რედაქტორის რჩევით
ომის ვეტერანი იროდიონ ტაბატაძე 100 წლის გახდა
დღეს, იროდიონ ტაბატაძე 100 წლის გახდა. იგი 1920 წელს
დაიბადა ხაშურში. ოჯახში 5 ძმა და 1 და ჰყავდა. მამა ადრე დაიღუპა,
მოლისის სადგურზე სარკინიგზო კატასტროფის დროს. იმ დროს 11 მუშა
დაიღუპა.სკოლის შემდეგ 1939 წელს სწავლა გააგრძელა აერო კლუბში საფრენოსნო განხრით. საკადრო მფრინავად სურდა გაეგრძელებინა სწავლა. შემდეგ, სერგო კორკოტაძე და სერგო გაფრინდაშვილთან ერთად, ჩავიდნენ სტალინგრადში, სადაც გამანადგურებელთა საავიაციო სასწავლებელში დაიწყეს.
ომის დაწყებამდე, ჩუვაშის რესპუბლიკაში, ღამის მფრინავთათვის განკუთვნილ სასწავლებელში გაგზავნეს. აღნიშნული სასწავლებელი 1941 წლის მაისში დაამთავრა. ივნისში კი, მეორე მსოფლიო ომი დაიწყო.
იროდიონ ტაბატაძემ თავისი მოვალეობა 1944 წლის იანვრამდე შეასრულა. ის გერმანიის ქალაქ ჰამბურგის დაბომბვის დროს დაშავდა. მისი თვითმფრინავი დააზიანეს. თვითმფრინავი ტბაში ჩავარდა.
,,გონება დავკარგე, მეორე შტურმანი დაიღუპა. ღამე იყო, სადღაც 4 საათი. ერთ-ერთ ტანკისტს დაუნახია თვითმფრინავის ჩამოგდების ფაქტი, მოვიდა ტბასთან, მე თოვლში პირქვე ვიწექი, პულსი გაუსინჯავს და რაკი ცოცხალი ვიყავი, მაშინვე წამიყვანეს საავადმყოფოში." - ამბობს იროდიონ ტაბატაძე.
იროდიონ ტაბატაძე ამბობს, რომ მან სულ 749 ფრენა განახორციელა. ჰისპიტალში 5 თვე გაატარა. დაბრუნდა ხაშურში. იმის შემდეგ გამომგონებლობამ გაიტაცა. ,,შევქმენი ვაკუუმური ჰიდროსადგური, რეაქტიული ტურბინი, ჰაერის ელექტროსადგური, ჰაერის ძრავა, 50-მდე პატენტი მაქვს მიღებული." - აღნიშნავს ტაბატაძე.
ავტორი: თათია გოლოშვილი
ამავე კატეგორიაში
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ქობესაანთუბანში ყოფილ რიტუალების
სახლში 350 000 ლარად სპორტდარბაზის მოწყობა იგეგმება. სპორტული
სივრცეები რუისსა და დვანშიც მოეწყობა.
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფლებში, ბრეძასა და ზემო ხვედურეთში
ადმინისტრაციული შენობებისა და სპორტდარბაზის რეაბილიტაციისთვის ჯამში
450 000 ლარი გამოიყოფა.
2026 წლის 9 თვის მონაცემებით, გორის მერიამ ინფრასტრუქტურისთვის
გათვალისწინებული ბიუჯეტიდან 10.8 მილიონ ლარზე მეტი ვერ აითვისა, რაც
გეგმის 31%-ია.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 9 ნოემბრამდე საქართველოში
ნალექიანი ამინდი შენარჩუნდება, შიდა ქართლის ტერიტორიაზე კი
განსაკუთრებით ძლიერი ნალექი 8 ნოემბერსაა მოსალოდნელი.
2026 წლის III კვარტლის მონაცემებით, გორის ბიუჯეტში ჯარიმებიდან 8.6
მილიონ ლარზე მეტი შევიდა, საიდანაც დაახლოებით 88% საგზაო მოძრაობისა
და ტრანსპორტის სფეროში გამოვლენილ დარღვევებს უკავშირდება.
ვიდეორეპორტაჟი
ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში
"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"
თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად
ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
გასული თვის პოპულარული სიახლეები

საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.




ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.









სტატიის გამოყენების პირობები