რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« აპრილი 2024 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ახალი ამბები
გამგებლის თანაშემწის პასუხები ტესტირებაზე

 

,,ის ჩემი თანაშემწეა, ხალხის კი არა. ასევე მიმაჩნია, რომ არც ჩემს წარმომადგენლებს უნდა შეხებოდათ ტესტირება" - აცხადებს გულიაშვილი.

 

ქარელის მუნიციპალიტეტში განაცხადი 250-მა ადამიანმა გააკეთა, აქედან მეორე ეტაპზე, ტესტირებაზე 170 გავიდა, ხოლო 25 არ გამოცხადდა. ჯამში 55 პირი ჩაიჭრა. საკრებულოში ყველა მოხელემ (11-მა ადამიანმა) ბარიერი (60 ქულიდან გამსვლელი 31) გადალახა.

 

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს ხელთ ჩაუვარდა გამგებლის თანაშემწის ილია ქელეხსაშვილის ტესტირების შედეგები. მან 25 ქულა აიღო.

 

კითხვები და პასუხების რამდენიმე ვარიანტი კანონმდებლობიდან

 

კითხვაზე, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის თანახმად, გამგეობა/მერია არის, ილია ქელეხსაშვილმა უპასუხა, რომ ეს არის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც უზრუნველყოფს გამგებლის/მერის უფლებამოსილების განხორციელებას. სინამდვილეში კი უნდა შემოხაზულიყო: მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოსადმი დაქვემდებარებული დაწესებულება, რომელიც უზრუნველყოფს გამგებლის/მერის უფლებამოსილების განხორციელებას.

 

კითხვაზე, საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადადგომა,, ილია ქელეხსაშვილის აზრით, იწვევს მთავრობის სხვა წევრთა უფლებამოსილების შეჩერებას. სინამდვილეში კი უნდა შემოხაზულიყო - ,,შეწყვეტას".
 
 
კითხვაზე, საქართველოს კონსტიტუციის თანახმად,  სასამართლომ პირის სასამართლოში წარდგენიდან გადაწყვეტილება, დაპატიმრების ან თავისუფლების სხვაგვარი შეზღუდვის შესახებ, ილია ქელეხსაშვილის აზრით, 72 საათში უნდა მიიღოს. სინამდვილეში კი უნდა შემოხაზულიყო - 24 საათის განმავლობაში.
 
 
ილია ქელეხსაშვილის ყველაზე საინტერესო პასუხი საჯარო ინფორმაციის გაცემის კუთხით დასმულმა კითხვას ეხება. გამგებლის თანაშემწეს ეკითხებიან: ,,მოქალაქემ წერილობითი განცხადებით მიმართა მუნიციპალიტეტის გამგეობას საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის თაობაზე, აღნიშნული ინფორმაცია იყო დიდი მოცულობის - 99 გვერდიანი. მუნიციპალიტეტის გამგეობამ განმცხადებელს მოსთხოვა ასლის გადაღების თანხის გადახდა. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად, მუნიციპალიტეტის გამგეობის მოთხოვნა:" - ილია ქელეხსაშვილის აზრით, არ არის კანონიერი, ვინაიდან საჯარო ინფორმაციის ასლის გაცემისათვის დაუშვებელია რაიმე სახის თანხის მოთხოვნა.  
 
სინამდვილეში კი, უნდა შემოხაზულიყო: ,,კანონიერია, ვინაიდან საჯარო ინფორმაციის გაცემისათვის დასაშვებია ასლის გადაღებისათვის თანხის მოთხოვნა."
 
 
ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის თანახმად, ილია ქელეხსაშვილის აზრით, მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრისთვის დაუშვებელია საკრებულოს წევრის მოვალეობების შესრულებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება პრემიებისა და დანამატების სახით. სინამდვილეში კი - საკრებულოს წევრის მოვალეობების შესრულებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება პრემიებისა და დანამატების სახით, საკრებულოს წევრის ხელფასთან ერთად, დასაშვებია.
 
 
ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის თანახმად, მუნიციპალიტეტის გამგებლის უფლებამოსილების შეჩერება, ილია ქელეხსაშვილის აზრით, გამგებლის უფლებამოსილების შეჩერება შვებულების დროს არ გამოიყენება.
 
სინამდვილეში კი უნდა შემოხაზულიყო: ,,სასამართლოს მიერ უგზო-უკვლოდ დაკარგულად არის აღიარებული."
 
და.ა.შ.
 
 
 
რამდენიმე ვარიანტი ზოგადი უნარებიდან:
 
 
კითხვა: საწყობში 52 ტომარა ფქვილი იყო. საწყობიდან ყოველდღიურად სამ-სამი ტომარა ფქვილი გაჰქონდათ. ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომლის ტოლი არ შეიძლება იყოს საწყობში დარჩენილი ფქვილის ტომრების რაოდენობა რამდენიმე დღის შემდეგ? ა) 4 ბ)9 გ) 13) დ)16. ილია ქელეხსაშვილმა სწორად უპასუხა, რომ საწყობში დარჩენილი ფქვილის ტომრების რაოდენობა 9-ის ტოლი არ უნდა იყოს.
 
