რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« ნოემბერი 2025 »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
ექნება თუ არა ხაშურს სასმელი წყალი?
დღევანდელი მდგომარეობით, ხაშურში წყალმომარაგების კომპანია წყლით მხოლოდ ნახევარ ქალაქს უზრუნველყოფს, დანარჩენი მოსახლეობა ჭებით სრგებლობს. ჭის წყალი კი სასმელად უვარგისია, რადგან ხშირ შემთხვევაში კანალიზაციის წყალი უერთდება.

Qartli.ge შეეცადა, ამის შესახებ სავარაუდო თარიღი მაინც გაერკვია.

მოსახლეობა გვიყვება, რომ ხაშურს წყლისა და კანალიზაციის პრობლემა 90-იანი წლებიდან აქვს და მიუხედავად არაერთგზის მოთხოვნისა, მათ პრობლემებს არავინ აგვარებს.

,,საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ვინც მაშინ ქალაქს ხელმძღვანელობდა, გასცა ბრძანება, წყალი ყველას არ ეყოფაო და ნახევარ ქალაქს გადაუჭრეს წყლის მილები. მაგისტრალის ერთ მხარეს წყალი აქვს ქალაქს, მეორე მხარეს - არა. მერე ზოგმა ჭები ამოთხარა და ისიც უვარგისია დასალევად. რამდენჯერ შეამოწმეს." - გვიყვება ერთ-ერთი მცხოვრები.

მერია მოსახლეობას პირდებოდა, რომ 2020 წლის გაზაფხულიდან ყველა უბანს, ყველა ოჯახს სასმელი წყალი და მოწესრიგებული კანალიზაცია ექნებოდა, რომელსაც საფრანგეთის განვითარების სააგენტო დააფინანსებდა. სწორედ ამ მიზეზით უგზოობით შეწუხებულ მოსახლეობას ქუჩების მოწესრიგებაზე უარს ეუბნებოდა და თანხების არამიზნობრივ ხარჯვაზე საუბრობდა.

,,ამ ეტაპზე ვერც ერთ ქუჩაზე ასფალტს ვერ დავაგებთ. იცით, რომ 2020 წლიდან ხაშურში წყლისა და კანალიზაციის მასშტაბური პროექტი იწყება და ახლა რომ ჩვენ ასფალტი დავაგოთ რამდენიმე თვეში პროექტის დაწყების გამო ისევ უნდა აყარონ და გადათხარონ. ეს კი თანხების არამიზნობრივ ხარჯვაში ჩაგვეთვლება. სანიაღვრე არხსაც ვერ გავაკეთებთ, რადგან ეს გზის დაგების შემადგენელი ნაწილია."" - გვეუბნებოდნენ მერიის პრესსამსახურში.

ამჯერად მერიამ საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში გადაგვამისამართა.

,,ხაშურის მერიას წყლისა და კანალიზაციის მოსაწესრიგებლად ამ ეტაპზე არაფერი არ აქვს დაგეგმილი. ეს იმდენად დიდი პრობლემაა, რომ ჩვენ არ გვაქვს ამისთვის თანხები. ის პროექტი კი, რომელზეც ადრე გითხარით, ჩვენი არ არის და ვერაფერს გეტყვით. როგორც ჩანს ადრე, როცა ამაზე გესაუბრეთ, რაღაც არასწორად გავიგეთ და უნებურად შეცდომაში შეგიყვანეთ. მიმართეთ წყალმომარაგების კომპანიას."" - გვითხრეს მერიის პრესსამსახურში.

გაერთიანებულ წყალმომარაგების კომპანიაში გვიპასუხეს, რომ საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (AFD) უზრუნველყოფით, ქალაქ ხაშურის წყლის ინფრასტრუქტურის განვითარების მხარდასაჭერად მართლაც იგეგმება გარკვეული ინვესტიციის განხორციელება.

,, აღნიშნული პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ქალაქ ხაშურის წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების რეაბილიტაცია და წყალარინების გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა."" - გვაცნობეს წყალმომარაგების კომპანიიდან.

თუმცა ასევე გვაცნობეს, რომ 2020 წელს მხოლოდ და მხოლოდ საპროექტო სამუშაოების განხორციელებაა დაგეგმილი, მშენებლობა-რეაბილიტაცია კი 2021 წელს დაიწყება.





იხ. ამავე თემაზე:
ხაშურში ერთ-ერთი კორპუსის ონკანის წყალში ფეკალიების ნარევი აღმოაჩინეს
ანტონ სულავას ქუჩის პრობლემა - ხაშური


Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
სამართალმცოდნეობის მიმართულებით მიღებული განათლებისა და
მრავალფეროვანი სამუშაო გამოცდილების გარდა
სამართალმცოდნეობის მიმართულებით მიღებული განათლებისა და მრავალფეროვანი სამუშაო გამოცდილების გარდა
16:56 / 17.11.2025
ჩეხეთის განვითარების სააგენტოს დაფინანსებით, პროექტის ბიუჯეტი
დაახლოებით 937,288 ევროს შეადგენს
ჩეხეთის განვითარების სააგენტოს დაფინანსებით, პროექტის ბიუჯეტი დაახლოებით 937,288 ევროს შეადგენს
13:51 / 14.11.2025
სათემო შეხვედრებისას მოსახლეობამ დაასახელა თემისთვის სანდო პირები,
რომლებსაც ისინი ენდობოდნენ და
სათემო შეხვედრებისას მოსახლეობამ დაასახელა თემისთვის სანდო პირები, რომლებსაც ისინი ენდობოდნენ და
21:17 / 11.11.2025
საპროექტო ტერიტორია მდებარეობს ქალაქ გორის ადმინისტრაციულ
საზღვრებში,

საპროექტო ტერიტორია მდებარეობს ქალაქ გორის ადმინისტრაციულ საზღვრებში,

12:29 / 10.11.2025
კონკურსი ატენის, ბოშურისა და მღებრიანის თემებს ეხება და მიზნად
ისახავს
კონკურსი ატენის, ბოშურისა და მღებრიანის თემებს ეხება და მიზნად ისახავს
18:45 / 05.11.2025
ვიდეორეპორტაჟი
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის ასაკს იყო მიღწეული.
"სოფელში არაფერია. აქ არავინ არის. მხოლოდ ერთი ბიჭი, მაგისი დედა და მე ვართ.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან, მიხარია,


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.