაში დაგვხმარებოდნენ. არაფორმალებმაც გადაწყვიტეს ცხინვალის შესასვლელთან ჩაეტარებინათ მცირე მიტინგი და ამის შემდეგ ხალხი უკან დააბრუნეს, შეხლა-შემოხლა აგვაცილეს."
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
გმირთა მოედნის გადაკეტვის შემდეგ თამარ მეფის ქუჩის მიმართულებით
გზაც გადაკეტეს. ეს გზა სანაპიროს უერთდება.
გმირთა მოედნის გადაკეტვის შემდეგ თამარ მეფის ქუჩის მიმართულებით გზაც გადაკეტეს. ეს გზა სანაპიროს უერთდება.
22:53 / 02.05.2024
,,მე, როგორც მერის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს წევრი, ახალგაზრდულ
საკითხებში, ქვეყანაში მიმდინარე
,,მე, როგორც მერის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს წევრი, ახალგაზრდულ საკითხებში, ქვეყანაში მიმდინარე
18:58 / 02.05.2024
,,სისულელებს წერენ, საიდან მოიტანეს. ენას ძვალი არა აქვს,
,,სისულელებს წერენ, საიდან მოიტანეს. ენას ძვალი არა აქვს,
20:31 / 01.05.2024
"სპეციალური საგამოძიებო სამსახური მომხდარ ფაქტებზე შეტყობინებებს ცხელი ხაზით,
13:50 / 01.05.2024
"რუსული კანონის" საწინააღმდეგო აქციაზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა
12:32 / 01.05.2024
ვიდეორეპორტაჟი
ერთ-ერთ მიკროავტობუსში გაუგებრობა მოხდა. იქ სადაც საბავშვო ბაღების გაერთიანების
,,აქ ჩემი ცხოვრება როგორია? ახალ წელს ავადმყოფი კაცი მარტო ვხვდები. დილით
,,2003 წელი, 6 ივნისი, ოქიანში თოვლი მოვიდა", კიდევ ,,2001 წელი, 4 ივნისი, ტამის მთაზე თოვლი მოვიდა"..
გადაბრუნებული ტრაქტორი მეორე ტრაქტორით გაასწორეს, მძღოლი ფანჯრიდან თოვლში გადმოვარდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.