 
კითხვა: ავტობუსში მგზავრების რაოდენობა b-ს ტოლი იყო. გაჩერებაზე 5 მგზავრი ამოვი­და, 9 მგზავრი კი ჩავიდა. რამდენი მგზავრი იქნება ავტობუსში ამ გაჩერების შემდეგ? ილია ქელეხსაშვილმა სწორად უპასუხა, რომ b-ს მინუს 4.
 
 
მოცემულია: · მაღალი მთის ყველა მდინარეში წყალი ძალიან ცივია.
 
 
ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელი დებულება უნდა ავიღოთ მეორე წანამძღვრად, რათა შევძლოთ დავასკვნათ, რომ მაღალი მთის არც ერთ მდინარეში არ მრავლდება ლოქო?
 
ა) მხოლოდ მაღალი მთის მდინარეებშია წყალი ძალიან ცივი
ბ) მხოლოდ იმ მდინარეებშია წყალი ძალიან ცივი, რომლებშიც ლოქო მრავლდება
გ) ყველა იმ მდინარეში, რომელშიც ლოქო მრავლდება, წყალი ძალიან ცივი არაა.
დ)არც ერთ მდინარეში, რომელშიც ლოქო მრავლდება, წყალი ძალიან ცივი არ არის.
 
ილია ქელეხსაშვილი ბოლო პასუხი შემოხახაზა, თანაც სწორად. 
 
 
კითხვა: ვტოსადგომზე გვერდიგვერდ დგას სამი მანქანა: პორშე, ტოიოტა და მერსედესი. ერთ-ერთი მათგანი წითელია, ერთი - ლურჯი, ერთიც - თეთრი. პორშე შუაში დგას, მის მარცხნივ კი ლურჯი მანქანაა. ამასთან, ტოიოტა წითელია.
 
რა ფერისაა პორშე?
 
ილია ქელეხსაშვილმა სწორად უპასუხა, რომ პორშე თეთრია.
 
 
კითხვა: ცნობილია, რომ ერთ-ერთ სკოლაში ცხრილის მიხედვით ორშაბათს მათემატიკის ან ქიმიის გაკვეთილია - ერთ-ერთი მაინც. გარდა ამისა:
 
· თუ ორშაბათს მათემატიკის გაკვეთილია, მაშინ სამშაბათს ფიზიკის გაკვეთილია.
· ორშაბათს ქიმიის გაკვეთილი მხოლოდ იმ შემთხვევაშია, თუ ინგლისურის გაკვეთილი პარასკევს არის.
 
ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელი დასკვნის გამოტანა შეგვიძლიათუ ვიცითრომ ინგლისურის გაკვეთილი არ არის პარასკევს?
 
ცხრილის მიხედვით:
 
ა) ორშაბათს ქიმიის გაკვეთილია
ბ) ორშაბათს მათემატიკის გაკვეთილიც არის და ქიმიისაც.
გ)სამშაბათს ფიზიკის გაკვეთილია
დ)მათემატიკის და ინგლისურის გაკვეთილები ერთ დღეს არ არის.
 
ილია ქელეხსაშვილმა უპასუხა, რომ  მათემატიკის და ინგლისურის გაკვეთილები ერთ დღეს არ არის.. სინამდვილეში კი უნდა შემოეხაზა: სამშაბათს ფიზიკის გაკვეთილია. 
 
 
კითხვა:ქალაქიდან ველოსიპედისტი 8.00 საათზე გავიდა, მოტოციკლისტი კი იმავე ადგილიდან და იმავე მიმართულებით - 10.00 საათზე. ორივე შეუფერხებლად, თანაბარი სიჩქარით მოძრაობდა: მოტოციკლისტის სიჩქარე 3-ჯერ აღემატებოდა ველოსიპედისტის სიჩქარეს. რომელ საათზე დაეწევა მოტოციკლისტი ველოსიპედისტს?
 
ა) 10.30
ბ) 11:00
გ) 11:30
დ) 12:00
 
ილია ქელეხსაშვილმა უპასუხა, რომ მოტოციკლისტი ველოსიპედს 12 სთ-ზე დაეწევა, სინამდვილეში კი - 11 საათზე.
 
 
კითხვა:  სოფელში თითოეულ ოჯახს ჰყავს ძაღლი ან კატა. ძაღლი ჰყავს 65 ოჯახს, ხოლო კატა - 35 ოჯახს. სოფელში მცხოვრებ 10 ოჯახს ჰყავს ძაღლიც და კატაც. სულ რამდენი ოჯახია ამ სოფელში?
 
ა) 75
ბ) 90
გ) 100
დ) 110
 
ილია ქელეხსაშვილმა სწორად უპასუხა, რომ ამ სოფელში 90 ოჯახია.
 
