რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« აპრილი 2024 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ახალი ამბები
წმინდაწყალზე მინისტადიონს პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსნის მოთხოვნით ანგრევენ
შს სამინისტროს შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის საგამოძიებო ნაწილის ყოფილ უფროსს, გელა ტალახაძეს, წმინდაწყალზე, მიწის ნაკვეთს გორის მერია უთავისუფლებს. ამ მიწის ნაკვეთზე მინისტადიონია. კეთილმოწყობის სამსახურის თანამშრომლებმა რკინის კონსტრუქციების დემონტაჟი დღეს დაიწყეს. მერიაში გვითხრეს, რომ ამის გამო გელა ტალახაძემ პრეტენზიები გამოთქვა, რადგან ის სხვა ალტერნატიულ ფართს ელოდებოდა.

საქმე იმაშია, რომ გელა ტალახაძემ ტერიტორია 2013 წელს გელა ქიმერიძისგან გადაიფორმა. ქიმერიძემ კი, რეკრეაციული ზონა 2002 წელს, გორის მაშინდელი გამგეობისგან შეიძინა.

ქიმერიძე სამხარეო პოლიციის ყოფილი უფროსისა და გორის ყოფილი პროკურორის (2002 წელი) ალეკო სუხიტაშვილის ნათესავია, ტალახაძე კი, - სამხარეო პროკურორის (2002 წელი) ამირან ნოზაძისა. მიწის ფართობის გვერდით, 2002 წელს, სწორედ, სამხარეო და გორის პროკურატურის შენობა იყო.






ფოტო: ქალაქის გენერალური გეგმის ნახაზი, სადაც რეკრეაციული ზონა (სკვერი) ჩანს

2002 წელს, შევარდნაძის მმართველობის პერიოდში, გორის რაიონის გამგეობის წარმომადგენლებმა რეკრეაციული ზონა საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხაში ჩასვეს და გაყიდეს. ქიმერიძე მიწის მფლობელი 1600 ლარის გადახდის შემდეგ გახდა.

2006 წელს ,,ნაციონალურმა მოძრაობის“ წარმომადგენლებმა ამ მიწის ნაკვეთზე სკვერი მოშალეს, წიწვოვანი ხეები გაჩეხეს, ხოლო მათ ნაცვლად მინისტადიონი ააშენეს. 8-წლის შემდეგ, მინისტადიონის დანგრევა მიწის მესაკუთრემ მოითხოვა.



ფოტოზე: ქონების მესაკუთრე გელა ტალახაძე

2013 წელს, როგორც აღვნიშნეთ, ქიმერიძემ მიწის ნაკვეთი, ნასყიდობის ხელშეკრულებით, გელა ტალახაძეზე გადააფორმა. 2014 წელს ტალახაძემ ფართის გათავისუფლება მოითხოვა. 2014 წლის 18 ივნისს, გამგეობის იურისტი რეზო გოგიაშვილი პროცესზე არ გამოცხადდა. სასამართლომ დაუსწრებელი გადაწყვეტილება გამოიტანა. 2014 წლის 21 ივნისს გორში ახალი არჩევნები ჩატარდა, მუნიციპალიტეტი ორად გაიყო და ქალაქის მერად ზურაბ ჯირკველიშვილი აირჩიეს. რეზო გოგიაშვილმა კი, რაიონის გამგეობაში იურიდიული სამსახურის უფროსის პოსტი შეინარჩუნა.

მერმა ზურაბ ჯირკველიშვილმა გელა ტალახაძესთან მოლაპარაკებები დაიწყო.

დღეს მერიაში ამბობენ, რომ ეს ,,მოლაპარაკებები“ დიდი ხნის განმავლობაში, წელიწადნახევარი მიმდინარეობდა, რაც მუნიციპალიტეტს ძვირი უჯდება. ყოველთვიურად, გელა ტალახაძის ანგარიშზე 250 დოლარის ექვივალენტი ლარებში ირიცხებოდა.
გელა ტალახაძე ქალაქში ისეთ მიწის ნაკვეთს ითხოვდა, რომლის ფასი ადეკვატური იქნებოდა წმინდაწყალზე მდებარე ფართობის.

