მათ შორის არიან შალვა ტლაშაძე და იოსებ ბორცვაძე. მათ უცნობი პირები, გორში, აღმაშენებლის გამზირზე დაედევნენ.
გორში მცხოვრები შალვა ტლაშაძე 2007 წლის 2 ნოემბრიდან 5 ნოემბრამდე მონაწილეობდა ქალაქ თბილისში, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაში. 5 ნოემბერს ფროებით დაბრუნდა გორში. 6 ნოემბერს, ღამის 21 საათსა და 10 წუთზე შალვა ტლაშაძე თავის მეგობართან, იოსებ ბორცვაძესთან ერთად მიდიოდა ქალაქ გორში, დავით აღმაშენებლის გამზირზე საკვების საყიდლად.
ამ დროს მათ მიუახლოვდა თეთრი ფერის ,,ნივა,“ საიდანაც გადმოვიდა ორი ნიღბიანი და შავ ქურთუკში ჩაცმული ადამიანი. ტლაშაძემ თავი შეაფარა აღმაშენებლის გამზირზე მდებარე ერთ–ერთ სასურსათო მაღაზიას, სადაც იმყოფებოდა სამი პიროვნება. ორი ქალბატონი წარმოადგენდა მაღაზიის პერსონალს, ხოლო მამაკაცი იყო მყიდველი. მყიდველი წინ გადაუდგა მაღაზიაში შესულ ნიღბიანს. ნიღბიანმა დასძლია უცნობი მამაკაცის წინააღმდეგობა, მიუახლოვდა შალვა ტლაშაძეს.
ნიღბიანმა პირმა შალვა ტლაშაძე ძირს დააგდო და სახისა და თავის არეში დაუწყო იარაღის ტარით ცემა. შალვა ტლაშაძე თავზე ხელებს იფარებდა, რის შედეგადაც იარაღის ტარი ხვდებოდა ხელის მაჯასა და მტევანზე. ამის შემდეგ ნიღბიანმა იარაღის ტარი ჩაარტყა კბილებში. შალვა ტლაშაძემ ხელი პირზე აიფარა. ნიღბიანმა იარაღის ტარით ცემა ამჯერად თავის არეში, გამოთავისუფლებულ ადგილას გააგრძელა. შალვა ტლაშაძის ცემამ გასტანა 30–40 წამს. ამ შემთხვევას თვალყურს ადევნებდა მაღაზიის პერსონალის ორი წარმომადგენელი. მყიდველი მამაკაცი შალვა ტლაშაძის ცემის დაწყებამდე მაღაზიიდან გააძევეს. აღნიშნულ ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება.
წყარო: სახალხო დამცველის ანგარიში, 2007 წელი.
გორის ქალთა კამერული გუნდი გასტროლებს ინდოეთში გამართავს. 2026 წლის 3-14 დეკემბერს კოლექტივი კონცერტებს ნიუ-დელიში,
მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზების დაზიანების გამო, გუშინ საღამოდან ელექტროენერგია არ მიეწოდება კასპისა და გორის
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ინერხევთან 2023 წელს მოასფალტებული გზის დეფორმაცია გრძელდება. 2025 წლის შემოდგომასა და 2026 წელს
„საზოგადოება ბილიკი“ გორში ახალ პროექტს - „უსაფრთხო, მწვანე და ინკლუზიური სამეზობლოების შექმნა“ - იწყებს.
ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში
"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.














სტატიის გამოყენების პირობები