რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« ივნისი 2025 »»
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 123456
სავალდებულო სამხედრო სამსახური შესაძლოა, პროფესიული სასწავლებლების სტუდენტებსაც გადაუვადდეთ
განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი დღეს პირველი მისმენით განიხილავს პროექტს, რომელიც „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილებას ითვალისწინებს. დოკუმენტის მიხედვით, სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევა, შესაძლოა, პროფესიული სასწავლებლების სტუდენტებსაც გადაუვადდეთ.

მოქმედი ნორმის თანახმად, სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადება მხოლოდ უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტს შეეძლო, რაც, როგორც ცვლილების ინიციატორ უწყებაში, განათლების სამინისტროში აცხადებენ, პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს დისკრიმინაციულ პირობებში აყენებს.

„პროფესიული განათლების სტუდენტი, რომელიც ავტორიზებულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში ირიცხება პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე, არის 18-დან 27 წლამდე ასაკის მოქალაქე, იძულებულია გადაიხადოს სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადებისათვის საქართველოს კანონით დადგენილი მოსაკრებელი ან თუ სოციალური მდგომარეობის გამო ვერ მოახერხებს მოსაკრებლის გადახდას, შეიჩეროს პროფესიული სტუდენტის სტატუსი. აღნიშნული კი ამ ასაკობრივი ჯგუფის ახალგაზრდებისთვის პროფესიული განათლების მისაღებად ერთ-ერთი დამაბრკოლებელი მიზეზია. მითითებული კატეგორია უერთდება დაბალკვალიფიციურ სამუშაო ძალას, რაც თავის მხრივ დიდ პრობლემებს ქმნის ადგილობრივ შრომის ბაზარზე. შესაბამისად, დიდ მნიშვნელობას იძენს პროფესიული განათლება და მისი ადეკვატური რეაგირება, ერთი მხრივ, მოსახლეობის საგანმანათლებლო საჭიროებებზე, ხოლო, მეორე მხრივ, შრომის ბაზრის საჭიროებებზე. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირთან ფინანსური ხელშეკრულება ითვალისწინებს პროფესიულ განათლებაში ახალგაზრდების მონაწილეობის ზრდას, მათ ეკონომიკურ გააქტიურებას და NEET-ის (განათლებისა და დასაქმების მიღმა მყოფი ახალგზარდები) მაჩვენებლის შემცირებას. ამდენად, მიზანშეწონილია „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების ინიცირება, რომლის მიხედვითაც, პროფესიული განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში რეგისტრირებული პროფესიული სტუდენტის, აპლიკანტის სტატუსის მქონე პირს, გადაუვადდება სამხედრო სამსახური შესაბამისი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის/მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამის დასრულებამდე. ამავე დროს, გადავადება მოხდება მხოლოდ ერთხელ, ერთი პროგრამის ფარგლებში და არა მრავალჯერადად, რაც თავიდან აგვარიდებს არაკეთილსინდისიერ ქმედებებს და სავალდებულო სამხედრო სამსახურისგან თავის არიდების მცდელობებს“ - ვკითხულობთ კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
სოფელი თედოწმინდის მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე ლიახვში 16 წლის
მოზარდი დაიღუპა
სოფელი თედოწმინდის მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე ლიახვში 16 წლის მოზარდი დაიღუპა
11:39 / 13.06.2025
,,2023 წლის 25 ივლისს, ღამის საათებში, ქალაქ კასპში, პოლიციის
განყოფილების უფროსის მოადგილე

,,2023 წლის 25 ივლისს, ღამის საათებში, ქალაქ კასპში, პოლიციის განყოფილების უფროსის მოადგილე

23:12 / 12.06.2025
21 წლის მათე დევიძეს 4 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯეს.
მოსამართლე ნინო გალუსტაშვილი, პროკურორი - ანა ხუბეჯაშვილი.
21 წლის მათე დევიძეს 4 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯეს. მოსამართლე ნინო გალუსტაშვილი, პროკურორი - ანა ხუბეჯაშვილი.
18:29 / 12.06.2025
ქონებრივი დეკლარაციების მიხედვით, შიდა ქართლის მერებიდან, მხოლოდ
ხაშურის მერი თენგიზ ჩიტიაშვილი ცხოვრობს საკუთარ ხელფასზე.
ქონებრივი დეკლარაციების მიხედვით, შიდა ქართლის მერებიდან, მხოლოდ ხაშურის მერი თენგიზ ჩიტიაშვილი ცხოვრობს საკუთარ ხელფასზე.
22:21 / 11.06.2025
დღეს, გორის სასამართლომ განიხილა ორი საქმე, სადაც შიდა ქართლის
დღეს, გორის სასამართლომ განიხილა ორი საქმე, სადაც შიდა ქართლის
20:18 / 11.06.2025
ვიდეორეპორტაჟი
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის ასაკს იყო მიღწეული.
"სოფელში არაფერია. აქ არავინ არის. მხოლოდ ერთი ბიჭი, მაგისი დედა და მე ვართ.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან, მიხარია,


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.