,,ამიტომ, მიზანშეწონილად ჩავთვალეთ, ზედმეტი დანაკარგების სანაცვლოდ, ეს ფართობი მისთვის დაგვეთმო“ - აცხადებენ მერიაში.

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს მერიაში განუცხადეს, რომ ტალახაძეს ამ ნაკვეთზე მომავალში რაიმე მშენებლობის ნებართვის მიღება გაუჭირდება, რადგან მიწის ქვეშ ქალაქის წყალსადენი გადის და მისი გათხრა დაუშვებელია.

როგორ გაიყიდა რეკრეაციული ზონა 2002 წელს?!




ფოტოზე: თამარ ედიშერაშვილი, გამგებლის მოადგილე (2002-2006 წწ)

2002 წელს რაიონის გამგებელი იყო შიო კოშაძე. (2016 წელს გორის მერის, ზურაბ ჯირკველიშვილის მრჩეველი). საპრივატიზაციო ობიექტების დამტკიცებულ ნუსხას კი, გამგებლის მაშინდელი მოადგილე თამარ ედიშერაშვილი აწერს ხელს.

ედიშერაშვილის განმარტებით, გამგეობის სხდომაზე, საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხა დასამტკიცებლად სხვადასხვა სამსახურის, მათ შორის, ქონების მართვის სამმართველოს მიერ მუშავდებოდა.

,,გამგეობის სხდომაზე მე მხოლოდ ერთი ხმის უფლება მქონდა. მე არც კი ვიცნობდი და არც ახლა ვიცნობ ამ პიროვებებს პირადად. ნუსხა საკმაოდ დიდი იყო მაშინ. კოლეგიურ სხდომაზე შემოიტანეს და დამტკიცდა“ - აცხადებს თამარ ედიშერაშვილი.



ფოტოზე: პაპუნა კობერიძე (ქონების მართვის სამმართველოს ყოფილი უფროსი (2002); გორის მუნიციპალიტეტის გამგებელი (2013-2014 წწ)

რაც შეეხება ქონების მართვის სამმართველოს, მაშინდელი უფროსის მოადგილე პაპუნა კობერიძე იყო. პაპუნა კობერიძე შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრთან საუბარში ვერ იხსენებს, კონკრეტულად, რა მოხდა იმ დროს, რადგან სამმართველოში ამ პროცესებს არ კურირებდა. ათი წლის შემდეგ, 2013-2014 წლებში კი, გორის გამგებელი გახდა. ეს იმ დროს, როდესაც გელა ტალახაძემ ქონების დაბრუნება გამგეობისგან მოითხოვა.




ფოტოზე: გია პაპიტაშვილი (რაიონის გამგეობის ქონების აღრიცხვის სამმართველოს უფროსი, 2002 წელს)

რაიონის გამგეობის ქონების აღრიცხვის სამმართველოს უფროსი (2002 წელს) გია პაპიტაშვილი აცხადებს, რომ საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხაში მიწის ნაკვეთი არ შევიდოდა, თუკი მას რეკრეაციული ზონის სტატუსი ექნებოდა.




გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე მარლენ ნადირაძე (2006-2007 წლებში) აცხადებს, რომ მინისტადიონის მშენებლობის დროს, პრეტენზია არავის გამოუთქვამს იმის თაობაზე, რომ მიწა მისი საკუთრება იყო.

ზურაბ ჯირკველიშვილის გაჭიანურებული მოლაპარაკებები

2015 წლის შემდეგ,სასამართლო გადაწყვეტილების ძალაში შესვლისთანავე, გორის მერიამ, გელა ტალახაძესთან მოლაპარაკებები დაიწყო.

მოლაპარაკებების მიხედვით, ზურაბ ჯირკველიშვილს ,,ადეკვატური“ მიწის ნაკვეთი ქალაქის სხვა ტერიტორიაზე უნდა მოეძებნა. გელა ტალახაძე მუდმივად გამოთქვამდა პრეტენზიას, რომ შეთავაზებული მიწის ნაკვეთები არ იყო ადეკვატური.