 
კითხვა: კონფერენციაზე სიტყვით გამოდის ოთხი სხვადასხვა ქვეყნის - ბელგიის, ესპანეთის, გერმანიისა და ინგლისის - წარმომადგენელი. თითოეულ წარმომადგენელს თითო ოპონენტი ჰყავს; ამავე დროს, თითოეული მათგანი ოპონირებას უწევს დანარჩენი სამიდან რომელიმე ერთს. გარდა ამისა, ცნობილია:
 
· გერმანელ წარმომადგენელს ოპონირებას არ უწევს ბელგიელი.
· ესპანელ წარმომადგენელს ოპონირებას უწევს ინგლისელი.
 
რომელი ქვეყნის წარმომადგენელი უწევს ოპონირებას ბელგიელს?

ა) გერმანელი
ბ)ესპანელი
გ) ინგლისელი
დ)მონაცემები საკმარისი არ არის პასუხის გასაცემად.
 
ილია ქელეხსსაშვილმა უპასუხა, რომ ბელგიელს ოპონირებას ინგლისელი უწევს, სინამდვილეში კი, უნდა შემოხაზულიყო - ,,გერმანელი." 
 
 
 
მოცემულია: · ზოგიერთი სპორტსმენი უმაღლეს სასწავლებელში სწავლობს.
· ყველა სპორტსმენი, რომელიც უმაღლეს სასწავლებელში სწავლობს, ძალიან დაკავებულია.
· ყველა სპორტსმენი ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრობს.
 
 
ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელი დასკვნა გამომდინარეობს ამ წანამძღვრებიდან?

ა) იმ ადამიანთაგან, ვინც ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრობს, ზოგიერთი ძალიან დაკავებულია
ბ) ყველა ის ადამიანი, ვინც უმაღლეს სასწავლებელში სწავლობს, ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრობს
გ) ზოგიერთი სპორტსმენი ძალიან დაკავებული არ არის.
დ) უმაღლესი სასწავლებლის ყველა სტუდენტი, რომელიც ძალიან დაკავებულია, სპორტსმენია.
 
ამ დასკვნებიდან ილია ქელეხსაშვილს მართებულად მიაჩნია, რომ   ,,ზოგიერთი სპორტსმენი ძალიან დაკავებული არ არის".   სინამდვილეში კი მართებულ დასკვნად უნდა მიეჩნია შემდეგი:  იმ ადამიანთაგან, ვინც ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრობს, ზოგიერთი ძალიან დაკავებულია.
და.ა.შ.
 
ფოტოზე: წინა პლანზე გამგებელი, უკანა პლანზე - თანაშემწე.
 
რედაქციისგან: სტატიის თავდაპირველ ვარიანტში რამდენიმე ადგილას გაპარული  უზუსტობა აღმოიფხვრა დაუყოვნებლივ, გამოქვეყნებიდან 10 წუთში, რისთვისაც მკითხველს ბოდიშს ვუხდით. 
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
დღეს პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

დღეს პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

23:56 / 17.04.2024
,,რატომ არ ამოიღეთ ხმა, იმ დროს, როცა თქვენ, მასწავლებელს ხმა უნდა
ამოგეღოთო,''
,,რატომ არ ამოიღეთ ხმა, იმ დროს, როცა თქვენ, მასწავლებელს ხმა უნდა ამოგეღოთო,''
19:05 / 17.04.2024
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, თავი შეიკავოს ისეთი
კანონმდებლობის მიღებისგან, რომელმაც შესაძლოა საქართველოს
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, თავი შეიკავოს ისეთი კანონმდებლობის მიღებისგან, რომელმაც შესაძლოა საქართველოს
16:40 / 17.04.2024
გორი-კასპის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი სოსიაშვილმა და
ხაშური-ქარელის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაალ დუგლაძემ
გორი-კასპის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი სოსიაშვილმა და ხაშური-ქარელის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაალ დუგლაძემ
15:28 / 17.04.2024
,,ძალიან მოხარული ვარ, რომ დღეს ვიმყოფები აქ. გავიცანი და ვნახე
მომავლის ლიდერები, მომავლის ჩემპიონები,

,,ძალიან მოხარული ვარ, რომ დღეს ვიმყოფები აქ. გავიცანი და ვნახე მომავლის ლიდერები, მომავლის ჩემპიონები,

18:42 / 16.04.2024
ვიდეორეპორტაჟი
,,აქ ჩემი ცხოვრება როგორია? ახალ წელს ავადმყოფი კაცი მარტო ვხვდები. დილით
,,2003 წელი, 6 ივნისი, ოქიანში თოვლი მოვიდა", კიდევ ,,2001 წელი, 4 ივნისი, ტამის მთაზე თოვლი მოვიდა"..
გადაბრუნებული ტრაქტორი მეორე ტრაქტორით გაასწორეს, მძღოლი ფანჯრიდან თოვლში გადმოვარდა.
"წყალი, ტყე, საძოვრები, მინდორი წაგვართვეს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.