დღეს, ქალაქის ამჟამინდელმა მერმა კოტე თავზარაშვილმა და მისმა მოადგილემ, გელა კაპანაძემ, მიიღეს გადაწყვეტილება, რომ მხარეები საწყის პოზიციაზე დაბრუნებულიყვნენ. კერძოდ, ტალახაძეს გაუთავისუფლებენ მიწას, ხოლო მერია გათავისუფლდება ფულადი ჯარიმის გადახდისგან და სხვა ალტერნატიული ფართის გადაცემისგან.
ვინ ააშენა სტადიონი?

აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე გორის რაიონის გამგეობამ, 2006 წელს, მინისტადიონი ააშენა. 2006 წლის ბოლოს რაიონის გამგეობები გაუქმდა, ხოლო მათ ნაცვლად, ადგილობრივ დონეზე მუნიციპალიტეტები შეიქმნა.




ფოტოზე: რეზო გოგიაშვილი, რაიონის გამგეობის იურისტი (2005-2017 წწ)

2006 წელს ჩამოყალიბებულ გორის მუნიციპალიტეტს, მემკვიდრეობით, რაიონის ყოფილი გამგეობისგან მინისტადიონი ბალანსზე არ მიუღია. დღეს, მერიაში გვითხრეს, რომ გელა ტალახაძის პრეტენზია ადგილობრივ თვითმმართველობასთან, უსაფუძვლო იყო.

2006 წელს რაიონის მმართველობითი ორგანოების (რაიონის გამგეობების) პირდაპირი უფლებამონაცვლე საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო გახდა. ასე წერია იმ შესაგებებელ საჩივარში, რომელიც 2014 წელს მოამზადეს, თუმცა სასამართლოს არ წარუდგინეს. ამავე დოკუმენტის მიხედვით, გელა ტალახაძეს უფლებების ,,აღდგენა" მთავრობისგან (ეკონომიკის სამინისტროსგან), და არა თვითმმართველობისგან უნდა მოეთხოვებინა.


ქვემოთ იხ. 2015 წელს მომზადებული სიუჟეტი


Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
დღეს პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

დღეს პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

23:56 / 17.04.2024
,,რატომ არ ამოიღეთ ხმა, იმ დროს, როცა თქვენ, მასწავლებელს ხმა უნდა
ამოგეღოთო,''
,,რატომ არ ამოიღეთ ხმა, იმ დროს, როცა თქვენ, მასწავლებელს ხმა უნდა ამოგეღოთო,''
19:05 / 17.04.2024
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, თავი შეიკავოს ისეთი
კანონმდებლობის მიღებისგან, რომელმაც შესაძლოა საქართველოს
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, თავი შეიკავოს ისეთი კანონმდებლობის მიღებისგან, რომელმაც შესაძლოა საქართველოს
16:40 / 17.04.2024
გორი-კასპის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი სოსიაშვილმა და
ხაშური-ქარელის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაალ დუგლაძემ
გორი-კასპის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი სოსიაშვილმა და ხაშური-ქარელის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაალ დუგლაძემ
15:28 / 17.04.2024
,,ძალიან მოხარული ვარ, რომ დღეს ვიმყოფები აქ. გავიცანი და ვნახე
მომავლის ლიდერები, მომავლის ჩემპიონები,

,,ძალიან მოხარული ვარ, რომ დღეს ვიმყოფები აქ. გავიცანი და ვნახე მომავლის ლიდერები, მომავლის ჩემპიონები,

18:42 / 16.04.2024
ვიდეორეპორტაჟი
,,აქ ჩემი ცხოვრება როგორია? ახალ წელს ავადმყოფი კაცი მარტო ვხვდები. დილით
,,2003 წელი, 6 ივნისი, ოქიანში თოვლი მოვიდა", კიდევ ,,2001 წელი, 4 ივნისი, ტამის მთაზე თოვლი მოვიდა"..
გადაბრუნებული ტრაქტორი მეორე ტრაქტორით გაასწორეს, მძღოლი ფანჯრიდან თოვლში გადმოვარდა.
"წყალი, ტყე, საძოვრები, მინდორი წაგვართვეს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.